ტურისტული კომპანიები ასე რომ გარჩევინებდნენ ქვეყნებს და მარშრუტებს... |
თუმცა ამაზეც როდი ვჩერდებით. უბრალო მოკვდავები იმდენად ვკადნიერდებით რომ "შვებულებას რომელ ქვეყანაში გაატარებდი"-ო ვიკითხეთ კიდეც.
აქ კი ისეთი ომი წავიდაა... წინასაარჩევნო კომპამნია მიმიქარავს. ფაქტია რომ ყველას სული აუწანწალდა მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია. გემოვნებაზე არ დაობენო გაცვეთილი ფრაზაა. არ დაობენ ჩხუბობენ. თან როგორ. რაც მთავარია გავიგე რომ მსოფლიო ტურისტული რუქა ძალიან ადვილად შეიძლება ორ სექტორად დაჰყო. ის სადაც უნდა წასვლა ქალბატონებს და ის სადაც უნდათ დასვენება ვაჟბატონებს.
- გაირკვა რომ რომანტიკა შემოტეული მანდილოსნების თითქმის უმეტესობას თავისი შვებულების გატარება დედამიწის ზომიერი სარტყლის მშვენიერ ქალაქებში ურჩევნიათ. პარიზი, რომი, ბარსელონა, ბერლინი და ასე შემდეგ. ნუ რათქმაუნდა კურორტებიც და გამოერიათ. მაგრამ ძირითადი ორიენტირი მაინც ეგ იყო
- მამაკაცები კი ტროპიკული სარტყლისკენ იხრებიან. ბალი, ტაილანდი, რიო, ჰაიტი. ანუ სადაც ბიკინი ხარობს. თუმც გამონაკლის არც ხმელთაშა ზღვის კურორტები წარმოადგენენ. მაგრამ ძირითადი ორიენტირი მაინც პალმა, ზღვა და ბიკინის მატარებელთა მშვენიერი ტომის არსებობაა.
- "ფიф, ბიკინის ხამები. ვითომ კუპალნიკიან გოგოებს აქ ნაკლებად ათვალიერებენ".
- " არა ბიჯო, ეიფელზე თუ არ ავედი და წითელ ბერეტში, მიტოვებულ სიყვარულზე ცრემლები არ ვაღვარღვარე ისე რავა..."
- " ხო წავლენ მერე, გამოამზეურებენ ამ ხინკლით დასიებულ ღიპებს შეზლონგებზე და იქაც გამოთვრებიან. რა იცით თქვენ დასვენების..."
- "არა, სასურათედ რომში ჩამავალი მზე თუ არ დავიდე ხელის გულზე, სურათი თუ არ დავდე ოდნოებში ისე რაა ცხოვრება?"
- "ხო,ხო გამოტენტერდებიან მერე დისკოტეკებზე ისე რომ ნომრამდე მისათრევი დარჩებიან. ჩამოვლენ მერე და მოყვებიან ზღაპრებს - ისეთი მულატკა მოვხსენი და ასეთი ქალი შევაბიო"
- " არა ბიჯოს, მოვივლით ევროპას და მერე სტამბულში ნაყიდ კაბაზე დავიწყებ ტრაბახს რომ ეს მარსელში ერთ ბუწიკში შევიძინეეე, ისე გამიმართლააა, ფასდაკლებაზე მოვხდიიი"
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!