მიყვარს ეს ბეღურები და რა ვქნა!? |
მრავალკვირიანი წვიმებს, სიცივეებს და გუბედამდგარქუჩებმოძულებულ განწყობას თითქმის შეგუებული ცოტა არ იყოს დავიბენი. მოგონებებში ბუნდოვნად გამონათდა მზიან ამინდში ნორმალური ადამიანის ქცევის ნორმები. კეტებიი, თხელი ქურთუკიიი, ქუდის და კაპიშონის გარეშეე... ეს თურმე შესაძლებელიააა... იმდენად აჟიტირებული ვიყავი ამ ფაქტით თუ რა ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ სამსახურში მიმავალი გზად შემხვედრი ადამიანების სახეზე აშკარად იგივე ბედნიერების სხივს ვხედავდი.
მაგარი რამაა მონატრებული მზე. ისეთი გახარებული მივედი რადიოში და პროგრამის წაყვანისას მოსალოდნელი ამინდის პროგნოზსაც, რომელიც სამდღიან ბედნიერებას გვპირდებოდა, ისეთი დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი გეგონებოდათ გეიცის ანდერძი მეჭირა ხელში სადან უშუალო მემკვიდრედ მასახელებდა. მართლა კაი რამაა მონატრებული მზე!
სამსახურის შემდეგ ბულვარი დავზვერე. ზღვისპირა ბილიკზე სკამების მთელი რიგი უკვე დაკავებული. ყველა პენსიონერიდან დაწყებული, ეტლით გამოყვანილი პაწუების, დედების, ძიძების, შეყვარებულების და მეეზოვეების ჩათვლით, გატრუნული ეფიცხებოდა მზეს. მაგრამ ეს ზამთრის ძილბურანიდან გამოღვიძებული შეყვარებული წყვილების ხილვა ერთ რამედ ღირდა. მიყუჟულები ჟღურტუნებდნენ თავისთვის.
ზოგი, ბილიკზე უცხო ადამიანის გამოჩენისთანავე კრთოდა, შეყვარებულის მკლავებიდან თავს ითავისუფლებდა და მაქსიმალურად სცდილობდა მიეღო სახის ის გამომეტყველება რომელზედაც "ააქ? აქ არც არაფერი ხდება" ჰქვია. მაგრამ ამ მოშლილი პომადის კვალის წაშლა ავიწყდებოდათ.
ზოგიც ისე, დაშორიშორებული იჯდა, თითქოს ერთმანეთს არც იცნობენო. გოგო ქურთუკის საყელოს აწვალებს. ბიჭი ტელეფონში იქექება და ტენისის თამაშებივით დროდადრო ჩაურტყამენ ერთმანეთს სასიყვარულო, მოკრძალებულ "ტოპკებს".
ზოგსაც სულაც არ ანაღვლებს მათ გვერდით სკამზე მჯდომი ბაბუას გაქანებული არითმია და დიდი ინტერესით იკვლევენ ერთურთის პირისღრუს მჟავიანობას.
რას იზამ. გაზაფხულია და იმ ბაბუსაც თავის დროზე იგივე პეპლებდი უფარფატებდა თავში.
თან ახლა ის პერიოდია. ბულვარში არც ზედმეტი ადამიანი ირევა და შეგიძლია შენთვის ( თქვენთვის) განმარტოებით იჯდეთ და აწყოთ ოცნების კოშკები, აშენოთ იმედის ხიდები, ნატვრის ხეივანი და დატკბეთ მოძალებული კაეშნით.სიყვარული...
სიყვარული "ადიდასის" ბოტასივითაა - ყველას ააქვს, მაგრამ ყველას როდი აქვს ნამდვილი...
ნამდვილი "ადიდასი" Окрыляет .... ;)
ფრთიანი ადიდასები :უკბილოსმაილი:
ReplyDeleteმაგარი იყო :-) საცოდავი არითმიიანი ბაბუა :-D
ReplyDeleteკედების ამბავი მომეწონა, მეც რამდენი ხანია ველოდები ამ დროს, მარა ჯერ ვერ ვრისკავ მაინც. უუუფ, რა მაგარი იქნება ჩემს კედებზე "ამხედრებული" რომ ვივლი ქალაქში (არა ბათუმში სამწუხაროდ :-().მომენატრა ბათუმი ისედაც, შენ უფრო მომანატრე.
ფოტო –სუპერ !
ReplyDeleteმოზასავეებზე კაი ხანია ვნადირობ ფოტოაპარატით(ბოროტი დეიდა არც კი ახსოვს თვიტონაც რომ ზასაობდა ოდესღაც)
დღეს მეც ვიყავი მზესთან ჩასახუტებლად მთაწმინდაზე მაგრამ მალე ჩავიდა უნამუსოდ
:)
ReplyDelete@ვანილიანი - მააშ, აფრთიანებს.
@გვირილა - ხოდა მოვიდა ეს დროც ;)
@ფიქრო - მზის რა მოგახსენო მაგრამ აი მთვარე მალე კარგად იპოზირებს :) პ.ს. შეფასებისთვის მადლობა ;)