აღნიშნულ უბანზე მთავარი პრობლემა საფეხმავლო გადასასვლელები იყო. რითაც ამ ხეივანში შეიძლებოდა მოხვედრა. ამ ჯერად "ევროპის კარიბჭის" და შადრევნებამდე მისასვლელი მონაკვეთის პრობლემა თითქმის მოგვარებულია. თუმცა ბოლომდე ვერ.
პრობლემას წარმოადგენს კიბე, რომელიც ეტლით გადასასვლელზე ამოსულ ადამიანს შადრევნებთან, ტბასთან მისვლამდე ხვდება. შემდეგ იწყება კიბეები, რითაც უნდა ჩახვიდე ან ამოხვიდე. კი ბატონო. იქ დამონტაჟებულია ასევე ორი ლიფტი. რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ როგორც შეზღუდული შესაძლებლობების პირებმა, ასევე საბავშვო ეტლით მისულმა ადამიანებმა. თუმცა ეს ვერ არის კარგი გამოსავალი. მითუმეტეს სასეირნოდ და დასასვენებლად შექმნილ სივრცეში. სადაც ადვილად იყო შესაძლებელი კიბის და ლიფტის გარეშე ჩამოსასვლელ/ასასვლელის გაკეთება ვერსია პირველი... გვერდით გაშლილი და დაჩვებული საფეხმავლო ბილიკით, რომელიც შეუერთდებოდა ტროტუარს.ვერსია მეორე. ასევე დაშვებული საფეხმავლო ბილიკით
ორივე შემთხვევაში ავცდებოდით მინიმუმ კიბის არსებობის საჭიროებას.
წმინდა ვიზუალური მხარეა, მაგრამ მგონი სწორედ ვიზუალია მეტწილად გადამწყვეტი ბევრი რამის. მაგალითად. ევროპის კარიბჭეში ( თუ რაც არის) გამავალი საფეხმავლო ბილიკი, ისევ და ისევ კარიბჭის წრიული ფორმებიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო არა ტეხური, არამედ ტალღოვანი ხაზით. რისი გაკეთებაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაგრამ, გვაქვს ის რაც გვაქვს
აქვე მინდა ვთქვა რომ საოცრად კარგად შემოისაზღვრა საპარკინგე ზონა იუსტიციის სახლის და მის წინ მდებარე სასტუმროს ტერიტორიაზე. რაც მართლაც ჯოჯოხეთი იყო.
ეს რაც წმინდა ფუნქციონალურ დატვირთვას შეეხება. გამწვანებას, დეკორაციას და იმ პლასტმასის კალა განათებებს არ ვეხები. ეგ სხვა განხილვის თემაა. რაზეც შემდეგ დავწერ როგორმე. თუმცა - ხო, პლასმასის კალები არ მომწონს. მაინც დავაფიქსირებ.
საბოლოო ჯამში ძალიან კარგია რომ ეს მონაკვეთი გამოცოცხლდა. ქალაქი გაიზარდა და შესაბამისი ინფრასტუქტურა ხშირ შემთხვევაში ვერ ეწევა მშენებლობას. ამიტომაც ნებისმიერი სახის სიახლეც მოვლენაა. ჩვენ კი ამ მოვლენებზე, რომელიც ქალაქის ურბანულ სწორ განვითარებას ეხება, გვისაუბრია და კიდევ არა ერთხელ ვისაუბრებთ
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!