20.01.12

ზღვა, ბათუმი და თოვლი . Батуми под снегом.


დათოვლილი ბათუმის ფოტოვოიაჟი, დღე მეორე. ნავსადგური 

და მაინც მოთოვა. подал запоздалый снег.


ოცდღიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ის მოვიდა. სიმართლე რომ ვთქვა.. არც ველოდი და როცა დილით ფანჯარა გამოვაღე, ჯერ ვერ დადებული თოვლის შემხედვარემ დატბორილი ქუჩები და გაყინული ფეხები წარმოვიდგინე პირველად. თუმც მისი სიჯიუტის წყალობით საღამოსთვის თოვლი თოვლს დაემსგავსა დილინდელი განწყობაც თეთრი საფარით გემრიელად გადაფარა.  და განწყობაც მოვიდა 

12.01.12

ბოლო სიტყვები ... რომლებიც ისტორიამ არ შემოგვინახა


ამ ქვეყნად ყველაფერი სრულდება. ყველა ადამიანს, რაოდენ დიდი და დიადიც არ უნდა იყოს მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, ერთი, საერთო ბოლო აქვთ. თუმცა აქაც ზოგიერთი ცდილობს იყოს ორიგინალური და თავისი ბოლო ფრაზითაც ან ბოლო ფრაზით მაინც დაამახსოვროს სხვებს თავი. ბევრი ვიცით ლეგენდად ქცეული, ისტორიის მიერ შემონახული და საზეპირობად ქცეული „ბოლო სიტყვები“. თუმცა ყველა არა, უფრო სწორდე ყველა როდი გახდა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი. ხოდა მოდი ახლა ამას გამოვასწორებ.
გთავაზობთ იმ „ბოლო ფრაზებს“ რომლებიც ისტორიამ ვერ ან არ შემოგვინახა :

11.01.12

"ბათუმი სახლიდან გაუსვლელად"


როცა ტელევიზორი მხოლოდ იმაზე სუბრობს თუ როგორ შენდება და ლამაზდება ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ის ქალაქი რომელშიც შენ ცხოვრობ. რაღათქმაუნდა იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს სხვა ქალაქში ისმენენ და უყურებენ, სურვილი უჩნდებათ საკუთარი თვალით იხილონ და დატკბენ ამ დიდებული სანახაობით. სტუმრობისთვის საუკეთესო მომენტი კი რაღათქმაუნდა (ზაფხულის გარდა) ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ზეიმებია.
რათქმაუნდა, თუ არ გეზარებათ შეგიძიათ გაჰყვეთ, დაათვალიერებინოთ, მოუთხროთ, ანუ გაუწიოთ გიდობა. მაგრამ ეს კეთილი ნების გიდობა მეოთხე და მეხუთე ჯერზე არც ისეთი მომხიბვლელი და მიმზიდვეი ხდება შენთვის. სულმ მალე შემცირდება საექსკურსიო მარშრუტი მოსანახულებელი ადგილებით  და მალე მხოლოდ ქუჩების მისამართებამდე და „ეს იმის გვერდითაა“მდე დავა.

10.01.12

ცაში აფრენილი ოცნებების დღესასწაული

დღესასწაულის მოსვლა ყველთვის გვიხარია. ყველას ჩვენი, გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულიც კი გაგვაჩნია რომლისთვისაც საგანგებოდ ვემზადებით და ავღნიშნავდ დიდი ზარზეიმით. შესაძლოა ეს არ იყოს საყოველთაო, საერო ან საეკლესიო ზეიმი. უბრაოდპატარა საკუთარი დაბადების დღის სწორი ან რაიმე კონკრეტულად შენთვის სამახსოვრო თარიღთან ან სულაც განწყობასთან ერთად მოსული დღესასწაული. ნებისმიერ შემთხვევაში თუკი მას გულით ელი ან მისი აღნიშვნა შენთვის ძალზედ სასიამოვნოა, ის შენი დღესასწაულია.

09.01.12

კარგი გოგო ნინა. ანუ ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე ყველაფერი ხდება.

კარგი გოგოა ნინა. სამსახურში თითქმის ყოველთვის ყველაზე ადრე მოდის. თავის კომპიუტერს მიუჯდება და აი სწორედ ამ პატარა დროის მონაკვეთში შგიძლია დაინახო ის. მერე მონიტორს ამოეფარებდა, კლავიატურას ჩააფრინდება და მორჩა. ყველა მიდის, ის კი ისე, დრო და დრო გამოიხედავს ხოლმე მონიტორს იქედან. დარჩა თუ არა ვინმე ოფისშიო და მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა გაიხიკება, მერე გამოძვრება, თავის მწვანე ტყავის ჩანთას მოიგდებს მხარზე. წელში გამართული, თამამი, ნარნარი ნაბიჯით წავა ქურთუკისკენ და ხელის ჩვეული, წრიული მოძრაობით მოიგდებს მხრებზე. ხილებს შეიკრავს და შემდეგ ისევ შეუმჩნევლად გაძვრება ოფისიდან როგორც შემოძვრება ხოლმე.

03.01.12

ის ნაძვის ხე

„მაგ საქმეს მაინც არავის გვანდობ და დროზე ჩამოდი, მიხედე“

არ ვიცი როგორი იყო ჩემი რეაქცია როცა პირველად ვნახე. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ის მუდამ იყო ჩემს ცხოვრებაში. მისი მორთვა კი ცალკე აღებული, ძალზედ სერიოზული და საპასუხისმგებლო რეტუალი იყო. იმდენად სერიოზურლი რომ მის ჩატარებას არავის ვანდობდი. იმდენად საყვარელი რომ არასდროს ვრჩებოდი სახლში ნათლისღებას. როცა ნაძვის ხეს შლიდნენ...
როცა სამზარეულოში წინასაახალწლო ფუსფუსი იდგა, სხვენიდან დიდი, დამტვერილი მუყაოს ყუთი ფრთხილად, ფაქიზად ჩამომქონდა. მისი გახსნა იმ ჯადოსნური სკივრის გახსნის ტოლფასი იყო ათას ულამაზეს საგანძურს რომ ინახავდნენ ხოლმე მეკობრეები, ჯადოქრები თუ ვინ იცის კიდე ზღაპრის რომელი პერსონაჟს ქონდა ამ სკივრისათვის თავისი განძი მიბარებული. აქ ყველა ნივთი განუმეორებელი იყო.

01.01.12

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილო!!!


უფოთლო ხეზე შერჩენილი კარალიოკის მომჭკნარი, მაგრამ ძალიან გემრიელი ნაყოფი. ქუხნიდან ამოსული თეთრი, კლაკნია ბოლი. კარიას გვერით მიყრილ წამოსანთებ გამხმარი ფიჩხზე შემომჯდარი ჭრელი ვარია და ჭიშკრისკენ მომზირალი ახალგაზრდა კურცხალი...
ჰოი, ჰოი, ჰოი ალილოო...

მჭადის დასაკრავად მიფიცხებული თიხის კეცებიანი მობუტბუტე ბუხარიდან გამოსული ახლად მოჭრილი, ნედლი შეშის სურნელი და ოდნავი კვამლი. ბუხრის თავზე შემომდგარი წმინდა ბასილის მანდარინით, კანფეტებითა და ვაშლით მორთული წვერები. ერთ რიგზე მწკრივში ჩამოკიდებული კუპატებისა და შებოლილი ღორის ბეჭის მოდარაჯე ცხვირმურიანი კატა. ჭიშკართან ძაღლის ყეფა და მონდომებული „მასპინძელოო“

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...