TikTok-მა ვერაფერი უყო რადიოს
ციფრული კონტენტის ზღვაში შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ რადიოს მოსმენა ძირითადად უფროსი თაობების პრეროგატივაა – მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის არასდროს ყოფილა ასეთი პოპულარული როგორც ახლა.
Gen Z (18-24 წლის ახალგაზრდები) გიჟდებიან „ძველის“ ისევ მოდაში
დაბრუნებაზე:
ისინი
დასაკეც თელეფონებს ეძებენ iPhone-ის ნაცვლად, იყიდებენ 2000-იანების ციფრულ კამერებს,
iPod Mini-ებს თმის სამაგრებად იყენებენ და სტაციონარულ ტელეფონებსაც კი უბრუნებენ
ძველ ფუნქციას.
ახლა კი – ისინი რადიოს უბრუნებენ პოპულარობას.
რადიოს აღორძინება: სტატისტიკა
· Nielsen-ის მონაცემებით, Gen Z-ის 78% ტრადიციულ
რადიოს უსმენს.
· ბრიტანული კომპანია Roberts-ის კვლევაში დადგინდა, რომ რადიო Gen Z-ში უფრო
პოპულარულია, ვიდრე ტელევიზია – რადგან მათ შეუძლიათ მოსმენის პარალელურად
სოციალურ ქსელებში სქროლვაც.
· Zoomers (Gen Z) დღეში საშუალოდ მხოლოდ 20 წუთს ტელევიზორს
უყურებს.
· 16-24 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 48% უყურებდა ტრადიციულ TV-ს გასულ წელს – ეს
მოხდა პირველად ისტორიაში,
როცა მაჩვენებელმა 50%-ზე დაბალი ნიშნული აჩვენა.
რატომ უსმენს Gen Z რადიოს?
1.
მოსახერხებლობა – შეუძლიათ მოსმენა მანქანაში, სამსახურში ან სოციალურ ქსელების
სქროლვის პარალელურად პარალელურად.
ის არ ზღუდავ მოქმედებას.
2.
ადგილობრივი
კონტენტი – ახალი ამბები,
DJ-ების პერსონალური სტილი.
Gen Z არა მარტო რადიოს უბრუნებს პოპულარობას, არამედ:
· ვინილის ფირფიტებს - ჩანაწერების გაყიდვები იზრდება
· კასეტები და CD-ები ხელახლა გამოდის მოდაში.
რადიო არ არის "მოძველებული" – ის
უბრალოდ ახალ ფორმატში ბრუნდება. TikTok-ის, Spotify-ის და
პოდკასტების ეპოქაში, Gen Z-ის სიმარტივისა და ნოსტალგიისკენ მიდრეკილება რადიოს
აძლევს მეორე სუნთქვას.
წყარო : new york post
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!