Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

10 ანიმე რომელიც უნდა ნახო

10 ანიმე რომელიც უნდა ნახო

ხშირად უკვირთ, როცა ვამბობ რომ დღესაც სიამოვნებით ვუყურებ ანიმაციას. "კიდე მულტფილმებს უყურებ?!" მზერით რომ გადმოგხედავენ ხოლმე. მათი გაკვირვება კი თავის მხრივ მე მაკვირვებს. ეტყობა არ იციან რას უყურონ და რატომ. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ანიმეს ეხება.
გადავწყვიტე ჩამომეთვალა, შემერჩია ის რამდენიმე ანიმე, რომელიც მეტ-ნაკლებად დაეხმარება ყველა მსურველს ამ სამყაროსკენ მიმავალი ფერადი ბილიკის პოვნაში. მაშ ასე დავიწყოთ.

ბატონებო და ქალბატონებო ( ვინც თვლით რომ ანიმაცია მხოლოდ პატარებისთვისაა) თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა ანიმე



პირველი ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ (თუ აქამდე არ გაქვთ ნანახი ) ეს ლეგენდარული ოსტატის ჰაიამო მიაძაკის ქმნილებაა. "მოჩვენებებით გატაცებული" 2001 წელს შეიქმნა. ორიგინალში მისი სახელწოდება "Sen to Chihiro no kamikakushi" გახლავთ. თუმცა ჩვენ მისი ინგლისური თარგმანი უფრო ხშირად გვესმის. მართალია ეს დიდი ჯადოქრის, მიაძაკის პირველი ფილმი არ არის. მაგრამ ამ ხნის მანძილზე ამ მომხიბვლელმა და საინტერესო ანიმემ ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა ეს სამყარო. დისნეის მანერით მოთხრობილი იაპონური ამბავი ნამდვილად ღირს იმად რომ ის ნახოთ. თუ გნებავთ მეათასედაც

კოკურიკოს ფერდობებიდან



ისევ სტუდია "გიბლი" და ლეგენდარული ჰაიამო მიაძაკი. ოღონდ ამ ჯერად ამ ფილმის რეჟისორი მისი ვაჟი გახლავთ. ეს არის იაპონიაში საკმაოდ ცნობილი მანგას (კომიქსების) ძალიან ლამაზი და სევდიანი სიტორიის წარმატებული ეკრანიზაცია. გიბლის სტუდიის ფერებით მოტხრობილი ომგამოვლილი ოჯახის სევდიანი ამბების ცქერა გულგრილად ნამდვილად არ შეიძლება. 

მივიწყებულ ხმათა დამჭერნი



ასუნა - ასე ჰქვია მთავარ გმირს. გოგონას რომელიც მამის დაღუპვის შემდეგ საკმაოდ დიდ დროს მარტო ხეტიალში ატარებს. მალე გაიგებს რომ მისი ერთად-ერთი მეგობარი გარდაიცვალა. დაღონებული ასუნა გადაწყვეტს  სულების სამყაროში ეძებოს ის. ასე იწყება კიდევ ერთი საინტერესო მოგზაურობა. 


მოჩვენება აბჯარში



მამორუ ოსის ეს ძალიან საინტერესო სრულმეტრაჟიანი ტრილოგიაც თავის დროზე მანგა იყო. პირველი ფილმი 1995 წელს გამოვიდა. ჟანრი, სიუჟეტი, დინამიკა, შინაარსი და გზავნილები ძალიან ახლოს დგანან ვაჩოვსკის "მატრიცასთან" თუმცა ეს სულ სხვა მხარეა. იაპონური მანგა, მათეული ხედვა არც თუ ისე შორეული მომავლის რომელიც ჩვენ გველის. იპლანტები, რობოტები, კიბორგები და ადამიანის გაციფრულებული ცნობიერება. კი. ეს ფილმებიც უნდა ნახოთ. ნამდვილად არ დარჩებით გულგრილნი.

გოგონა რომელმაც დაიმორჩილა დრო


გოგონას, რომელმაც არ იცის რა უნდა აკეთოს და რითი იქნება დაკავებული მომავალში, ყოველი დღე ერთფეროვანი ჰგონია. გაკვეთილები, სკოლა, სახლი. თუმცა ბაქანზე მომხდარი გაურკვეველი მოვლენის შემდეგ აღმოაჩენს რომ მას შეუძლია დროის მართვა. დროში გადაადგილება. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება წარმოუდგენლად იცვლება. შეძენილი ნიჭის წყალობით ის დროში მოგზაურობს და მისივე ცხოვრებას თავადვე ალაგებს .

ტყე, სადაც ციმციმებენ ციცინათელები


სევდიანი და თბილი ისტორია ტყეში დაკარგული პატარა გოგონას შესახებ, რომელსაც ტყის სული გადაარჩენს. დიახ. ისევ იაპონური მანგა და მისი მშვენიერი ეკრანიზაცია. რატომღაც მგონია რომ ეს ფილმი ძირითადად მაინც გოგონებს მოეწონებათ

5 სანტიმეტრი წამში


ასეთი სისწრაფით ცვივიან საკურას ფოთლები მიწაზე. კიდევ ერთი, ძალიან სევდიანი ისტორია. ოღონდ ამჯერად პირველ სიყვარულზე. საოცრად ლამაზი კადრებით და ამბის თხრობის გამორჩეული მანერით. კი, ეს ფილმი ნამდვილად უნდა ნახოთ. ოღონდ აი იმ საღამოს, როცა გადაწყვეტთ რომ სხვა არაფერი არ უნდა აკეთოთ. 

რკინაბეტონი


თუ დიდად არ გხიბლავთ სევდიანი ისტორიები - დავბრუნდეთ რეალობაში. რკინაბეტონი. ეს ის ფილმია რომელიც ნამდვილად მოეწონებათ მკაცრი რეალიზმის მოყვარულთ. მითუმეტეს რომ აქ ვერ ნახავთ მანგასთვის დამახასიათებელ ხატვის სტილს. ეს სულ სხვა მანერაა, რომელიც ძალიან მოგეწონებათ. სულ სხვა რეალობა და სულ სხვა, ნაკლებად რომანტიული ისტორია.

პაპრიკა


ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ანიმეა. ნამდვილი სიგიჟე. პროფესორი აცუკო ფსიქიური აშლილობისგან განკურნების ახალ მეთოდზე მუშაობს, რაც პაციენტის ქვეცნობიერში სიზმრების საშუალებით შეღწევით ხორციელდება. ამას კი მისი ალტერეგოს - ჟღალთმიანი გოგონას, პაპრიკას საშუალებით აკეთებს. ექსპერიმენტის მსვლელობისას კი იწყება ქაოსი... ნამდვილი ფსიქოდელია. ეს ფილმიც აუცილებლად უნდა ნახოთ. განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც უყვარს დილაობით სიზმრების ქექვა

ჩემი მეზობელი ტოტორო


და რაღა თქმა უნდა ტოტორო. ანიმე, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძველია. მაგრამ არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს პერსონაჯი სადმე მაინც არ შეხვედრია. ის გახდა სტუდია გიბლის სახე. პატარა გოგონების (განსაკუთრებით ის პატარა, ცქნაფა) და ტყის სულის საოცრად თბილი ისტორია ნებისმიერი ასაკის ადამიანს მოპარავს იმ დროს, რა დროც ფილმის ბოლომდე ნახვისთვისაა საჭირო. 

აი ის ჩამონათვალი, რომელიც ჩემის აზრით გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით ანიმეს სამყაროს შესახებ. შესაძლოა არ მოგეწონოთ. შესაძლოა ეს არ იყოს სათქვენო. მაგრამ თუ მოგეწონათ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანიმეს საოცარ სამყაროში

სხვათაშორის ბევრი იკითხავს - რატომ არ მოხდა ჩამონათვალში ჰაიამო მიაძაკის ფილმი "მოსიარულე კოშკი" ან "ციცინათელების სასაფლაო"-ო. სამართლიანი შეკითხვაა. თუმცა ეს ჰაიამოს იმდენად კარგი და საოცარი ფილმები აქვს შექმნილი რომ მათზე ცალკე საობარიც ღირს. რაც მოვახერხეკიდეც ადრე, აი აქ

ეს კი ისე იყოს. ანიმეს სამყაროს კარების შესაღებად. ხოდა, შეარჩიეღ ფილმი, მოკალათდით, მოეწყვეთ და გემრიელად უყურეთ. საინტერესო საღამოს გისურვებთ 

3 comments:

  1. უმაგრესია*ანიმე

    ReplyDelete
  2. ერთს ვეძებ და ვერ ვნახე ,გოგოს რომ აქვს პრობლემა სმენასთან დაკავშირებით და კლასში რომ ჩაგრავენ სახელი ვერ გევიხსენე ეჰ😍

    ReplyDelete
    Replies
    1. ბევრია მასეთი. ხმის ფორმა, სიჩუმე, წყნარი ადგილი და კიდე ბევრი :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]