Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ძველი ბათუმის ძიებაში

ძველი ბათუმის ძიებაში

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის თაობაზე თუ როგორი უნდა იყოს ძველი ბათუმი. აზრი ბევრია, ყველა თავისებურად ხედავს ძველი ბათუმის კონცეფციას და ამ ხედვის რეალიზების გზებს. თუმცა ყველა ვთანხმდებით ერთზე - ის რაც დღეს არის. კი, გაცილებით უკეთესია ვიდრე იყო წლების წინ. მაგრამ, ეს ის მაინც არ არის. რასაც ჩვენ ძველი ბათუმიდან ველით. დღეს არ ვისაუბრებ იმის თაობაზე თუ როგორი მინდა ან გვინდა იყოს ბათუმის ეს უბანი. უბრალოდ განახებთ იმას თუ როგორია ძველი ბათუმი სეზონს მიღმა. კერძოდ კი იმ ქუჩებში გაგატარებთ, სადაც ქართველ ტურისტზე უფრო ხშირად, რიგი მიზეზებისა გამო, უცხოელი ტურისტი დადის. სწორედ აქ ნახული "ძველი ბათუმით" ექმნება მას წარმოდგენა ბათუმის ისტორიაზე, ეთნოსზე, კულტურაზე და ასე შემდეგ.  





პ.ს. ნუ მიიღებთ ამ განცხადებას ისე, თითქოს ძველ ბათუმში მხოლოდ კონკრეტული ეროვნების და მრწამსის ადამიანები უნდა ცხოვრობდეს. არანაირად. განვმეორდები და ვიტყვი - ბათუმი ყოველთვის იყო ეთნიკურად ჭრელი და ამ სიჭრელით მდიდარი ქალაქი. მითუმეტეს კონკრეტულად ეს უბანი. ამტომ საჭიროა ამ დეტალის სათანადოდ გამოყენება. მაგრამ არა ისე როგორც დღეს. ძველი ბათუმი უნდა იყოს სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების ნათელი და მიმზიდველი ქალაქური მაგალითი. ბათუმური მზით განათებული ეთნოსიჭრელის  კოხტა ვიტრაჟი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქალაქის სულში ჩახედვა.  აი ეს, რაც მინდოდა მეთქვა...

და შენ რას ფიქრობ ?! 

2 comments:

  1. როგორი უნდა იყოს ძველი ბათუმი? შენ როგორი წარმოგიდგენია?

    ReplyDelete
    Replies
    1. სწორედ ისეთი, როგორსაც ვხდებით ევროპის ძველ ქალაქებში. სადაც შესაბამისად შეფუთულ და ავთენტურს სთავაზობენ. ჩვენ კი საუბედუროდ არაფერს ვთავაზობთ, რადგან ნორმალურად არც კი ვზრუნავთ იამაზე რომ შევქმნათ, მოვუაროთ, შევფუთოდ და დავამკვიდროდ. შესაბამისად როცა არ ქმნი შენსას - წარმატებით ხორციელდება სხვა ქვეყნების კულტურული ინტერვენციაც

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]