1. ყველა საეკლესიო და სამონასტრო მიწის კონფისკაცია და მათი გადაცემა მშრომელი ხალხის უსასყიდლო სარგებლობაში.
2. როგორც მემამულეების, ასევე ხაზინის სანადელო მიწების გადაცემა გლეხობის სრულ განკარგულებაში. ეს მიწები უნდა გადაეცეს გლეხებს უსასყიდლოდ, გლეხებისგან აკრეფილი გამოსასყიდები მათ სრულიად უნდა დაუბრუნდეთ
3. გლეხთა არჩევითი კომიტეტების შემოღება მიწის რეფორმის გასატარებლად. კომიტეტების არჩევნები უნდა იყოს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული.
4. ყველა ირიბი გადასახადის გაუქმება და პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება, განსაზღვრულ ნორმაზე ნაკლები შემოსავალი უნდა გათავისუფლდეს ყველანაირი დაბეგვრისგან
5. წოდებების გაუქმება და კანონის წინაშე სრული თანასწორობის შემოღება. გადაადგილების თავისუფლება და საპასპორტო სისტემის გაუქმება.
6. თვითმმართველობის ორგანიზებაში მოსახლეობის სრული დამოუკიდებლობა სოფლებში, საზოგადოებებსა და ოკრუგებში
7. სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლება, შეკრების, გაფიცვების და კავშირების თავისუფლება, სინდისის თავისუფლება
8. პიროვნების და საცხოვრებლის ხელშეუხებლობა
9. მოსამართლეების არჩევითობა და ჩინოვნიკების ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე
10. მუდმივი არმიის გაუქმება და საყოველთაო შეიარაღების შემოღება
11. ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფა. სამღვდელოების შენახვა უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ პირებს, კავშირებს და საზოგადოებებს, რომლებსაც სურთ სამღვდელოების მომსახურებით სარგებლობა
12. საერო სკოლები. სამღვდელოების ჩამოცილება განათლების და ახალგაზრდობის აღზრდისგან
13. 16 წლის ასაკამდე ორივე სქესის ბავშვებისთვის სავალდებულო, საყოველთაო და უფასო განათლება.
14. დამფუძნებელი კრების მოწვევას საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე, სქესის, ეროვნების და სარწმუნოების განურჩევლად
15. პოლიტკურ საქმეებზე და მემამულეებთან და სამღვდელობასთან გლეხობის ბრძოლისთვის ყველა დაპატიმრებულის და გადასახლებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება
ჩაფიქრებული კრიმ გვეის სახე რომ დაინახეს, ისიც უთხრეს, " ვიცით. ამას მარტო საქართველოში ჩატარებული რეფორმბით ვერ იზამთ. ნამეტანი გაგიჭირდებათ. ამიტომ იქედან დეიწყეთ, თქვენგან, რუსეთიდანო"
კრიმ გვეიმ განაცხადა ,, რაც ამათ სურთ მეფის რუსეთი კიარა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის კონსტიტუციაც ვერ დააკმაყოფულებს”-ო.
არადა, რომ დაეჯერებიათ გურულებისთვის 1905 ში, ხო იქნებოდა ყველაფერი გაცილებით უკეთესად?!


No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!