Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჩამოი

ჩამოი

 


- მიდიხარ ხო?
- კი, მივდივარ.
- მოგეცადა ცოტა, რა იქნებოდა?
- ვერა, სამსახური, საქმეები
- ხო, მესმის, საქმეები...


- მალე ჩამოვალ, თავისუფალი დრო რომ მექნება ეგრევე ჩამოვალ.
- კი, კაი იქნება თუ ჩამოხვალ.
- რამე გინდა იქით?
- იქით? იქით არაფერი. აგერ ჩაგილაგე რაღაცეები, შენ რომ გიყვარს
- კაი, ამდენი რად გინდოდა, სად წავიღო?!
- აფერი არაა მაი, წაიღე, ხო გიყვარს?! მეც გამიხარდება.
- კი, მიყვარს. მადლობა... აი ხე კი დამრჩა გასასხლავი.
- მაი აფერი, რაცხას ვიზამ ჩემით.
- არა, ჩამოვალ და მე ვიზამ. შენ არ ქნა.
- კაი, არ ვიზამ... ჩამოხვალ?
- კი, ჩამოვალ, აბა რას ვიზამ?
- კაის იზამ, კაის.
- არ მოიწყინო იცოდე.
- ჩემზე არ იდარდო, შენ იყავი ყოჩაღად.
- კი, მეც ვიქნები. მერე იმასაც ჩამოვიტან რო დამაბარე და დამავიწყდა.
- არაუშავს, იყოს. შენ ჩამოდი.
- ჩამოვალ და ჩამოვიტან აუცილებლად.
- არა და დარჩენილიყავი ცოტა კიდე.
- ეჰ, ვერა... სამსახური, საქმეები.
- ხო, მესმის. წაი მაშინ, თვარა დაგაგვიანდება.
- ხო, წავალ ახლა.
- ხო, წაი. რომ ჩახვალ დამირეკე, ან მომწერე.
- კი, კი, აუცილებლად. კაი, წავედი ახლა.
- წაი, აბა და ... ჩამოი მერე. გეყურება?!
- ჩამოვალ, აბა რას ვიზამ?!

#გურია
#ეტიუდიN23

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]