რამოდენიმე დღის წინ Facebook-ში სტატუსად დავწერე "დიდი სიამოვნებით ვუყურებდი რაიმე ფანტასტიკას, დამოუკიდებლობის დღის ან არმაგედონის მაგვარს" მეთქი. მეორე დღეს კი ტელევიზორის ეკრანს ისეთივე გაოგნებული შევსცქეროდი როგორც მაშინ, 11 სექტემბერს მაღაზიაში ლუდის საყიდლად შესული. თავიდან ვერ გავერკვიე ფილმი იყო თუ რეალობა. სამწუხაროდ რეალობა აღმოჩნდა.
სამწუხაროდ იმდენად მომრავლდა სტიქიური უბედურებები რომ მეშინია მალე ნორმად არ ჩამოყალიბდეს. მიწისძვრები, წყალდიდობები, ქარიშხლები, გვალვებით გამოწვეული ხანძრები დედამიწის "განახლების" ციკლის ჩვეული მომენტია. უბრალოდ ეს ჩვენს რეალურ არსებობას უქმნის საფრთხეს თორემ.. მომხდარა ჩვენამდეც არაერთხელ და არამგონია ჩვენი გულისთვის გადაიფიქროს. ცოტა ცინიზმსაც თუ მოვიხმართ...
და კიდევ ერთი არანაკლებ საშიში დაგაცილებით გრძელვადიანი საფრთხე. რადიაცია... სამწუხაროა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ცვლილებებისა რომელსაც დედამიწა ჩვენთვის უკვე უახლოეს მომავალში განიცდის. ( ამაზე მოგვიანებით)

მართალია მთლად ასეც არარის. დედამიწისთვის ძალზედ ჩვეული მომენტია. თუმცა ამ "ჩვეულ მომენტს" ათასობით ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა შეუძლია. ხშირად ვკამათობთ , ოთხი სტიქიური უბედურებიდან რომელი უფრო საშიშიაო. ხანძარი? ძალიან საშიშია. ქარიშხალი? ვისაც ტორნადო უნახავს ამაზეც იტყვის კიო. ცუნამი!? მოვარდნილ ზღვას უდიდესი ძალა აქვს. დაადასტურა ათასგძის. მაგრამ მიწისძვრა? ყველასე უფრო "ჩასაფრებული" და სასტიკია... მას შეუძლია გადარჩენის ყოველგვარი შანსი წამებში გაგიქროს... ხოლო ამ ბოლო ორის სინთეზი კი მართლაც მომაკვდინებელი რამა...
კადრებმა სადაც ცუნამი ლეკავს იაპონიის ნაპირებს და იპყრობს ხმელეთს მთელი მსოფლიო მოიფრინა. უსაშინლესი კადრებია და ამასთანავე უნიკალური თავისი მაშტაბურობით.ვერტმფრენში, სწორედ ამ მაშტაბურობით მოხიბლულმა ოპერატორმა ფართო კადრებზე გააკეთა აქცენტი. სწორედაც მოიქცა. მაგრამ მაშტაბულ კატასტროფასთან ერთად მის ობიექტივში რამოდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტი მოექცა. კერძოდ კი ავტობანზე განწირულად, ალბათ ბოლო სოჩქარით მიმავალი პატარა მანქანა და ავტობუსი რომელიც მოხვევას აპირებდა...
ვიცი, ეს სამწუხაროდ ერთად ერთი შემთხვევა არარის, მსხევრპლი ძალიან დიდია. მაგრამ აქ ჩანს თუ როგორ სცდილობენ თავი დააღჭიონ, გაექცნენ ამ აბობოქრებულ, უზარმაზარ წყლის, ნანგრევების და ალმოდებული შენობების ერთიანად დაძრულ კედელს რომელიც მათ უკან მოსდევთ, გზას უჭრის და...
შემზარავი კადრებია. ეს ცუნამი უცხო ტომის დამპყრობლის უზარმაზარი ლაშქრის შემოსევას ჰგავს... საშინელებაა...
სტიქიური უბედურებისაგან არავინაა გაცული. მაგრამ შეიძლება რაღაცნაირად დაზღვევა. რომ არა ცუნამი, მიწისძვრით გამოწვეული ზიანიც და მსხვერპლიც (მათი სეისმურ ბიძგებზე გათვლით აშენებული შენობა-ნაგებობების ხარჯზე) გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
საინტერესოა რამდენადაა ეს ფაქტორი გათვალისწინებული საქართველოში მშენებარე ახალ საცხოვრებელ კორპუსებში. რამდენ ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი? ძველზე არაფერს ვამბობ. მათ ამორტიზაციის ვადაც გასული აქვთ კარგახანია.
ეს ისე, ჩვენც კარგად "გაწითლებულები ვართ" |
და კიდევ ერთი არანაკლებ საშიში დაგაცილებით გრძელვადიანი საფრთხე. რადიაცია... სამწუხაროა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ცვლილებებისა რომელსაც დედამიწა ჩვენთვის უკვე უახლოეს მომავალში განიცდის. ( ამაზე მოგვიანებით)
მანამდე კი იმედს ვიტოვებ რომ... რომ ყველაფერი კარგად იქნება... მომავალში...
პ;ს. მიუხედავად იმისა რომ რეალურად ვწუხვარ. ნუ მთხოვთ პირწიგნაკზე იაპონიის დროშა დავიყენო რა ეს R.I.P ები ვწერო... ეგ კიდევ სხვა უბედურებაა....
პ;ს. მიუხედავად იმისა რომ რეალურად ვწუხვარ. ნუ მთხოვთ პირწიგნაკზე იაპონიის დროშა დავიყენო რა ეს R.I.P ები ვწერო... ეგ კიდევ სხვა უბედურებაა....
vulkani ratom daivicke stiqiebshi :)
ReplyDeleteვულკანის ამოფრქვევა სეისმულ აქტივობასთანა, ფილებს შორის წნევასთანაა ხშირად კავშირში. ტექტონიკური ფილების განლაგების ადგილებშია მათი ძირითადი აქტივობა და ამიტომ მეოთხე და მეორე ელემენტის ნაზავია მაინც. მიწის და ცეცხლის.
ReplyDeleteვიმედოვნებ გათვალისწინებულია, სეისმოოპტიმისტად დარჩენა იაპონიის შემდეგ ძნელია.
ReplyDeleteramdeni katastrofastan dakavshirebit gadagebuli filmi minaxavs ver davcer, magram is rac iaponiashi momxdari ambebis suratebshi davinaxe cildeba yvelanair filmebs da fictions.
ReplyDeletesashinelebaaa, esaaa admaianis fantazia realobaze sashinelebas ver gadaigebs!