04.06.2010

ხვატი


გუშინდელი ხვატის შემდეგ მართლაც საჩუქარია ასეთი ამინდი. გრილა, არ წვიმს, არც ქარია და არც მეძებრები გვიდგანან კვალში. გუშინ კი თავი აპოკალიფსური ფილმის გადაღებებზე მეგონა თავი. თან მოვინდომეთ და ბულვარში, ზღვის პირას, ღია ბარის მეორე სართულზე. ანუ წინა რიგებიდან ვუყურებდით თუ როგორ ფატრავდა ცას ელვა, იქუფრებოდა ზღვა. ჰორიზონტთან იძირებოდა მზე, დასავლეთიდან ქარი წვიმის ფარდა ჩამოფარებულ ღრუბელს მორეკავდა, თან ჩამწკრივებულ ფინიკიელ პალმებს ქოჩორს უვარცხნიდა. ისეთი სასაცილო იყო გვედზე "თმა გადმოვარცხნილი" პალმები...


დიახ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვისხედით და პირველი რიგებიდან ყოველივე ამას ვუცქერდით, ლუდს ვსვამდით და დროდადრო შეძახილებით..."აუ აი ნახე? რა ლამაზიააა"...ელვის ცაზე გადარბენას ავღნიშნავდით... არა. არ წვიმდა. ბათუმში ასე იცის. თავსხმა წვიმამ შეიძლება სულ რაღაც 3 მეტრში ჩაგიაროს და შენ გვერდი აგიაროს... ისიც გავლითაა ხოლმე.
მერე ბერეგზე გადავინაცვლეთ. ბერეგი? ხო ბერეგს ისე კონკრეტულ რესტორანს ვეძახით. თორე ისე ეგ რესტორანი სანაპიროზეა. აქაც ზღვის პირი ვარჩიეთ და... შორიდან შემყურე ცოტა გაუგებრობაში იქნებოდა. ასე პერიოდულად რო გვეცვლებოდა საუბრისას სახის გამომეტყველება ყველას ხან დაჭმუჭნულზე,ხანაც გაბადრულზე. რაომ? ხვათი იყო მეთქი ხო გითხარით. ხოდა აოორთქლდა ყველაფერი.. თან პორტი შორს არ არის, არც სანიაღვრე ერხი და არც ცხელი ნიავი რომელიც ყოველივე ამას ჩვენსკენ მორეკავდა.... ხან გარეკავდა... ხან მორეკავდა.. და სახეც გვეცვლებოდა... რატო ვწვალობდით? უბრალოდ დათანგულები ვეყარეთ და ვეღარ ვდგებოდით. ღამის 11 საათი იყო და ისევ ცხელოდააააა.....
დღეს კი ის დღე სიზმარივით ბუნდოვნათ მახსოვს.

Post a Comment

7 комментариев:

  1. 10 წელიწადში იცის ეგეთი სიცხე და იყოს რა ნუ განდევნით თორემ რო დაუშვებს ბათუმში წვიმებს ილოცეთ მერე რო ისევ გამოიდაროს :))))

    PS. როგორც ყოველთვის ტექსტი ძალიან კარგად გიწერია :)

    ОтветитьУдалить
  2. :) შენ უბრალოდ არ იცი რა ცხელი ქარი იყო. თონეში რო თავს ჩაყოფ ისეთი.
    დიიდი მადლობა ;)

    ОтветитьУдалить
  3. აქაც კატასტროფულად ცხელა. ფოტოები ულამაზესია და ისე ველოდები ბათუმის ჯაზფესტივალს, თუ უნდა უარესი ხვატი იყოს, მაინც მიხარია, რო მოვდივარ :))

    ОтветитьУдалить
  4. ასე თუ გააგრძელა ფესტივალი სულ სხვა გარემოში ჩატარდება. კენგურუ,კაკტუსი და ოაზისის მირაჟი :)

    ОтветитьУдалить
  5. gmerto ra romantiuli xar dato, shn ki tavi apokalipsuri filmis gadarebaze gegona me megona maseT post vkitxulobdi :)))
    vocdebi xome ise shigrdznob bunebas, sayvareli postia :)))

    ОтветитьУдалить
  6. :) და არა მარტო ფლორა-ფაუნას ;)

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!