Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სული ამიწანწალდა

სული ამიწანწალდა

დღეს აეროპორტში ნათესავს დავხვდი. რეისმა 1 საათით დაიგვიანა. მაგრამ სულაც არ გავბრაზებულვარ. ისე კარგად ვიგრძნი თავი რომ ლოდინის დამტანჯველი ფაკტორი უმალ გამოირიცხა. ყველაფერი კი იმ განწყობამ განაპირობა რაც იქ სუფევდა. არა, განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ ჩემი ძველი, აქეთ-იქეთ ხეტიალში გატარებული, მუდამ ჩანთა ჩალაგებული და გასამგზავრებლად გამზადებული განწყობა გამახსენდა. იმასაც თუ გავიხსენებთ რომ მშვილდოსანი ვარ, რაც წესით და რიგით გამორიცხავს ყოველგვარ დიდხნიან ჯდომას, დგომას და ყოფნას ერთი და იგივე გარემოში. გასაგები გახდება ჩემი დაუდგომელი და მუდამ სამოგზაუროდ შემართული ნატურის წარმომავლობა. მითუმეტეს თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩემებრ მშვილდოსანთა სახლიდან, უკვე კარგა ხანია ცას გამოეკერა და დაცვაც დაღალა მის დევნაში. თუმცა ხულ არ მიკვირს მისი. როცა შანსი გაქვს, თან ასეთი რატომაც არა?!.
ვიჯექი დარბაზში და მივხვდი რომ მომნატრებია ყოველივე ეს :გამცილებლები, ოპერატორის ხმა, რომელიც ჩასასხდომად გვეძახის. გასიებული ჩანთის თრევა და იმაზე ფიქრი - "ყველაფერი ჩავდე თუ არა?!" მერე უცებ რო დაგივლის ცივი ოფლი -"აუ საფულე?პასპორტი?" მერე გულის ჯიბეს რომ მიაფრინდები და გაგაციებს ტანში - "აქ არა???" და მერე რომ აღმოჩნდება რომ მეორე ჯიბეში გაქვს და შვების ამოსუნთქვაააა..fuuuuu....

ბილეთის რეგისტრაციისთვის რიგში ჩოჩქოლი და მოცალეობის დროს მგზავრების თვალიერება. და აი ის შეგრძნება რომ მიდიხარ სადღაც შორს, სადაც ახალი ისტორიები და თავგადასვალი გელოდება.
მერე თვითმფრინავის ტრაპი. ჩალიჩი იმაზე რომ ილუმინატორთან დაჯდე. მერე რა რომ ბილეთი სხვას გეუბნება..იჩალიჩებ და დაჯდები. სტიუარდესას რიტუალური ასაფრენი ცეკვა. ძრავის ღმუილი და ფრთის ქვეშ დარჩენილი ხმელეთი.
 მერე საუზმე (თუ ვახშამი) ეს უცნაურად კარგად გამოზომილი რაციონი სათამაშო დანა ჩანგლით. ფილმი, რომელიც ნანახი გაქვს მაგრამ რას იზამ. სტიუარდესას მიერ შემოკეცილი ადიალა ( ისე ყველა სტანდარტულად ლამაზად იღიმის ). მერე დაფრენა და უცხო ქალაქის ღამის ქუჩები. სასტუმროს ფოიე.წკაპი-წკუოა თანამშრომლები და გამოწრთობილი ღიმილი. რეგისტრაცია. პირველი რასაც უყურებ :რა ნომერია შენი ოთახი. არადა რა მნიშვნელობა აქვს. ლიფტი და ეტაჟნიცა რომელიც ოთახში გაცილებს. და ისევ ეს სუნი.
 სასტუმროს დალაგებულ დეზიმფიცირებული ოთახის სუნი. აბაზანაში ცოოტათი უსიამო საპნის და ქლორის ნაზავი გებრდღვნება და რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ეგ აბაზანა შენია. არავინ არ გიბრახუნებს კარებზე "ჩვენც ხალხი ვართ, წყალი დაგვიტოვე რა გჭირს"-ო.
მერე ტელეფონის ჯადოსნური ღილაკი და შენი კაპრიძები ასრულებულია.

დილით კი პირველი რასაც აკეთებ ფარდას ხსნი და თვალით ჭამ გარე ხედს. წესრიგდები და გადიხარ გარეთ. თავგადასავლები იწყება.
ეჰ რა კარგი შეგრძნებაა და როგორ მომნატრებია. მაგრამ რეისი ჩამოფრინდა (შემოფრინდა) და ჩემი ნათესავიც აუარება ბარგით შემოგორდა.გამომარკვია. ისევ საჭე, ნაცნობი და გაცვეთილი გზა და ჩემი კომპი.
არა რა, კარია ეგ ყველაფერი. სული ამიწანწალდა და ისევ გაიღვიძა მოხეტიალემ.
უნდა გავიმეორო.
აუცილებლად.

13 comments:

  1. მმმ.. ისე მომინდა ახლა ეგ ყველაფერი ლამისაა ვიტირო =(((((

    ReplyDelete
  2. :) ტირილი შველის რო?

    ReplyDelete
  3. ვაიმე დათო, ეს რა იყო, კინაღამ გული გამისკდა :(

    საშინლად მინდა ბარგის ჩალაგება და წანწალი, სასტუმროები, სამ–ოთხ დღიან ქალაქებში ხეტიალი, როცა გინდა ყველაფერი მოასწრო, თან იცი რომ შეუძლებელია...

    მინდა! აი ამისთვის მინდა ბევრი ფული :)

    ReplyDelete
  4. :) აგიწანწალდა სული შენაც? ;)
    კარგიაა. მერე რა. იქნება ყველაფერი. ფულიც

    ReplyDelete
  5. :(

    მეც მინდა.
    და არასდროს გამომიცდია რას ნიშნავს მოგზაურობდე :(

    ReplyDelete
  6. au miyvars aeroportebi, mogzauroba da eg yvelaferi. bargis chalagebac ki :D :D
    mogzauroba mxolod tvitmfrinavit ara. yvelafrit mosula.

    ReplyDelete
  7. ისე წერ, ლამისაა დავივიწყო აეროპორტი მარტო სახლში დასაბრუნებლად რო მელანდება :)) სასტუმროს სუნი ადამიანით გაუვსებელი სივრცის სუნია ჩემთვის, სადაც აურა არ რჩება, იავიცი...
    მე უფრო ტყე-ღრეში ხეტიალი მენატრება ახლა, კარგია მოგზაურობა :)

    ReplyDelete
  8. ტყე-ღრეშიც შეიძლება იხეტიალო, მაგრამ მერე დაბრუნდე სასტუმროში :) გეთანხმები. კაააარგია მოგზაურობა

    ReplyDelete
  9. ვერც გაცილებას ვიტან, ვერც - დახვედრას... არა, დახვედრას კიდევ არა უშავს, თუ საყვარელი ადამიანები მაინც გხვდებიან და სახლში ბრუნდები, როცა უცხოეთში მიდიხარ და იცი, სასტუმროში უნდა გაჩერდე, უკვე მოწყენილობა გიპყრობს. რა ვიცი, მე მიპყრობს და...

    ReplyDelete
  10. გააჩნია სად მიდიხარ და რისთვის. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
    გაცილება კი არ მიყვარს ნამდვილად. არც ის როცა მაცილებენ

    ReplyDelete
  11. she kai adamiano, shen ki itanje da isiamovne im aeroportshi, magram chven ragas gverchodi? chvenc rom mogvatsie nostalgiuri fiqrebi... :D:D:D:D

    ReplyDelete
  12. ჰაა ტარიელ? მაგას ქვია სულის აწანწალებააა!! ;)

    ReplyDelete
  13. " ჩალიჩი იმაზე რომ ილუმინატორთან დაჯდე. მერე რა რომ ბილეთი სხვას გეუბნება..იჩალიჩებ და დაჯდები "
    ჰაჰაჰა, რა ნაცნობი სიტუაციაა :)
    ოხ როგორ მიყვარს წანწალი. მოგზაურობაში ფული არასოდეს მენანება. მოკლედ ან ბევრი ფული უნდა მქონდეს ან ისეთი სამსახური სულ მივლინებებში რო ვიყო საზღვარგარეთ :))))))))))))))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]