აშკარად უნდა იყოს ლამაზი და მომხიბვლელი |
რა ქნას პუტინმა, უნდა კიდევ ერთხელ ... მუშაობა იმაზედ რომ მასებმა ვოვა შეიყვარონ და მისი "რასკრუტკა" არა მხოლოდ როგორც წარმატებული პოლიტიკოსის, არამედ როგორც სექუალური და იდეალური მამაკაცის, უკვე კარგახანია მიდის რუსულ ინტერნეტში. მართალია ჩემთვის ეგ ყველაფერი მხოლოდ გემოზე დასაცილი ფაქტია, მაგრამ ზოგს ხო სჯერა? ხოდა აი ნახეთ როგორც სჯერათ
იმედია ამ ვიდეოს ბოლომდე ნახვის სურვილი ბევრს არ გექნებათ :)
ზოგიც ასე აკეთებს ამას. მეტ-ნაკლებად მწვავედ.
სიმართლე რომ თვაქ ჩემს მოთხოვნაზე "песня про путина" გუგლმა იმდენი რამ ამომიყარა რომ არც ველოდი. ყველას აქ დადებას ნამდვილად არ ვაპირებ. იქამც იყოს. მინდა დავუბრუნდეთ ისევ მაკარვიჩს და მის მიერ ნამღერს.
მაკარევიჩის სიმღერა, რომელშიც რუსეთის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში პუტინის მოსალოდნელ ვიზიტზე და სამზადისზეა ნაამბობი, მაკარევიჩმა "ნაშე რადიოს" ეთერში იმღერა. ინტერნეტში კი რუსეთში ცნობილი ბლოგერის- ანდრეი მალიგინის ბლოგის მეშვეობით გავრცელდა. სიმართლე გითხრათ გამიხარდა მაკარევიჩმაც რომ ხმა ამოიღო. იმდენად გამიხარდა რომ ამ სიმღერას აქვე დავდებ.
ისე.. არის ამაში რაღაც ნაცნობი... არა? :)
პუტინის ხელმეორდ გაპრეზიდენტების თემა არც Mr.Freeman ს დარჩენია უყურადღებოდ. ანიმაციური გმირი, რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული საკმაოდ მწარე მონოლოგის რეჟიმში უხსნიდა თავის 19 მილიონამდე მხილველს "ამა სოფლისა ავ კარგიანობას". რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) ძალიან პოპულარულია. მას თავის დროზე მსახიობი ვადიმ დემჩოგი ახმოვანებდა. პერსონაჟის იდეა კი რუსული რადიოსადგურის (რომელიც თავის დროზე საქართველოშიც მაუწყებლობდა) "ვერცხლის წვიმის"(Серебряный дождь) ეთერში გამავალ "ფრენკი-შოუ" დან წამოვიდა. აქაც პერსონაჟს დემჩოგი ახმოვანებდა.გადაცემის სცენარისტი კი პაველ მუნტიანი გახლდათ. სწორედ მისივე ტექსტებით გვესაუბრება იგივე მუნტიანის ანიმაციურ სტუდიაში შექმნილი Mr.Freeman-ი.
ერთი სიტყვით. Mr.Freeman მაც ორი ტკბილი სიტყვა თქვა და მე თუ მკითხავ ძალიან სასარგებლო იდეაც მიაწოდა ახლანდელ პრეზიდენტს. თუმცა არამგონია "ბლოგერი" მედვედევი ამის გამკეთებელი იყოს.
ერთი სიტყვით საკმაოდ საინტერესო რამეები ხდება !!!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!