23.11.2011

როცა ბათუმში წვიმს


ეს იმ საღამოთა რიცხვს მიეკუთვნება... უბრალოდ რომ გინდა იარო, იარო მარტომ, იარო მხოლოდ, იარო და ათვალიერო ირგვლივ ყველაფერი ისე თითქოს პირველად ხედავ, პირველად ათვალიერებ და პირველად ხარ ამ ქალაქშიპირველად ხარ მარტო და ეს მოგწონს, იმიტომ რომ არ გინდა საუბარი. არ გინდა იმიტომ კი არა რომ გაბრაზებული, ნაწყენი ან უხასიათოდ ხარ. უბრალოდ არ გინდა საუბრით ის რაღაცნაირად მკრთალი, მსუბუქი მაგრამ საოცრად ლამაზი და სუფთა მელოდია გაწყვიტო რაც შენმა განწყობამ დაიჭირა... ახლა სწორედ მასზეა შენი საღამო მომართული და ეს გსიამოვნებს...

გსიამოვნებს ისიც რომ წვიმს, რომ ქუჩები ცარიელია, რომ სველი ასფალტი რომელზედაც სველი ავტომობილების სველი საბურავები სულ სხვა - სველ ხმაზე დასრიალებენ, შენთვის უცნობ ქალაქს ირეკლავს... რომელიც ასე ძალიან გავს ნაცნობს. 
რომ წვიმა, რომელსაც მთელი საღამო ითმენდა მოქუფრული ღრუბელი, სწორედ ის მოტივატორი აღმოჩნდა - ავტობუსის გაჩერებაზე შეფარებულ ბიჭს ხუჭუჭა გოგო რომ ჩააკვრევინა გულში, რათა გოგოს პატარა, გაყინული თითები თავისი ხელებით ეთბო.
რომ ქოლგა  წვიმის წვეთების რუხის ქვეშ სწორედ იმ ხმაზე გრუხუნებს - ბავშვობაში, საგანგებოდ რომ გადიოდი  საწვიმარის ღარის ქვეშ და გიხაროდა ქოლგით „ამოდენა ნიაღვარს“ რომ უმკლავდებოდი.
რომ განათებული ლამპიონების რიგი სწორედ იქეთკენ მიდის საითაც შენი გზა მიემართება...

რომ ის ბარი და ის ადგილი ისევ ისე შენი და სასურველია როგორც ის ყავა, წვიმიანი ქუჩიდან შემოსულს რომ გითბობს გულმკერდს.

რომ ზიხარ, სვამ ყავას, უყურებ დიდი ვიტრაჟის მიღმა სველ ქალაქს და გგონია რომ შენს წინ  რაღაც ძალიან კარგი, თბილი, ლამაზი კლიპის კადრები მიდის. კლიპის, რომელსაც შენი მუსიკა ერთვის...


ნახევრად ცარიელი ბარი, ყავა, შენი მუსიკა. გარეთ კი წვიმს, წვიმს, წვიმს...


Post a Comment

4 комментария:

  1. მართლა ასეა დავაკვირდი და მეც გამაოცა ამ ფაქტმა. ღამით წავიკითხე და დღე უკვე ისევე წვიმდა როგორც აქ... ახლა ისღა დამრჩენია მეც შენსავით ვისეირნო და "ჩემი მუსიკა " დავიჭირო :)

    ОтветитьУдалить
  2. :) ხო, მერამდენეა წვიმაზე რომ მართლდება :) მერე მომიყევი (დაწერე) როგორი იყო წვიმიანი ვოიაჟი ღამის ქალაქში

    ОтветитьУдалить
  3. В целом, автор весело написал!

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!