„ხალხის სახელით“, „ხალხის ინტერესებში“, „ხალხს“ და
კიდევ ათასი ვარიაცია სადაც საკვანო სიტყვა ხალხია. სიტყვა, რომელიც კარგ ბრენდად აქციეს,
რომლის გამოყენებითაც შეუძლიათ ყოველნაირი მთხლე გაყიდონ და შეასაღონ ყველას და ყოველთვის.
ბაზარი ითხოვს და „ობიექტური“, „მიუკერძოებული“, „სამართლიანი“ კონვეერები ათასობით, ათიათასობით უშვებენ იმ საკვებს
რომელსაც ასე ხარბათ შთანთქავს მასა. აქ ყველასავის მოიძებნება „მოსაწონი“ ულუფა. გინდა
პატრიტიზმ მოყრილი, გინდა დაჩაგრულთ მაამებელი, გინდა დაბოღმილთა საამებელი ლანძღვი
შეკაზმული, გინდათ გამაბრუებელი ნათელი ფერებით გაბრწყინებული. გინდ რელიგიურად დამარილებული
ან დაშაქრული. გინდა ხორცი სისხლით? ან უბრალოდ სექსუალურად შეფუთული? ან სერიალივით
გაუთავებელი... დაწერილი, გადაღებული თუ ნამღერი... თქვი რა გინდა.როგორ გინდა. რანაირად გინდა. აქ ყველაფერია.
მოდით, მოდიით, ჩვენთან ეს უფასოაა. ეს მედია ელესდეა ნებისმიერ ლომკას მოგიკლავთ.
მაგრამ უარეს აგკიდეებს, მაგრამ რა მერე!?
მოდით ისევე
როგორც მოდიოდით და ხვალაც მოხვალთ, იმიტომ რომ გიყვართ ამის ჭამა. ჭამეთ, ნახეთ? ახალი
გემო, ახალი შეფუთვით. მართალია შიგთავსი იგივე მთხლეა მაგრამ მთავარია როგორ შეგიკაზმავენ.
მაგრამ ეს ხომ თქვენთვისაა, ხალხისთვის... თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო, მსუყე, ისეთი
როგორიც გიყვართ. მოდიიით ჭამეთ გაძღომამდე.
ჭამეთ, დიდი ამბავი თუ მიხვდებით რომ გემოს გასაქრობი
საკაზმის მიუხედავად ეს ბანალური მთხლეა. სანამ ამას მიხვდებით ბლოომად მოგიწევთ ჭამა
და რომ მიხვდეთ არაფერი იცვლება.. იმიტომ რომ „მჭამელები“ მაინც უფრო ბევრია და ვერც
იმას დააჯერებ რომ ეს გემრიელი, ჭეშმარიტი, მიუკერძოებული, სპეტაკი ... უბრალოდ ისეთივე
მთხლეა მის ოპონენტს რო აყვედრის - რას "ჭამ" არ გრცხვენიაო..
ჭამეეთ... არ მოგწონთ ჩვენი? წადით სხვაგან, გადართეთ სხვაგან, იკითხეთ სხვაგან, უსმინეთ სხვას... მიდით იქ
ჭამეთ... ეს ჩვენთვის აბსოლუტურად სულ ერთიააა...
რატომ? იმიტომ რომ ის ბრენდიც, შენთვის
მისაღებ, ნათელ და გემრიელ „სიმართლეს“ რომ გაჭმევს, ისიც ჩვენია , ფილიალია. უბრალოდ
შენ ის საკაზმი უფრო გიყვარს... მერე რა მოხდა. ჭამეე... მთავარია ჭამდი, ჭამ და შეჭამ
კიდეც... მოდიით
ვილა ბაჯო და ვილა რიო... გამოძეხით ხალხო? ახლა დესერტიიი...
- და თქვენ აქვე.. თუ შეგიხვიოთ და სახლში..!? გმადლობთ რომ ჩვენი მომსახურეობით სარგებლობთ, ინებეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.... თავისუფალი კასაააა!!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!