15.08.10

მე გაგიწვიმებ




ასეთი გრძელი ზაფხული არ მახსოვს. ალბათ იმიტომ რომ კარგა ხანია არ გაწვიმებულა. ხო, ადრე წვიმდა ხოლმე. მზიანი დღეების შორის რაღაცნაირი „პრაბელი“, სასვენი ნიშანი იყო წვიმა. წივიმისგარეშეესზაფხულიკიერთდიდდღესჰგავს, სწორედ ასე გამოიყურება ეს ერთი დღე როგორც წინა წინადადება. მაგრამ რას იზამ... ანომალური კლიმატის პირობებში ვცოვრობთ, ანომალურ ქცევებს ვაწყდებით და ზოგჯერ ანომალურ ადამიანებთანაც გვაქვს ურთიერთობა.

მიწის ზედაპირი ისე გაფხვიერდა მტვრის სქელი ფენასავითაა. ღამით ზღვაზე მივდივარ ხოლმე. საოცრებაა ღამის ზღვა...




უმშვიდესი, მძინარე, მთვარის ნათებით მოვერცხლილი ზღვა. გაიშოლტები წყალზე, გაწვები და ვარსკვლავებით მოკირწლულ ზეცაში ჩაიღვრები... თან ისეთი სიმშვიდე გეუფლება თითქოს შენც ზღვის და ცის ნაწილი ხდები... და სულ არ გინდა ხმელეთზე გამოსვლა....აქ კარგია, აქ სიმშვიდეა და სიგრილეც...


ზღვა წვიმის დროსაც კარგია. გიცურავია წვიმაში? ოოო... თუ კი მაშინ გაგახსენდება ეს განუმეორებელი შეგრძნება... ღამე, ზღვა და წვიმის თბილი წვეთების შხაპაშხუპი შენს სხეულზე... წვეთებისგან დაწერტილი ზღვის ზედაპირი და წვიმის .... ო როგორ მომნატრებია.. წვიმის ხმა....






მოდი აქ მაინც გაჩუქებ წვიმას....
თუმცა მოვა დრო როცა თავსაც კი მოგვაბეზრებს..მაგრამ მანამ ასე...აქ გავაწვიმებ.



კარგია როცა წვიმს. არსად გეჩქარება. 


არც იმაზე ფიქრობ არ დავსველდეო. წვიმს და მისი მელოდია გამშვიდებს... 


გსიამოვნებს... როგორც გაკეთებულ პეშვი წვიმის წყლით–შენშიც რაღაც რომ ივსება, ირწყვება, იფილტრება დამტვერილი აზრები და ჰაერივით გამჭვირვალი ხდებიან.... ისე აღარ გეხუთება ოცნებები... წვიმს...





წამოდი, გავიწუწოთ...

8 კომენტარი:

ნან комментирует...

არ ხარ შენ კარგი ადამიანი :/

Seefräulein комментирует...

სტატუსად მიწერია, "ეს ის ბათუმი აღარ არის"-ო. კლიმატიანად შეიცვალა ყველაფერი. ადრე (თბილისში გადასვლამდე) მიხაროდა ხოლმე ბათუმის "გამოცოცხლება", ახლა კი, არდადეგებზე რომ სახლში ვბრუნდები, მაღიზიანებს ეს ხალხმრავლობა, ჩემი წყნარი, წვიმიანი, სევდიანი ბათუმი მენატრება...

პ.ს. მიხარია, ბათუმელი ბლოგერები რომ აღმოგაჩინეთ, თქვენი ერთგული მკითხველი ვხდები :)

Da-v-iD комментирует...

@ნანა
მალე გაგიწვიმდება, ნუ იბუტები.:))))

@Seefräulein
ცვლიებების მიუხედავად ბათუმი მაინც დარჩემა "შენი"

გაიხარე.დიდი მადლობა :)

natia комментирует...

გაწვიმდა :) არ მეგონა წვიმა თუ მომენატრებოდა :D
მომწონს შენი ბლოგი

xissunianisaxli комментирует...

imdeni idzaxes batumelebma cvima agar gvindao dagijerat :((

Анонимный комментирует...

დათო, ძალიან ლამაზად წერ, ზღვა და ვარსკვლავებიან ცაში ჩაძირვა.. :-) საინტერესო ბლოგი გაქვს ძალიან დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, წერე რააა :-)))
მაია

Da-v-iD комментирует...

ცოტათი წავიშამანე ბლოგზე და გამიწვიმდა :) საწყალი კრისი... იმედია არ გაიგებს ჩემს ბრაეულობას.
ნათია,მაია - გაიხარეთ. დიდი მადლობა. დავწერ აბა რას ვიზამ ;)
xissunianisaxli - ხო, ძალიან დამჯერე გახდა ეს ამინდი. აღარ გვინდაო და აღარც წვიმდა. დავწერე მენატრებითქო და მოვიდა :)

Toma комментирует...

ღამე არ მიცურავია. მეშინია ცურვა როცა ჰორიზონტს ვერ ვხედავ.

წვიმაში კიიიიი და რა სასიამოვნო წყალიააა:) ტალღები და თბილი წყალი. ზემოდან კიდე შხაპუნა წვიმა :)

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...