Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გოლიათები - გამოძახილი მითებიდან

გოლიათები - გამოძახილი მითებიდან
ეს მხოლოდ დასაწყისია. დამატებით ინფორმაციას პერიოდულად გამოვაქვეყნებ. ცოტათი დიდი სტატია გამოვიდა, მაგრამ არაუშავს. ვისაც მითოლოგია, არქეოლოგია აინტერესებთ, ესეც დააინტერესებს.  

როდესაც რაიმე ამბავი ადამიანის პრაგმატული გონებისთვის დაუჯერებელი და მიუღებელია. მას თამამად არქმევს ზღაპარს. თუ ეს ამბავი მიუხედავალდ იმისა რომ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო, ლამაზი, შეიცავს ფარულ გზავნილს ან ოდნავ მაინც არის რეალობასთან ახლოს, მაშინ ეს „ზღაპარი“ თაობებს გადაეცემა, ტრანსფორტმირდება, სახეს, მოქმედ პერსონაჟებს, საწყის ფორმას იცვლის, მაგრამ მაინც ინახავს თავის წიაღში მეტად საინტერესო გზავნილებს. კაცობრიობის უახლესმა ისტორიამ გვასწავლა რომ ის რასაც ჩვენი წინაპრები ზღაპრებში „იგონებდნენ“ , ფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური სარკე, მფრინავი რაში, გველეშაპები და გოლიათი რაინდები არც თუ ისე არარეალური და ზღაპრული პერსონაჟები და ხელსაწყოებია. და ამას ტრადიციული, აკადემიური მეცნიერების მიმდევრებიც ადასტურებენ. ხოლო იმ ადამიანთა მოსაზრებით, რომლებიც კარგახანია უკვე გასცდნენ კლასიკური-აკადემიური მეცნიერების ჩარჩოებს და თამამად სცდილობენ დაამტკიცონ რომ სამყარო გაცილებით უფრო საინტერესო, დიადი და შეუსწავლელია ვიდრე ამას ისტორია-არქეოლოგიის თანამედროვე სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ. ზღაპრებში გაცილებით უფრო მეტი სინამდვილეა ვიდრე ამას ჩვენ ვაღიარებთ.

საშუალო სტატისტიკურად ადამიანისთვის გაცილებით უფრო ადვილია რაიმე გაურკვეველზე, მისი ყოფითი ტემპიდან ამოგდებზე და უკვე ჩამოყალიბებულ, ხშირ შემთხვევაშ ნაკარნახევ რეალურ სამყაროდან განმასხვავებელი ფერის დანახვაზე თქვას რომ ეს „წარმოუდგენელია, აბსურდია, ილუზიაა,“ ან სრულაც „სისულელეა“ ვიდრე გაჰყვეს მის კვალს და შეეცადოს საკითხის არსის ბოლომდე გარკვევას. ზოგისთვის ყოფითი, უკვე ჩამოყალიბებული და ისტორიულ-არქეოლოგიურ-თეოლოგიურ საფუძვლებზე გაწერილი რეალობის სურათის ოდნავი რღვევაც ისეთი საშიში და მიუღებელია რომ მზადაა ნებისმიერი რამ, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს უკვე არსებულს გადამალოს ისე მზის სინათლე არც არასოდეს დაანახოს. სავსებით შესაძლებელია რომ ეს „გადამალულიც“ შემდეგ ზღაპრად მოგვევლინოს და თავისი თავი სწორედ ასე, ან სრულიად უეცრაი აღმოჩენებით შეგვახსენოს.

რამოდენიმე ხნის წინ პროფესორ ალექსანდრე ვეკუას გუნდის მიერ ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილ იქნა ადამიანთა ჩონჩხის ნაწილები. თითქოსდა არაფერიაო, მაგრამ ამ ადამიანთა საშუალო სიმაღლე 2,30 დან სამ მეტრამდე მერყეობდა. ეს სენსაცია სავსებით შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ ზღაპრად მაგრამ საბედნიეროდ ეს რეალური ზღაპარია. შეგახსენებთ რომ სწორედ ალექსანდრე ვეკუას ჯგუფმა აღმოაჩინა „ზეზვა“. ამ ადამიანს ეტყობა შლიმანის იღბალი გაჩნია. ამჯერად მის წინ იმ არსებათა რეალური ძვლებია რომლებსაც ზღაპრებში გილოათებს, ისპალინებს, ციკლოპებს და ტიტანებს უწოდებნენ.

ვეკუას თქმით „თეძოს ძვლები აშკარად დიდია, ჩონჩხის თავიც რამოდენიმეჯერ აღემატება ახლანდელი ადამიანის თავს.“

გოლიათების, იგივე ისპალინების შესახებ არამხოლოდ ლეგენდები და ზღაპრები მოგვითხრობენ. ძველი აღქმაშიც მათზე მართალია მცირე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ინახება „ისპალინები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მით ურო მას მერე, რაც ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.“ (დაბ. 6. 4). ღვთისშვილთა ვინაობას ამჯერად ვანებოთ თავი და ისევ ისპალინებს მივუბრუნდეთ. როგორც ირკვევა მათი არსებობა ადამიანთა მოდგმისთვის არც თუ ისე დაფარული და საიდუმლო ყოფილა რაკი ისინი ძველთაგანვე სახელოვან ხალხად მოიხსენიებიან. (თუმცა ხალხათ და არა კონკრეტულად ადამიანებად, ანუ ადამის რასის წარმომადგენლებად)

შედარებით ვრცლად არის მოთხრობილი მათ შესახებ ყურანში, სადაც წარღვნის ეპოზოდის ამსახველ ნაწილში ირკვევა რომ ნოეს მიერ დაწყებული კიდობნის მშენებლობა მასხრად აუგდიათ იპალინებს. „წარღვნა ჩვენ ვერას დაგვაკლებს, ჩვენ მაღლები და ძლიერები ვართ, ჩვენი ფეხის ტერფით მდინარის კალაპოტის ჩაკეტვაც კი შეგვიძლიაო“ უთქვამთ მათ. მაგრამ მოსულა წარღვნა და კიდობანს გარეთ დარჩენილი ყველა არსება, მათ შორის ისპალინებიც შეუწირავს, ყველა გარდა ერთისა.

სწორედ ამ ერთ გადარჩენილ ისპალინზე მოგვითხრობენ ბაბილონის წიგნები. ნოემ წარღვნისაგან გადაარჩინა გიგანტი საგელად „ოგი“. მისცა მას ადგილი კიდობანში გისოსებს მიღმა და სწორედ ამ გისოსებიდან აწვდიდა საკვებს. წარღვნის შემგდეგ ოგი, რაკიღა მხოლოდ ერთად-ერთი იყო თავისი თემიდან ვინაც გადაურჩა წარღვნას, ადამის ასულებთან იწყებს კონტაქტს და მალე მისი გვარი კვლავ გამრავლდა დედამიწაზე. მართალია ოგის შთამომავლობა წინაპარივით გიგანტი არ ყოფილა, მაგრამ ადამიანებთან შედარებით ისინი კვლავაც რჩებოდნენ გიგანტებად. სამკვიდროდ პალესტინა ირჩიეს. მოსეს მიერ ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის შემდეგ, რაც პალესტინას მიადგნენ. მოსემ მზერავები გაგზავნა მათ მხარეში. დაბრუნებულმა მზვერავებმა ამცნეს მოსეს „ ვიხილიეთ ჩვენ იისპალინები, ისპალინთა შთამომავალნი. მათ თვალში ჩვენ კალიები გვეგონა თავი და სწორედ კალიებივით გამოვიყურებოდით ჩვენც მათ თვალებში.“

ისპალინისა და ადამიანის შერკინების საყოველთაოდ ცნობილი ისტორიაა დავითისა და გოლიათის ბრძოლა. ეს გოლიათი „გოლიაფი“ ქალაქ გატში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეთერთმეტე საუკინეში ცხოვრობდა. მეფეთა წიგნიდან ვიცით რომ როცა ფილისტინელები იუდეას თავს დაესხნენ, მასთან შერკინება ბევრმა მებრძოლმა სცადა და მხოლოდ პატარა დავითმა შესძლო მისი დამარცხება შურდულით. ისპოლინებზე, გოლიათეზე და ტიტანებზე შეგროვებულ ცნობებზე ცოტათი ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კვლავ საქართველოში დავბრუნდეთ.


ამრიგად ირკვევა რომ ისპალინები (გოლიათები) ადამიანებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი არსებები იყვნენ. საყურადღებოა ის ფაქტიც რომ ნოეს მიერ კიდობნის მშენებლობისას აქილიკებული ისპალინებისაგან წარღვნას მხოლოდ ერთი მამრი გადაურჩა. იქნებ ნოე მათი, როგორც ენდემური წყვილის გადარჩენაც ქონდა მიზნად მაგრამ მათი მხრიდან კიდობნის წარღვნის და მოსეს იდეის აბუჩად აგდების გამო მხოლოდ ერთის დათანხმება შესძლო!?

ისპალინების (გილოათების) კვალი ქართულ ლეგენდებში და ზღაპრებშიც გვხდება.
ამ შემთხვევაში საინტერესოა ამბრი-ს პერსონაჟი, მითიური გმირი, რომელიც წარმოუდგენელი ძალითა და არანაკლებ დიდი ზომებით გამოირჩეოდა. ქართული მეცნიერება მას მიწათმოქმედების კულტს უკავშირებს ( ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი „დასამარხად“ 12 ხარკამეჩს მიჰყავს. გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას ) ცოტა არ იყოს გასაკვირია ასეთი გოლიათური ძალღონის პატრინი ცოცხლად დასამარხად მიჰყავდეთ. სავარაუდოდ აქ სახეცვლილი გზავნილია იმის თაობაზე რომ მიწის დამუშავების ტეკნიკა და საიდუმლოს შესწავლაც კავკასიელებმა სწორედ ამბრის, ან მის თანატომელებისაგან ისწავლეს. გოლიათებისაგან რომლებიც სავარაუდოდ ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ და ამ შემთხვევაში მათზე გაცილებით დიდ ცოდნას ფლობდნენ.

ამბრის არსებობას კიდევ ერთი, საქართველოში და შესაბამისად მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილი მითიც აირანი (პრომეთედ წოდებული) გვახსენებს. აღსანიშნავია რომ თავად ამირანიც სწორედ იმ თვისებებითა და ფიზიკური მონაცემებით იყო დაჯილდოვებული რითაც გოლიათები გამოირჩეოდნენ, არადამიანური ძალითა და სიდიდით. ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია. ანუ თავად დედა, ამ შემთხვევაში ქალღმერთი დალი, სხვა გენის მატარებელია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს. ამირანის ძალა ხშირ შემთხვევაში მის მონათვლას. თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. გარდა იმისა რომ ამირანის მამა ადამიანია (მონადირე, მჭედელი) მის სისხლში სავარაუდოდ სხვა გენებიც დომინირებდნენ. რაც განაპირობებდა მის შესაბამის აღნაგობას. ადამიანებს შორის გაზრდილი ამირანის საგმირო საქმეებში კი „დევებთან“, გველეშაპებთან და „ღმერთებთან“ ბრძოლა შედის. სხვათაშორის, როგორ ლეგენდიდან ირკვევა, ამირანს საკმაოდ აღელვებდა ის მომენტი რომ ამბრი მასზე უფრო ძლიერი იყო და ლამობდა კიდეც მასთან ძალის მოსინჯვას. მაგრამ როგორც ვიცით ეს მას არ დასცალდა. ამირანის როგორც გმირის, საბრძოლო ატრიბუტში დომინირებს მძიმე ხმალი. რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დასძრავს. საინტერესოა ასევე ის გარემოებაც რომ სიტყვა გმირი, რომელიც ასე ხშირად გვხდება ქართულ ზღაპრებსა თუ თქმულებებში, სულხან საბას განმარტებით ნიშნავს ბუმბერაზ ადამიანს, რომელიც არაადამიანური ძალით გამოირჩევა.

თავად დევებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქართულ ზღაპრებში 3,7 ან სულაც 9 თავიანებად არიან წარმოდგენილნი და რომლებიც ხშირად ესხმოდნენ თავს ადამიანებს, ჰპარავდნენ ქალწულებსა და საქონელს. სავსებით ესატყვისებიან იმ გმირების ( ისპალინების, ციკლოპების, ტიტანების, გოლიათების) აღწერილობას რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მაგრამ საცნაურია ერთი ფაქტი. თუკი კაცობრიობის განთიადზე, როგორც ამას მეცნიერები უწოდებენ. ადამიანები მათთან შედარებით რიგ მეცნიერებებში განუვითარებელნი იყვნენ და შედარებით ნაკლებ ცოდნას ფლობდნენ. (რიგ შემთხვევებში სწორედ ისინი მოიხსეიებიან, ან ასევე მოიხსენიებიან ის ღმერთები რომლებიც ადამიანებს ხვნას, თესვას, ლითონის დამუშავებას, მშენებლობას ასწავლიდნენ). წარღვნის მერენდელ, ანუ უკვე ადამიანებთან კავშირის შემდეგ გამრავლებულ ისპალინებში (გოლიათებში) აშკარად შეინიშნება ფიზიკური და გონებრივი დეგრადაცია. ან შესაძლოა უკვე განვითარებულმა ადამიანმა აიძულა ის, უკვე გადაშენების პირას მისული სახეობა, განრიდებულიყო მთებში, ტყეებში და მივალ, უფრო სწორედ უადამიანო მხარეებში. იქნებ სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადააქცია „ღმერთები“ „დევებად“ და მოძალადეებად. ყოველ შემთხვევაში ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ვარაუდი რომელსაც

თავად თემას რაც შეეხება. თუ ზემოთ მოყვანილი ფაქტები თქვენთვის ისევ ზღაპარი და მითია. დიდი სიამოვნებით გადავავლეთ თვალს საქართველოს (შედარებით) უახლოეს წარსულს. რაკიღა აკადემიური, კლასიკური ისტორიული წყობა უფრო სანდომიანად მიაჩნია უმეტესობას, მოვიშველიებ ქართველი მეცნიერი მეფის, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილ ქართლის ცხოვრების ჩანაწერებს. სადაც საკმაოდ საინტერესო ფაქტია ასახული, თუმცა მისი მნიშვნელობა მარტო იმითაც არის ხაზგასასმელი რომ მისი ასახვა ესოდენ სერიოზულ ნაშრომში თავად მეცნიერმა მეფემ ისურვა.

ის თავის ნარკვევში აღწერს ქართლში, თრიალეთის ქედთან, ათენის ხეობაში, ახლანდელ სოფელ დიდ წერეთში გადრძალულია ჯაფირი, რომლის საფლავის სიგრძე ხუთი ადლია. ჩვეულებრივი ადამიანისთვი ხუთი ადლისხელა საფლავი წარმოუდგენლად დიდია. მითუმეტეს ჩვეულებრივი ადამიანის საფლავი არ იქნებოდა იმდენად მნიშვნელოვანი მეფისთვის რომ ეს მას ქართლის ცხოვრებაში ასესახა. ჯაფირი გოლიათი იყო რომელიც ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა. გადმოცემით მის ერთ წინდაში ოცდახუთი კილო მარცვლის ჩატევა შეიძლებოდა, ხოლო ვახშმად ერთი ცხვარიც არ კმაროდაო. ჯაფირი თავისი სიმაღლისვე და აღნაგობის მქონე ცოლიც ყოლია. რაც იმაზედ მეტყველებს რომ ჯაფირის აღნაგობა არ არის ადამიანურ ორგანიზმში ბიოლოგიური ანომალიით გამოწვეული პათოლოგია. რაც დღეს ჩვენს ირგვლივ ცოცხალი გიგანტური ზომის ადამიანის არსებობის ძირითად მოტივად მოჰყავთ ექიმებს. ვინაიდგან ეს ანომალია როგორც წესი ძალზედ იშვიათია, ხოლო ჯაფირის შემთხვევაში, რომელსაც მისი ზომის და აღნაგობის ცოლიც ყავდა. სავარაუდოა რომ საქმე რეალურ, ჩამოყალიბებულ გენთან გვაქვს. მის როგორც ინდივიდის სრულფასოვნებაზე ისიც მიუთითებს რომ ის ადამიანებთან ერთად, სოფელში ცხოვრობდა და მათივე თხოვნით ეკლესიის მშენებლობაშიც მიუღია მონაწილეობა. 
კადრი ფილმიდან "Тайна могилы великана"
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სოფელ დიდ წერეტში არსებულ მეათე საუკინის ბეზილიკურ ეკლესიას, რომელსაც თვალნათლივ ეტყობა გვიანდელი რესტავრაციის კვალი. ჯაფირის ხელიც დასტყვია. ეკლესიის კედელში, მიწიდან დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე. შედარებით პატარა ქვების წყობის შემდეგ მოდის უხარმაზარი ლოდების წყება. როგორც წესი დიდი ლოდები შემობის საფუძველში, ან კედლის საწყის სექციაში იდება ხოლმე. აქ კი, სწორედ ისე, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სწორედ ჯაფირის სიმაღლეზეა შემოწყობილი.

ეკლესიის ეზოში მდებარე საფლავი, რომლის თავქვის გასწვრივ სწორედ ხუთი ადრის სიგრძეზე შედარებით მომცრო ქვებისაგან მართკუთხა გალავანი იყო შემოწყობილი სავარაუდოდ სწორედ იდუმალებით მოცული ჯაფის საფლავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორც არქეოლოგიურმა გადთხრებმა აჩვენეს: მიუხედავად იმისა რომ შემოსაზღვრულ გალავანში მართლაც პრექრისტიანული ხანის სამარხი იყო, რაზეც აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ნატეხები და ნაპოვნი ნემსიც ადასტურებს. ის ხელმეორედ იქნა გამოენებული. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ჯაფის და მისი მეუღლის დასაკრძალად. მაგრამ მეცნიერთა გასაკვირად საფლავში ძლები ვერ იპოვეს. მაგრამ აქვე საინტერესოა ის ფაქტიც რომ საფლავი განათხარი დახვდათ. რაზეც კულტურული ფენების არეული წყობა და ზოგიერთი საფლავის ქვის ჩატრიალებული მდგომარეობა მეტყველებდა.

ვის დასჭირდა საფლავის გათხრა და გოლიათის ძვლეის მიმალვა. სწორედ რომ მიმალვა. ვინაითგან ამ მხარეში არ ჩატარებულა არც-ერთი ოფიციალური არქეოლოგიური ექსპდიცია და ასეთი რომც ჩატარებულიყო ის უდაოდ იქნებოდა დაფიქსირებული. მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალული გოლიათის ძვლები სადღაც გაუჩინარდა.

თუკი ეს განძის მაძიებლები იყვნენ, საფლავის გათხრის შემდეგ ისინი აუცილებლად დატოვებდნენ ძვლებს. მათვის ძვლები უინტერესოა. არქეოლოგები?- პირველი გათხრის უდიერი წესის მიხედვით ეს არქეოლოგების ნამოქმედარს არ გავს. მაშინ ვის შეიძლება დააინტერესოს ისტორიულად დადასტურებული გოლოათის არსებობა. სავარაუდოდ იმ ადამიანებს რომლებიც იკვლევენ ანომალურ, ამოუცნობ შემთხვევებს და ამის გამოსაკვლევად საკმაო ძალაუფლებაც და სახსრებიც გააჩნიათ. მაშინდელმა ენკავედემ საკმაოდ დიდძალი არტეფაქტები და წიგნები გაზიდა საქართველოდან. წიგნები, რომლებიც უდაოდ საინტერესო მასალას შეიცავდა როგორც ანალოგიურ ფაქტებზე, ასევე სხვა. არანაკლებ საინტერესო მოვლენებზე. სწორედ მეტწილად ამ გაზიდული და დღემდე უცნობი წიგნების გამო საქართველოს ისტრია სავსეა თეთრი ლაქებით, რომელიც შეძლებისდაგვარად გადაფარა კლასიკურმა, აკადემიურმა, მიღებულმა ისტორიამ. ზემოდხსენებული ენკავედეს მიერ კავკასიაში დაფინანსებული და ჩატარებული იქნა არაერთი სიდუმლო ექსპედიცია, რომლის მთავარი მიზანი ამოუცნობი, უჩვეულო მასალების მოძიება შეგროვება იყო. სავსებით სავარაუდოა რომ აღნიშნულ ენკავედეს საცავებში უნდა ვეძიოდ საქართველოდან წაღებული გოლიათი რაჯიფის ძვლებიც.

ამ საკითხით ენკავედეს დაინტერესება სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. მიუხედავად იმისა რომ წითელპარტიული, სრულიად სწორხაზოვანი პარტიული დაწესებულება და მაშინდელი წყობა სახალხოდ უარყოფდა და გამორიცხავდა რაიმე ზებუნებრივის ან ანომალურის არსებობას. მისი დავალებით საკმაოდ კარგად შეკრული ჯგუფები ანალოგიური მასალის მოსაძიებლად ექსპედიციებს არამხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მაშტაბით ატარებდა.

ანალოგიური საქმით, თუმცა გაცილებით შეუფარავად მუშაობდა ჰიტლერის საყვარელი ორგანიზაცია „ანენერბე“ რომელიც ოფიციალურად ეწეოდა პარანორმალური, ანომალური, აკულტური მეცნიერებების შესწავლას და მის პრაქტიკაში გამოყენებას. ასევე მათ სახელზეა დედამიწაზე უცხოპლანეტელთა არსებობის, მოღვაწეობის და მათი ტექნოლოგიების აღმოჩენა გამოყენების საკმაოდ ბურუსით მოცული „ლეგენდები“. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ანენერბეს მიერ განხორციელებულ რომელიმე მისიას სამამულო ომის დროს, კავკასიონის ქედზე, ტაქტიკურად სრულიად გაუმართლებელი სვლა. სპეციალურად გაწვრთნილი დესანტის „ედელვაისის“ გადმოსროლა. რომსაც სავალალო ბედი ეწია. ის სვანთა მოწინავე რაზმა ამოხოცა. ასეა თუ ისე, რაკი წამყვანი ქვეყნების მაშინდელი საიდუმლო, ნახევრად ძალოვანი სტრუქტურები ასე გამალებით ნადირობდნენ ანომალურ და მისტიურ არსებებზე, მოვლენებზე და ფაქტებზე. რაც თუოდ არეულობას გამოიწვევდა თითქოსდა საათივით აწყობილ, ჩამოყალიბებულ, გაწონასწორებულ, წარსულსა და მომავალში საჭირო დოზით გარკვეულ ადამიანის შეხედულებებში. ისინი მართლაც ძალიან დიდი და საინტერესო ინფორმაციის რეაულირი მატარებლები უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენთვის ცნომილია მხოლოდ ის ფაქტები რაც დაგვიტოვეს სანაურად, ან ის რისი დამალვაც ან გადაკეთებაც ვერ მოახერხეს.

დიდ წერეთიში მცხოვრები გოლიათი ერთადერთი არსება არარის საქართველოს ტერიტორიაზე. მათი არსებობის შესახებ სვანეთშიც შემონახულია არამც თუ თქმულებები, არამედ მათი „საძვლე“ სასაფლაო ადგილები, სადაც ადამიანს თავისი მიცვალებულის დაკრძალვა და მათი შეწუხება აკრძალული აქვს.

სხვათაშორის დიდ წერეთშიც, გასული საუკინის შუა ხანებში ქალაქიდან გოლიათის საფლავის გასათხრელად ჩასულ „ცილინდრიან“ კაცს სოფლის მაცხოვრებლებმა შეთხოვეს უარი ეთქვა ჯაფირის საფლავის გათხრაზე და გოლიათის შეწუხებაზე, რათა მისი წყრომა არ გამოეწვია. ცილინდრიანმა ყურად არ იღო სოფლელების თხოვნა და გათხრა დაიწყო. სწორედ ამ დროს ამოვარდნილა საშინელი ქარი და დაწყებულა სეტყვა. შეშინებული ხახლის დაჟინებული თხოვნით „ცილიდრიანს“ შეუწყვეტია თხოვნა და იქაურობას სასწრაფოდ გასცლია.

ანალოგური აკრძალვა გვხდება სვანეთში. განსხვავებით ქალთლისაგან. სადაც გოლიათის სახელია მხოლოდ ცნობილი. სვანეთში გოლოათთა მოდგმას ბუშებს ეძახდნენ. ბუშები ადამიანების გვერდით სახლობდნენ და წარჩინებულთა კასტას წარმოადგენდნენ. ბუშებს ადამიანთა მფარველობაც აუღიათ თავზე. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანებთან კონფლიქტი მოსვლიათ და გადმოცემების თანახმად ხალხს ისინი ამოუხოციათ. ასახელებ კონკრეტულ გვარსაც, აფრასიძეებს, რომლებმაც სოფელზე ჰეგემონობის გამო ომი გამოუცხადეს ბუშებს და ამოხოცეს ისინი.

გაურკვეველია რამდენად სანდოა ეს გადმოცემა ადამიანების მხრიდან მათი ამოხოცვის შესახებ. მაგრამ საყურადღბოა ის რომ სიმაღლითა და ძალით გამორჩეულნი ბუშები ფიზიკური მონაცემების გარდა მშენებლობის საოცარ ტექნიკას ფლობდნენ. მათმიერ ნაშენი კოშკები დღემდე მშენებლობის უიშვიათეს ნიმუშებს წარმოადგენენ.

სვანეთი იშვიათი შემთხვევაა სადაც ასე უხვადაა შემონახული უძველესი ქართული თქმულებები და ზღაპრები რომლებშიც ვინ იცის რამდენი საიდუმლოა დამალული. ყოველ შემთხვევაში ის საოცარი კოშკები და შენობა ნაგებობები რომელთა მშენებლობასაც ბუშებს (ან იგივე გოლიათებს ) მიაწერენ საქართველოში საოცრად მრავლად გვხდება. მათი ძირითადი რაოდენობა მეგალითის ხანას ეკუთვნის. ისინი დღესაც გვაოცებენ თავიანთი სიდიადით, გრანდიოზულობითა და არქიტექტურული უნიკალურობით. მეგალითის დროინდელი ნაგებობები ცნობილია დედამიწის თითქმის ყველა კონტინეტზე.

მეგალითები (მეგა... „დიდი“ და ...ლითი „ქვა“), უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლები: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები. მეგალითები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. მეგალითები ევროპაში ძირითადად თარიღდება ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ.წ. III-II ათასწლეული). ინგლისის მეგალითები განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მეგალითების დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. ტერმინი მეგალითური თითქმის ყოველთვის იგივდება ტერმინ ციკლოპურთან, რაც ბერძნული მითებში მოხსენიებული ციკლოპებიდან და მათ მიერ აგებული უდიდესი ქალაქებიდან მოდის.

მაგრამ ჩვენ ჩვენს მეგალითებზე ვისაუბროთ. მე ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია.

მეგალითები


საქართველოში საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი მეგალითები, ჯავახეთი, თრიალეთი, აბხაზეთი სავსეა მეგალითური ნაგებობებით რომელთა ასაკი ხშირ შემთხვევაში ძველი წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე მეცამეტე საუკუნეებს წარმოადგენს.

აბულის ციხე. ფოტო ტ.დუნდუა. საუნჯე.გე
ყველაზე საინტერესო ჯავახეთში, აბულის მთაზე მდგარი მეგალითია.  დღევანდელი სავალი გზიდან მოშორებით, საკმაოდ უკაცრიელ ადგილზე, ზღვის დონიდან თითქმის 1670 მეტრის სიმაღლეზეა, ჩამქრალ ვულკანზეა აღმართული. ეს ქვიდან, ყოველგვარი დუღაბის გარეშე ნაშენები ქალაქია თავისი ქუჩებით, სახლებით, სათავსოებითა და მოედნებით.
ქალაქის პირველი გალავნის გავლის შემდეგ, რომელსაც მცირე ზომის, მაგრამ არქიტექტურულად გამართულად ნაშენები და დაგეგმარებული საცხოვრებელი სახლებისა და პატარა ქუჩების წყება წარმოადგენს. იწყება ციტადელი, რომლის კედლების სიმაღლე ხუთი მეტრია. სავარაუდოდ მისი თავდაპირველი სიმაღლე 12 მეტრს აღემატებოდა, განი კი შირ შემთხვევაში სამ მეტრს. პირველ გალავანს მეორე მოსდევს და შემდეგ მთავარი ციხეა. ოთხსართულიანი, ქვების მშრალი წყობით ნაგები ციხე. ყოველივე ერთად კი საკმაოდ ნიჭიერად დაგეგმილი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. სახლების ზომა და საქონლის სადგომების არარსებობა იმაზე მიუთითებს რომ ამ ციხეს ადამიანები ძირითადად რელიგიური წესჩვეულებების და საფრთხის დროს თავშესაფრად ხმარობდნენ. აბულის ციხის მსგავსად საქართველოს ტერიტორიაზე კიდე მრავალი ციხე ქალაქი გვხდება, რომელთა სათანადო შესწავლა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.  

აშკარად თვალშისაცემია ამ დიადი ნაგებობების სიძველე და სიდიადე. უზარმაზარი ლოდები, ყოველგვარი დუღაბის გარეშეა ერთმანეთზე შემომდგარი. თოთოეული ლოდის წონა ხშირ შემთხევაში 2-3 ტონაზე მეტია. გალავნების სიმაღლე 10-12 მეტრამდეა. ციხის გალავნების განი კი სამ მეტრს აღწევს. ძალაუნებურად გახსენდება სოფელ დიდ წერეთში, გოლიათ ჯაფირის მიერ, სოფლის ეკლესიის კედელში ჩადუღაბებული რამოდენიმე ტონიანი უზარმაზარი ლოდები. 
თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს, რომელიც ინტერნეტში მოვიპოვე ( დიდი მადლობა ფოტოს ავტორებს )

შაორი, ჯავახეთი
სარო, ჯავახეთი. ყურადღება მიაქციეთ კედლის განს
გრია, ჯავახეთი.

 ვისი დახმარებით, ვისი მიბაძვით ან ვის წინააღმდეგ აგებდა მაშინდელი დიაოხელი ამ დონეზე გამართულ, გათვლილ და მყარ ნაგებობებს!? და ეს ყველაფერი აშენებულია მაშინ, როცა ადამიანს ბრინჯაოს ცული ქონდა ხელთ.
 
სიანტერესოა ასევე ის ფაქტიც რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის ცნობილი იყო გიგანტური ზომის ადამიანების ნაშთების შემთხვევითი აღმოჩენების შესახებ. 1821 წელს ამიერიკაშ, ტენესის შტატში აღმოაჩინეს დიდი კედლის ნანგრევები და ორი ადამიანის ჩონჩხი, რომელთა სიმაღლე 217 სანტიმეტრი იყო. მას შემდეგ ბერვჯერ შეუხსენებია თავი გოლიათს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში - გაქვავებული კიდურები, რომლის მფლობელსაც მეგანტროპუსი დაარქვეს. ჩინეთში სადაც აღმოჩენილი ადამიანის სიმაღლე 3 მეტრამდე არწევს და მას გიგანტოპი-ტეკი უწოდეს. ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში დაცულ ერთ-ერთ უძველეს წიგნში, რომლის სათაურიც „ანტიკური ისტორია“ გახლავთ. მოიპოვება პატრარა ნარკვევი, რომელიც ინგლისის ტერიტორიაზე, მიწაში 4 მეტრის სიღრმეზე ჩამარხულ გოლიათ მებრძოლზე მოგვითხრობს. რომესაც საომარი აბჯარიც და საბრძოლო იარაღიც, ხმალი და საბრძოლო ნაჯახიც თან ახლავს. გოლიათი მებრძოლის სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. 

გოლიათებთან შეხვედრას ძველი დროის მოგზაურებიც აღწერენ თავიანთ მოგონებებში. 1766 წელს ლონდონნს მოადგა გემი „დელფინი“ რომელსაც გენერალ-კაპიტანი ჯონ ბაირონი მართავდა (პოეტ ბაირონის ბაბუა). იმავე დღეს ქალაქი ჭორმა მოიცვა თითქოს მეზღვაურებს სამხრეთ ამერიკის ნაპირებთან გოლიათთა სოფლები უნახავთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ინფორმაციამ დიდად ვერ აღაფრთოვანა სხვა მეზღვაურები, რადგან გოლიათებთან შეხვედრა მათვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.


ჯერ კიდევ მაგელანის მოგზაურობის დროს 1520 წელს, მის გემზე მყოფი ანტონიო პიგაფეტი, რომელსაც  ევალებოდა მოგზაურობის აღწერა, თავის ნარკვევებში მოგვითხრობს მათი ეკიპაჟის წევრებისა და სამხრეთამერიკელი გოლიათების რასის შეხვედრის ამბავს, რომლებსაც მაგელანმა „პატაგონიელები“ რაც დიდ ფეხას ნიშნავს, ხოლო ადგილს პატაგონია უწოდა.

„ჩვენ დავინახეთ გოგანტური ზომის შიშველი მამაკაცი, რომელიც დახტოდა, მღეროდა და თავზე ნაცარს იყრიდა. კაპიტანმა ეკიპაჟის რამოდენიმე წევრს უბრძანა გოლიათის მოძრაობების გამეორება რათა მისი ნდობა დაგვემსახურებია. დავალების შესრულების შემდეგ ჩვენ შევძელით მასთან მიახლოება, გოლიათი კეთილგანწყობილი იყო ჩვენდამი, მან თითით ზეცისკენ მიგვითითა იმის ასახსნელად რომ ჩვენ ზეციდან ცამოსულები ვეგონეთ. ის ძალიან მაღალი იყო, ჩვენ მის თეძოსაც ძვლივს ვწვდებიდით.“

როგორც შემდეგ ირკვევა გოლიათს სხვა, მისივე ზომის გოლიათები შემოუერთდნენ  რომლებსაც ფეხზე უზარმაზარი მაკასინები ეცვათ. ესენი აბორიგენი ტომის, „ტეხუელჩის“ წარმომადგენლები ყოფილან. ესოდენ საკვირველი სანახავი არსებების გემზე აყვანის და სამშობლოში ჩამოყვანის სურვილით აღძრულმა ეკიპაჟის წევრებმა, ნებით რომ ვერ დაითანხმეს გოლიათები, სამი მათგანი მოტყუებით შეიტყუეს გემბანზე, ბორკილები დაადეს და გაიტაცეს. როგორც ცხნობილია ამ მოგზაურობას ეკიპაჟის 20 წევრი ემსხვერპლა და მათ შორის სწორედ ის სამი გოლიათიც იყო რომლებმაც ვერ გაუძლეს გაუსაძლის პირობებს.


არსებობს კიდევ ერთი ცნობა რომელიც ბერმა დონ ხუან დე არეისაგამ შემოგვინახა, რომელიც ასევესამხრეთ ამერიკას ეხება:
„ფეხით გავიარეთ ვიქტირიას ყურე და წავაწყდით პატაგონელთა უთვალავ ქოხს. პატაგონელი ქალებისა და კაცების დანახვაზე ჩვენ არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით, ამიტომ დავყარეთ იარაღები მიწაზე. მათაც მოგვბაძეს და დაყარეს თავიანთი მშვილდები. გავექანეთ ხელგაშლილნი მათთან შესახვედრად და ისინიც წამოემართნენ ჩვენსკენ. შეხვედრისას აღმოჩნდა რომ ჩვენ მათ თეძომდეც კი ვერ ვწვდებოდით. საკმაოდ თბილად მიგვიღეს. ჩვენ ვაჩუქეთ მათ ათაში წვრილმანი, ზანზალაკები, რომლებიც ბაწარზე გამოაბეს და ფეხის წვივებზე შეიბეს, რომელთა ჟღარუნი ძალზედ ახარებდათ. მძივები, სარკეები და ათასი რამ. მასპინძლებმა კი გაგვიმასპინძლდნენ ათასი ნუკბარით, ლოსის უმი ხორცით და შემდეგ წყაროზე წაგვიყვანეს წყურვილის მოსაკლავად. ისინი ისეთი დიდები და ფეხმარდები იყვნენ რომ მათ ვერცერთი მარდი ცხენი ვერ დაეწეოდა. ისინი საკმაოდ მარჯვედ ისვრიან რამოდენიმე ფუტის სიმძიმის ლოდს საკმაოდ დიდ მანძილზე. საკმაოდ ხალისიანი და კეთილი ხალხია. სახეზე სხვადასხვა ფერის საღებავს ისმევენ ხოლო თავზე ძალიან ლამაზ, ჩიტის ფრთებიდან გაკეთებულ ქუდებს იფარებენ“
თუმცა რაკი საუბარი გახსენებაზე მიდგა, მოდით თვალი გადავავლოთ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა მითებსა და ლეგენდებს სადაც გოლიათებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს.

მითები


როგორც ზემოთ ავღნიშნე გოლიათ არც ბერძნული მითები უჩივიან უგოლიათობას. კრონოსი (რომაულ მითოლოგიაში მას სატურნს უწოდებენ) ურანისა (ზეცის) და გეას (დადემიწის) შვილი, გეკანტოხეირებისა (რომლებიც საოცარი ძალით გამოირჩეოდნენ) და ციკლოპების (პირველისაგან განსხვავებით გაცილებით ჭკვიანები იყვნენ მაგრამ ყოველგვარ ემოციას მოკლებულნი) ძმაა. მამას (ურანს) ისე ეშინოდა თავიანთი შვილების რომ გადაწყვიტა ისინი ქვესკნელში, ტარტარის სამეფოში (მთაში) ჩაემწყვდია. დედა გეა, ძალიან შეწუხდა მისმიერ შობილი შვილების უკანვე დაბდუნებით და კრონოსთან ერთად შეთქმულება მოაწყო მამის, ურანის წინააღმდეგ. ზეციური „რევოლუციის“ მოსაწყობად კრონოსმა ტარტარიდან გაათავისუფლა ციკლოპები და გეკანტოხეირები და დაამხო მამა. თუმცა მათი თავისუფლება დიდხნიანი არ ყოფილა. გამარჯვებულმა კრონოსმა ძმები კვლავ ტარტარში გამოამწყვდია.(ძველი ბერძნები ამბობდნენ რომ ვულკანიდან ამომავალი ხმაური სწორედ მათი ხმაა) თუმცა კრონოს მხოლოდ მისი ძმების არ ეშინოდა, მამის მსგავსად ის კონკურენტებს თავის შვილებშიც ხედავდა და ყოველ შვილს ჭამდა. ამით შეწუხებულმა მისმა დამ და ცოლმა (რეამ) მალულად შობილი შვილის ნაცვლად კრონოს ბავშვივით შეხვეული ლოდი მისცეს, რითაც პატარა ზევსი გადაურჩა მამის რისხვას. შემდეგ ყველაფერი განმეორდა, ზევსი გაიზარდა, გაათავისუფლა თავისი „ბიძები“ ტყვეობიდან, რომეთაც კარგად ახსოვდათ ძმის ღალატი. ასევე აიძულა კრონოსი თავისი ადრე გადასანსლული შილები უკან დაებრუნებია. შემოიკრიბა რა საკმაოდ ძლევამოსილი მოკავშირეები გარშემო, ზევსმა ტიტანებს ომი გამოუცხადა.

სწორედ ამ ომში საბრძოლვეად გამოუჭედეს ციკლოპებმა ზევს მისი ცნობილი ელვა (იარაღი), პოსეიდონს სამკეპი. ასევე მათ ეკუთვნის არტემიდეს მშვილდი და აიდის ჩაჩქანი. ერთი სიტყვით საკმაოდ სერიოზულად აღჭურვილმა ზევსის მოკავშირეებმა შესძლეს და კრონოსი, თავისი ტიტანებითურთ სწორედ იმ ტარტარის ქვაბულში ჩააბრუნეს სადაც ადრე თავად კრონოსი მალავდა თავის ძმებს. მათ მცველებად სწორედ ის ძლევამოსილი გეკატონხერები დაუყენეს, ხოლო ციკლოპები გეფესტთან, სამჭედლოში დასაქმნდენ. სწორედ მათ მიაწერენ უზარმაზარი ციხეების აგებას ტარინფოში, მიკენში და პელეპონისის ნახევარკუნძილზე. 

 ინდუიზმი

„მამათა და შვილთა“ ბრძოლა გოლიათთა არსებობის ლეგენდებში ინდუიზმშიც გვხდება. აქ ორი სახის დემონური გოლიათია, და აქაც მათი მშობელი დადემიწის ღვთაება, ამ შემთხვევაში უმცროსი ქალ-ღვთაება დიტი-ა.  დიტის შვილები ლამობდნენ სამყარს ხელში ჩაგდებას რის გამოც ხშირად ომობდნენ ღმერთებთან. მათ შორის გამოირჩევა ორი ხარინიაკშა და ხარინიაკაშიპუ. პირველმა გოლიათმა ღმერთების გასაბრაზებლად ხმელეთი ჩაძირა წყალქვეშ. ამის შემყურე ღმერთმა ვიშნამ თეთრი ტახის სახე მიიღო, წყალში გადაეშვა და თავისი მხრებით ამოზიდა ჩაძირული ხმელეთი. გოლიათისა და ტახად ქცეული შივუს ბრძოლა 1000 წელს გრძელდებოდა როს შედეგადაც შივუმ ის მოკლა. ძმის სიკვდილით გაცეცხლებულმა ძმამ ხარინიაკაშიპუმ შურისძიება განიძრახა. მაგრამ თადარიკი დაიჭირა და ბრახმას შესთხოვა დახმარება. ბრახმამ მას უვნებლობა უბოძა, მაგრამ ამ უვნებლობის პირობა შემდეგნაირი იყო „ ის ვერ მოკვდებოდა ვერც დედამიწაზე, ვერც ცაში, ვერც ცეცხლისაგან და ვერც წყლისაგან, ვერც დღით და ვერც ღამით, ვერც სახლლის გარეთ და ვერც სახლის შიგნით, ვერც ადამიანის, ვერც ღმერთის და ვერც ცხოველის ხელიდან, ვერც სულჩადგმულ და ვერც უსულო საგნიდან“. ასეთი უვნებლობით შეიარაღებულმა გოლიათმა  ხელთ ჩაიგდო დედამიწის მართველობა და ვიშნას მიმდევრების დევნა დაიწყო. მათ შორის აღმოჩნდა მისი შვილი - პრახლადა. გოლიათი თავიდან შვილის გადმობირებას ეცადა, მაგრამ რომ ვერაფერი გამოუვიდა მისი მოკვლა განიზრახა, მაგრამ პრახლადა ვიშნამ დაიცვა და გადაარჩინა. ხარინიაკაშიპუს სიკვდილი მოულოდნელად ეწვია. შვილთან, საღამოს, სახლის კართან ერთ-ერთი რელიგიური დებატის დროს მან ჰკითხა შვილს, მართლა სჯერა თუ არა იმის რომ ვიშნუ ყველგან და ყველაფერში სუფევდა. შვილმა დაუმოწმა. თუ ასეა ესეიგი ამ ქვის კოლონაშიც უნდა იყოსო უთხრა ხარინიაკაშიპუმ, შვილი ამაშიც დაემოწმა. მაშინ მამამ დაკრა მახვილი და დაამსხვრია კოლონა იმის დასადასტურებლად რომ ვიშნა იქ არ იყო. დამტვრეული კოლონიდან გადმოვიდა ვიშნას ლომისთავა  ავატარი ნარაშიმხა (განსახიერება). ის მიუვარდა კოლონის წინ მუხლებზე მდომ გოლიათს გოლიათს, დაფლითა ის და კლანჭებით სიცოცხლეს გამოასალმა. ავატარი არც აადმიანი იყო, არც ღმერთი და არც ცხოველი, მუხლებზე მდგარი გოლიათი არც მიწაზე იყო და არც ჰაერში, კლანჭები კი არც უსულო საგანი იყო და არც სულჩადგმული, მკვლელობა არც დღითი მომხდარა და არც ღამით (საღამო) არც სახლში და არც სახლს გარეთ (კარების ზღურბლზე). ასე დამარცხდა ბოროტი გოლიათი ღმერთების წინაშე.

სკანდინავიური მითოსი

ღმერთებთან ბრძოლის ამსახველ იტორიებს (რომელიც საფუძვლად უდევს ამირანის ლეგენდას) ვხდებით ასევე სკანდინავიურ მითებშიც. 

თავდაპირველად იყო დიდი ქაოსი - გინნუნგაგაპ-ი, სადაც ერთადერთი, უზარმაზარი გოლიათი იმირი ცხოვრობდა. ერთხელ იმირს ჩაეძინა, ძილის დროს მისი ხელებიდან ორი გოლიათი, ფეხების შერწყმიდან კი მესამე გოლიათი იშვა. ასე წარმოიშვნენ ყინულის გოლიათები რომლებიც ყინულოვან ნიფლხეიმში დასახლდნენ. საბოლოოდ ისინი ღმერთებთან ბრძოლას შეეწირნენ, მაგრამ გადარჩენილთაგა იშვნენ ეტუნები (მჭამელნი) რომლებიც წარმოუდგენელი ძალით გამოირჩეოდნენ და „მამების“ მიერ ღმერთებთან წამოწყებულ ბრძოლას განაგრძნობდნენ. მაგრამ ყოფილა შემთხვევები როცა ისინი ღმერთებთან სქესობრივ კონტაქტშიც შესულან. მათი სამყოფი უტგარის ციტადელი იყო, რომელიც სკანდინავიური კოსმოლოგიის 9 სამყაროდან ერთ-ერთში-ეტუნხეიმში. ატუნხეიმი ადამიანთა სამყაროდან - მიდგარდიდან უზარმაზარი მთებითა და ტყეებით იყო გამიჯნული. ღმერთთა სამყოფ ასგარდიდან კი გაუყინავი მდინარით ივინგით იყო გამოყოფილი. ეტუნები აღწერილია როგორც საშნელი არსებები მოლურჯო ფერის კანით, კლანჭებითა და ეშვებით. კოლოსალური ძალით გამორჩეულნი ჭკუით დიდად ვერ დაიკვეხნიდნენ, სწორედ ეს იყო ის ერთერთი მიზეზი რომლის წყლობითაც ღმერთები ხშირად იმარჯვებდნენ მათზე. მხოლოდ უხუცეს ეტუნს მიმირს შეუძლია წონადი, ბრძნული რჩევის მიცემა, რომელსაც ზოგჯერ ღმერთებიც უგდებდნენ ყურს.

არსებობდნენ ასევე ცეცხლოვანი გოლიათებიც რომლებიც მუსპელხეიმში - ცეცხლის სამყაროში ცხოვრობდნენ. მათ შავკანიანი გოლიათი სურტური მეთაურობს და სწორედ ისინი დაიწყებენ სამყაროს განადგურებას მას შემდეგ რაც ცეცხლს მისცემენ სამყაროს ხეს - იგგდრასილს და ამ ბრძოლის დროს (ჟამს) რაგნაროკა ჰქვია, ღმერთებისა, ეტუნების, ცეცხლოვანი გოლიათებისა და ურჩხულების საბოლოო ბრძოლა.

იაპონია


იაპონიაში დიდ გოლათებს ონის უწოდებდნენ, მათ ადამიანის მსგავსი აღნაგობა, ცხოველის იერსახე, ეშვეი და კლანჭები აქვთ. მათი კანის შეფერილობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად მოწითალო კანიანებს აკა-ონის უწოდებენ, მოლურჯოთ აო-ონის. ისინი ვეფხის ტყავისაგან შეკერილ სამოს ატარებენ და ხელკეტებით იბრძვიან. თავიდან მათ კეთილ არსებებად, ადამიანის მცველებად მიიჩნევდნენ. მაგრამ შემდგომ ისინი ბოროტი ძალების მოკავშირეებად და ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველებად გვევლინებიან. გამოუცნობია რატომ მოხდა მათი ასე გადასხვაფერება და საერთოდ რაში დასჭირდა ჯოჯოხეთის კარიბჭეს ასეთი დაცვა. მაგრამ მიუხედავათ მათი ასეთი არასახარბიელო ტრანსფორმაციისა დღესაც შეიძლება ვიხილოთ მათი  როგორც ადამიანთა საცხოვრებელი კერის დამცველების, ავი ძალებისაგან მფარველი არსების გამოსახულებები.

მაიას ტომი

მაიას ტომის მითოსში არსებობდა გოლიათი დემონი რომელსაც ნიანგის იერი ქონდა. მაიას ტომელებს მიაჩნდათ რომ სწორედ მან თავის ძმა კობრაკანთან ერთად შექმნეს მთები. ერთხელ ის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, გზად ოთხასი ბიჭი შემოხვდა (სავარაუდოდ ისინი ალკოჰოლის მფარველი, უმცროსი ღვთაებები იყვნენ) ბიჭები სახლის აშენებას ლამობდნენ, მაგრამ ვერაფრით გაეთხარათ ორმო რომელში სახლის მთავარი, საყრდენი ბოძი უნდა ჩაეშვათ. დემონმა მათი დამცირების დამტკიცების მიზნით დახმარება შესთავაზა და უზარმაზარი ორმო ამოთხარა, შიგ ჩავიდა და მორის ნელა დაშვება უბრძანა. ბიჭებმა, რაკიღა ბოროტი დემონი ორმოში დაიგულეს მისი განადგურების შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მორი მთელი ძალით გადაეშვეს. ცბიერმა დემონმა წინასწარ განსაზღვრა შესაძლო საფრთხე და მთავარი ორმოს გვერდით კიდევ ერთი ორმო ამოთხარა სადაც თავი შეაფარა და გადარჩა. როცა ბიჭებმა დემონი მოკლულად დაიგულეს სახლი ააშენეს და ალკოჰოლის სმას შეუდგნენ. დემონმა დაიცადა სანამ ბიჭები დათვრებოდნენ, ორმოდან ამოძვრა და ბიჭები დახოცა. ლეგენდის თანახმად ალკოჰოლის მფარველი ჭაბუკები ღმერთებმა ცაში აიყვანეს და ვარკვლავთ პლიადაში დააბინავეს. ხოლო ბოროტი დემონი ზაპაკნა გმირმა ტყუპებმა ხინახპუმ და კსბალანკიმ მოკლეს.

სამხრეთ ამერიკაში, ტიკიკაკას ტბის მახლობლად, ზღვის დონიდან დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე დღესაც დგას მეგალითი „გიგანტთა ქალაქი“. არქეოლოგებმა აქ ზღვი კვალს მიაგნეს და სავარაუდოდ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ქალაქი საპორტო ნაგებობას წარმოადგენდა. დააკვირდით ამ სურათს. პატარა, კლდეში კვეთილ კიბის საფეხურებს გვერდით საგრძნობლად მაღალი, დიდი ფეხისთვის განკუთვნილი საფეხურები მიჰყვება.


ირლანდია

ირლანდიური მოთოსი მოგვითხრობს გიგანტთა რასის ფომორიების შესახებ, რომელზედაც მეთერთმეტე საუკუნის „რუხი ძროხის წიგნში“-ა მოთხრობილი. ფომორიები გიგანტური ზომისა იყვნენ, უმეტესობას ადამიანის აღნაგობა და თხის სახე ქონდათ, ზოგსაც ცალი ხელი, ცალი ფეხი ან სულაც (ციკლოპების მსგავსად) ცალი თვალი ქონდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც  თანამოძბეებიდან სილამაზით რომ გამოირჩეოდნენ. სხვა ხალხის მითებში აღწერილი გოლიათებისაგან ისინი იმითაც გამოირჩეოდნენ რომ ცხოვრობდნენ წყლის სიახლოვეს, ან სულაც წყალში (წყალქვეშ), მათი ძირითადი საკვები კი თევზი იყო. (ძველ ირლანდიურ ენაზე სიტყვა fo muire ნიშნავს წყალ ქვეშ-ს)

ბასკები

ბასკები, რომელთაც ყველაზე მეტი საერთო აქვს საქართველოსთან, ასევე მოგვითხრობენ გოლიათთა კასტაზე რომელთაც ჯენტილაკებს ( კეთილშობილებს) ეძახდნენ. ისინი ისეთი გიგანტური ზომების იყვნენ რომ ჩვეულებრივი სვლით კვეთდნენ ზღვას. მოწყენილობის გამო კი მთების სროლით ირთობდნენ თავს. ბასკების ყოფას შემორჩა ასეთივე სახის თამაში, სადაც ბურთს ისვრიან - ლეპოტა. ეს თამაშ სწორედ გიგანტების მოწყენილობის ჟამს თავშესაქცევ მთების სროლას ჰგავს. გოლიათები ძალზედ ჭკვიანები იყვნენ, სწორედ მათი მეცადინეობით ისწავლეს ადამიანებმა ლითონის დამუშავება, სამეურნეო იარაღების შექმნა, მარცვლეული კულტურების მოყვანა და სხვა მრავალი რამ. ისინი გაუჩინარდნენ მას შემდეგ რაც ცაზე მოციმციმე მნათობი ღრუბელი გამოჩნდა. ბასკების მიწაზე კი მათმიერ აგებული უზარმაზარი მეგალითები დარჩა. მეგალითები, რომლებიც ასე ძალიან გვაან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ციკლოპურ ნაგებობებს.


ყველაზე თვალსაჩინო და ამოუცნობი მაინც ეგვიპტური ნახატები, ძეგლები და ბარელიეფებია. სადაც ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით გიგანტური არსებებია გამოსუახული, რომლებიც ხშირად (როგორც ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა გვაჩვენა) გვევლიანებიან პირველი ფარაონების, ან სულაც ზეციდან მოვლენინი ღმერთების სახებად, რომლებმაც ადამიანებზე ჰეგემონობა აიღეს თავზე და ასწავლეს მათ სხვადასხვა მეცნიერებეი.  (როგორც ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა გვაჩვენა ანალოგიური - ადამიანის მასწავლებლის, ზე ცოდნის მატარებელი არსებების თითქმის იდენტური თარგი ყველა ლეგენდას ახასიათებს)


გარდა გამოსახულებებისა მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს რომ ეგვიპტეში, 1890 წელს აღმოაჩინეს ქვის სარკოფაგი, სადაც თიხის „კუბოში“ ორმეტრიანი ქალის მუმია ესვენა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ მუმია ორი მეტრის სიმაღლის იყო, ის მაინც გაცილებით მაღალია ჩვეულებრივი ადამიანის სიმაღლესთან შედარებით და მისი აღნაგობაც არაგავს ადამიანისას. საცნაურია ის ფაქტიც რომ აღმოჩენილი ქალი და მისი შვილი ქერა, უფრო წითურთმიანები იყნენ. რაც მეტად უფრო საინტერესოა რადგან ბოლო კვლევების თანახმად, ადრინდელი დიაოხის მოსხლეობა სწორედ მოწითური, ქერა თმიანი იყო.


ეგვიპტეში შემონახული ესოდენ ხელუხლებელი და ვერ წაშლილი მასალა რომ არა გავიხსენოთ სვანეთში შემონახული ლეგენდა ბუშებზე. რომლებიც დაწინაურებულ კასტას წარმოადგენდნენ და ადამიანებს მართავდნენ. ხოლო შემდეგ, რაც მათ მედიდურობას ვეღარ გაუძლეს (სავარაუდოდ მას შემდეგ რაც მათ მიერ გადმოცემულ ცოდნას სრულად დაეუფლნენ. ერთგვარი ადამიანური „მადლიერების“ ჟესტი) ადამიანებმა მათ ომი გამოუცხადეს და სვანური გადმოცემით „ამოხოცეს“. 


აღდგომის საიდუმლოებებით მოსილი კუნძულის ლეგენდა კი გვაუწყებს - 30 მეტრიანი, უზარმაზარი ქვიდან ნათალი კერპები „ზეციდან ჩამოვარდნილმა ღმერთებმა ააგეს“-ო.
ზეციდან ჩამოვარდნილნი, მთვარიდან მოფრენილნი, რღუბელთ მცხოვრებნი, ვარსკვლავების მკვიდრნი, დედამიწაზე „ცეცხლის“ ჩამომტანნი არსებები და კიდევ არაერთი, ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ფრაზები რომლებიც მათ საიდუმლოებებით დაფარულ ყოფას გვახსენებს.

და ვინ იყვნენ ეს ზეციდან ჩამოვარდნილი ღმერთები რომლებმაც იარაღი გამოუჭედეს ღმერთებს, რომლებმაც ადამიანებს მშენებლობა, ლითონის დამუშავება, მარცვლეულის მოყვანა, მიწათმოქმედება ასწავლეს. რომელთა კვალს მთელს დედამიწაზე პოულობენ არქეოლოგები, რომელთა სახეები ასე ხშირად გვხდება ლეგენდებში, მითებში, ზღაპრებში. რომელთა არსებობას რტომღაც ალმაცერად უყურებს თანამედროვე, აკადემიურ-კლასიკური მეცნიერებები.

„თუკი თანამედროვე ისტორიულ ცოდნას ერთ დიდ მუზეუმად წარმოვიდგენთ, აღმოჩნდება რომ ამ მუზეიმის საკმაოდ ბევრი ოთახი დალუქულია“

15 comments:

  1. sad ris dafiksirebuli es gadmocema ,goliatebze svanetshi?visgan aris chacerili da romel nashromshia mititebuli?

    ReplyDelete
  2. svanuri gadmocema sad sheidzleba vnaxo?romel cignshi?

    ReplyDelete
  3. ბოდიში პასუხის დაგვიანებისთვის. სვანებთან და კონკრეტულად ბუშებთან დაკავშირებით ისტორიკოს ერეკლე საღლიანის საუბრებიდან შევიტყვე.

    ReplyDelete
  4. ugrmesi madloba,mec msmenia es gadmocema ,ubralod ckaro ar mqonda:=)sxvatashoris svanurshi sitkva "BUSH-var" aris NABICHVARIS agmishvneli,anu sheuarcmkofeli,rac am Bushebtan aris dakavshirebuli:=)

    ReplyDelete
  5. გურიაშიც იგივე მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას. შესაძლოა სვანეთში ამ "ეპითეტით' მოიხსენიებდნენ მათზედ გამწარებულები. თუმცა ეგ კიდევ კვლევის საგანია :)

    ReplyDelete
  6. aq araferi ucnauri ar aris,magalitad osebshi sitkva SAN/SON -Svani itargmneboda rogorc GIZHI/MTERI/COFIANI :=))))))

    ReplyDelete
  7. ai guiashi saidan aris igive mnishvnlobit BUSHVAR rogor Svanetshi ,es martlac sainteresoa,rogor ixsneba gurulad es sitkva saidan modis BUSHVAR?saertod svanurad BUSHü-ÄR mravlobitia rogorc iit,anu nabichvrebi,da ai gurulebshi saidan gachnda ?svanuri gavlena mitom?

    ReplyDelete
  8. გავლენა არის თუ არა არ ვიცი, მაგრამ ნაბუშარი და "ეგ (იმის) ბუშია" იგივე მნიშვნელობისაა. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დასავლეთში მგონი ეგ ტერმინი საკმაოდ გავრცელებულია. ან მე მაქვს ყური შეჩვეული
    :) გამწარებული ოსები :) გამეცინა :))

    ReplyDelete
  9. ki mara es BUSHI ras nishnavso:=)?ras idzaxian?ar gikitxiat?saidan modiso?
    svanebs osebi gamcarebuli ki ara damonebuli hkavdat,svanebs uxdidnen gadasaxads micebze,tu r gadaixdidnen svanebi aciokebdnen,mere iko rusebi rom movidnen kavkasiashi osebma gaidjejiles sxvebis micebze.
    ise tqven icit rom zemo svanebis ert-erti etnonimia MGOG,GOGÜ-ÄR;=)
    albat mixvdit vistan sheidzleba paralelis gavla

    ReplyDelete
  10. ბუში - კონკრეტულად ნაბიჭვარს ნიშნავდა. როგორც დავწერე. გურიის ეტიმოლოგია საქართველოდან დაწყებული ინდოეთამდე მიდის. თან ძალიან ბევრი საკმაოდ საინტერესო ვერსიაც არსებობს. ასე რომ ეგ თემა საკმაოდ შორს წაგვიყვანს. მაგაზეც დავწერ მოგვიანებით

    ReplyDelete
  11. ჩემის აზრით,ამ ნაწილში რედაქტირება უნდა გაუკეთოთ და გოლიათებს ნუ მიაწერთ ამ ქანდაკებებს.

    http://www.youtube.com/watch?v=c-L_4yaXkA4&feature=related

    ReplyDelete
  12. მე არ მივაწე, უბრალოდ არსებობს ასეთი თქმულებაც და მაგალითისთვის მოვიყვანე. თორე ქვის კერპების სამომავლო მშენებლობა რომ გოლიათებს აღარ უკავშირდება ეგ უდაოა !

    ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. საინტერესო ფილმია

    ReplyDelete
  13. საინტერესოა ძალიან, მარა ვინც ეს აკრიფა, ყველა თითი ცერი ქონდა ხელებზე? :))) გავიოფლე კითხვისას.. :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, გასაოფლიანებელი ფუნქციაც აქვს :))

      Delete
  14. საკმაოდ საინტერესო და დამაჯერებელია! ბორჯომის ხეობის აღმოჩენების ნახვა სად შეიძლება? კერძოდ რომელ ადგილას ატარებდა აბესალომ ვეკუა თავის გათხრებს(დაკვირვებებს) ?

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]