Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

წვიმს მაო, წვიმს.

წვიმს მაო, წვიმს.
დილიდან წვიმდა. მართალია წვიმის ხმაზე ჩაძინებაც და გაღვიძებაც ძალიან მიყვარს. მაგრამ ზოგისთვის წვიმა მხოლოდ ვერ შემდგარ სეირნობას ნიშნავს და მოწყენის საკმაოდ კარგი საბაბიცაა.

მაო დილიდან მოწყენილი იყო. სარკმელს არ სცილდებოდა. სევდიანად გაჰყურებდა გუბეებით დაფარულ ეზოს, მოქუფრულ ცას და გაუთავებელ წვიმას. მაოს ნაირი ხეტიალასთვის წვიმა ნამდვილი სასჯელია. მითუმეტეს ოთახი უკვე კუთხით-კუთხემდე შესწავლილი აქვს და ახალი აღმოჩენები სწყურია. ამიტომაც, დიდი უკმაყოფილების ნიშნად წაიკნავლებს ხოლმე მაო... მაო...

ხო მართლა. იმის თქმა დამავიწყდა თუ რატომ ქვია მაო.გარწმუნებთ რომ მაო ძე დუნი არაფერ შუაშია. (ნაწილობრივ იმას თუ არ ჩავთვლით რომ ჩემს მაოსაც ქვეყანა მისი ჰგონია) უბრალოდ მისი კნავილი ძალიან ხშირად განსხვავდება ჩვეულებრივი "მიაუს"გან... მართალი გითხრათ ვერც კნავილს დავარქმევდი ამას, ეს დიალოგის ერთგვარი ფორმაა სადაც საკვანძო ბგერებია მისი საყვარელი მაო...მაო, რასაც საჭიროებისამებრ ხმარობს თავისი აზრების გამოსახატავად და უკიდურესი მადლიერების, ან სიამოვნების გამომხატველი მკერდისმიერი მრრრ...



კარგა ხანს იწვა მაო ფანჯარასთან და შუშაზე მცოცავ წვიმის წვეთებს აკვირდებოდა. შემდეგ  შემოსაყუდრებლად მოფრენილ პატარა ჩიტს დაუწყო თვალიერება. გათამაშებაც სცადა.. მაგრამ.. შუშა...

ბოლოს, როცა მოსწყინდა რუხი ღრუბლების და გაუთავებელი წვიმის ცქერა. აცოცდა და გაბრაზებულმა წვიმაზე შური იძია.. რატომ გაიკვირვეთ? ეს ხომ მაოა

რა ქნას? მზე ენატრება! მის ჭკუაზე სეირნობა და მზის გულზე ნებივრობა. თან გუშინ, მეოზბლად რამოდენიმე კატა გაიცნო და იქნებ ახალ საძმოს ეყრება საფუძველი. ამათმა ღამის ბლუზი არ გამიმართონ მერე სახურავზე თორემ ხეტიალს კიდევ აიტანს კაცი...

ჰა! ახლა ისევ ოთახს დაუბრუნდა. აქ უნდა იპოვოს რაღაც თავშესაქცევი. მეც შემათვალიერა, ალბათ იფიქრა შენ რაღას უზიხარ, წადი სადმე გაიარეო. კალთაში ჩამიხტა, ცოტახანი იწრიალა, ვერ მოკალათდა და ჩემს საწერ მაგიდას ესტუმრა....


გულდასმით შეათვალიერა მაგიდის სანათი. მაო? დაფიქრთდა მაო. მააო! მააო წამიძახა უცებ გახარებულმა....ცოტათი მონდომება.....




ახლა წვიმდეს რამდენიც გინდაო თქვა მაომ...



No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]