21.09.2010

მშვიდობით ზაფხულო

დასრულდა შვებულებაც, ფესტივალიც, სეზონიც. ისევ სამუშაო, ტრენინგები, მალე ალბათ წვიმებიც. ქალაქში ხალხიც შეთხელდა. კაფე ბარებში ვეღარ შეხვდებით თვალებ ამოღამებულ მიმტანებს. გახვითქულ ბარმენებს და ვერც საათნახევრით დაგვიანებული ხაჭაპურის დანატრებულ სუნს იგრძნობთ, შორიდანვე რო ცნობდით ხოლმე "ჰა, ეს ჩვენი მოდისო". ცხელი ზაფხულით ოდნავ დაღლილმა ბათუმმა ოდნავ შვებით ამოისუნთქა. არ ვიცი ამოდენა და ასეთი ცხელი (ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით) ზაფხული ბოლოს როდის იყო ბათუმში. ან იყო კი საერთოდ ოდესმე!?. როგორც წესი საოცრად მალე გარბოდა ხოლმე ტურისტულ სეზონად წოდებული დრო. ახლა კი მგონია რომ მთელი წელი მცხუნვარე მზე გვადგა თავზე.

კიდე კარგი რომ ბულვარი გაადიდეს... თორემ კოლონადებთან და ძველ შადრევნებთან ხალხის ტევა მაშინ გენახათ. 
კარგი ქნეს რომ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ხუხუა ბუნგალოები აიღეს და პლაჟი მოასუფთავეს... ასე გაცილებით ლამაზია. თუმცა გამომხმარი სიმინდის ღერებისა და ცარიელი ბოთლების გარეშე გაცილებით ლამაზი იქნებოდა.
კარგი ქნეს რომ ახალ ბულვარში გადაისროლეს ენერგიამომატებულთა განსამუხტავი ბუნგალოები და საერთოდ ძალიან დროული და ლამაზი იყო ახალი ბულვარი წელს. განსაკუთრებით ღამით თორემ შუადღით, პაპანაზება მზეში იქ მხოლოდ კამიკაძეები სეირნობდნენ.
გაცილებით მეტი უცხოელი ტურისტი იყო ვიდრე ოდესმე. ამაზე ნებისმიერი სოც გამოკითხვებსა და სატამოჟნო კონტროლზე უკეთ ბათუმის ქუჩები მეტყველებდნენ. მოკირწლულ-მოპირკეთებულ, განათებულ-გალამპიონებულ, მანსარდადადგმულ-შეღებილ, აშენებულ-დამშვენებულ ქუჩებში მოსიარულე ბათუმელებს ამდენი უცხოელის ხილვა ზოგჯერ სხვა ქალაქში ყოფნის ასოციაციასაც უტოვებდა.
რაღათქმაუნდა იყო არასასიამოვნო ნიუანსებიც.... გადათხრილი ქუჩების, უწყლობის, სიძვირის და გზებზე გაუთავებელი საცობების სახით. ეს პრობლემები ერთნაირად აწუხებდა როგორც ბათუმელს, ასევე ჩამოსულ დამსვენებელსაც, მაგრამ გმირულად ითმენდა ყველა.გ ანა რა გზა ჰქონდათ. უწყლოას შერატონის სილამაზის, გადათრილ ქუჩებს - ახალი ბულვარის, გაუსაძლის სიცხეს ზღვისა და შადრევნების ცქერით  იკლავდა და ზაფხულიც გრძელდებოდა. 
ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების ხუთეულში მოხვდა: "წყალი მოდის შენთან?", "წვიმა გახსოვს?", "Sorry, where is the sea??", "უკაცრავად, ჩვენი ხაჭაპური როდის იქნება","ჩემი რაზნიცა ნახე?". 
ახლა კი ეს ყველაფერი უკან ჩამოვიტოვეთ (ბუნებამ თუ არ აურია და აგვისტო არ დაგვიბრუნა) წინ ხავერდოვანი სეზონი და შემოდგომა გველოდება. ცოტა არ იყოს მომენატრა კდეც შემოდგომა. მაგრამ ისეთი, ყვითელ ფოთლებიანი, ოდნავ წვიმიანი. სადაა ხო? მესმის.
კარგი ზაფხული იყო. მართლაც. მომავალ ზაფხულამდე ზაფხულო. ისე, მთლად ასეთი ხვატიც არ არის საჭირო. ნაკლები გრადუსითაც მიგიღებთ. სამაგისოდ მთლად თავს ნუ მოიკლავ და ნურც ჩვენ ორიღერა ტყეს გადაწვავ. კვირაში ერთხელ მაინც რომ იწვიმო არავინ გისაყვედურებს. შევთანხმდით ესეიგი!? ხოდა კარგი. მშვიდობით აბა

Post a Comment

4 комментария:

  1. მე ჯერ მაქვს "რაზნიცა"...И это значит, что плаксивая осень подождет...я все еще в лете!!

    ОтветитьУдалить
  2. მე კი ეს სეზონი მომწონს რაც ახლა.. ხოველგვარი ზედმეტობების გარეშე.

    ОтветитьУдалить
  3. "შორიდანვე რო ცნობდით ხოლმე "ჰა, ეს ჩვენი მოდისო".

    :)
    როგორ ცნობ მაგას?

    ОтветитьУдалить
  4. ეტყობა კარგახანია არ დალოდებიხარ საათნახევარი ხაჭაპურს... კუჭით იგრძნობ კუჭით.. ეგრევე ცნობს :)

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!