რამოდენიმე ხნის წინ კატის ყოლის საოცარმა სურვილმა შემიპყრო. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ძაღლი და აკვარიუმის თევზები ჩემი "მწვანე კუთხის" ნუსხაში უკვე კარგა ხანია ირიცხებიან. კატა ცოტა არ იყოს დიდი ფუფუნება იქნებოდა. მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ხშირი ღოღიალ-ხეტიალ-ბოდიალის მოყვარულს, ხშირად არ მრჩება მათთვის გასანაწილებელი დრო. ამიტომ გადავწყვიტე ახალი მეგობარი იქ დამესახლებია სადაც ყველაზე ხშირად შევხდებოდი, ვნახავდი და მოვეფერებოდი კიდეც.
გაიცანით მაო, ჩემი მთვარის კლუბის ბინადარი კატა. უიშვიათესი ვინმეა. ძალზედ კომუნიკაბელური, საზრიანი, კეთილი და ჩემსავით თავგადასავლების მოყვარული. ამიერიდან მას თავისი კუთხე ექნება სადაც მის პატარა ისტორიებსაც გაეცნობით.
ვიცი ბევრს არ უყვარს კატა. ზოგს ისიც კი უთქვამს რომ საზიზღარ სიძულვილს გრძნობს მის მიმართ. თუმცა რეალურად ამ სიძულვილის მიზეზი ვერავინ დამისახელა. ალბათ იმიტომ სძულთ რომ ძალზედ თავისუფლების მოყვარე და თავნება არსებები არიან.დაუკვირდით - ეს თქვენ ცხოვრობთ მათთან და არა პირიქით. ეს თქვენ ემსახურებით და გარკვეულწილად ამის გაკეთებას გავალდებულებენ კიდეც იმ წარმოუდგენელი ნაგლობით რომელიც მხოლოდ კატებს თუ შეუძლიათ გამოავლინონ. ყველაზე ტაქტიანი, ჭკვიანი და თავმოყვარე არსებები მოფერების და თავის მოკატუნების წყალობით აღწევენ ყველაფერს რასაც ძაღლი ვერანაირი ერთგული სამსახურით ვერ აღწევს ხოლმე... ეს ისე... სერიოზულად
მაოს რაც შეეხება... ის ჯერ პატარაა..
დიდი ინტერესით სწავლობს ყველაფერს... ხუმრობა საქმე ხომ არაა ბლოგის კატობა. თან ამხელა თავგადასავლები იწყება. მზად უნდა იყოს.
სამყაროს გაცნობის ყველაზე კარგი საშუალება კი რაღათქმაუნდა თამაშია
თამაშმა კი ხშირად შეტყუება იცის....
მიუხედავად მცირე ასაკისა საკმაოდ ეშმაკი და ჭკვიანია. თუმცა ჯერ ამბის მოსათხრობად არ სცალია. საკუთარი პატარა აღმოჩენებითაა დაკავებული. ეს საქმე ძალიან ხიბლავს. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარი თავი უყვარს.
ძალზედ რომანტიული და ქარიზმატული პიროვნებაა. თუმცა ამაში მალე თავადაც დარწმუნდებით. ჯერ კი უბრალოდ იცნობდეთ... მთვარის კლუბის მაო
სალამი მაო, ძალიან მომეწონე. მთლად ისეთი არ ხარ, როგორიც წარმომედგინე,გაცილებით უკეთესი ხარ, განსაკუთრებით აი იმ ფოტოზე, მთვარიან რამით გაბრტყელებული რომ წევხარ ანტენებიან კორპუსის სახურავზე. ხანდახან ჩემთანაც შემოდი, ვიცი რომ მაოებს უყვართ რძე, მე არც ერთი მაო არ მყოლია, მაგრამ მულტფილმებში ასე იყო ხოლმე. არადა სულ მინდოდა შენნაერი ნაცრისფერი, კრუტუნა მაო. ჩემი სახლში დაბრუნებისას რომ ფეხებში გამებლანდებოდა. წესიერად მოიქეცი, ავ ძაღლებს და მანქანებს მოერიდე :)
ReplyDeleteმაოს უყვარს კალთაში წოლა როცა კომპიუტერთან ზიხარ. მას კლავიატურაზე თითების ფაცური ძალიან ხიბლავს და ზოგჯერ პატარა თათებით სცდილობს დახმარებას. შემოგივლის აბა რას იზამს. მითუმეტეს ღოღიალი უყვარს :)
ReplyDeleteრა საყვარელი მაოააა :) :*
ReplyDeleteძალიან დიდი ხანია ესე სასიამოვნოდ არაფერი წამიკითხავს ^_^ მადლობა მაოს, სამსახურში ეს მოსაწყენი დილა რომ გამიხალისა :* წარმატებები მაი, იმედია შენი წინაპარი კატა მურივით საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფია გექნება და დროდადრო ჩვენც გაგვაცნობ, სონეტების წერასაც თუ დაიწყებ არ გამიკვირდება ^_^
ReplyDelete