24.09.2010

წამომყევი სამოგზაუროდ. ვენაში.

ყავამანებს ბოდიშს ვუხდი, ცოტა არიყოს დიდხნიანი პაუზა გამომივიდა. შეპირებული მოგზაურობა გაგვიჯნჯლდა. მაგრამ არაუშავს. ზფხული მიილია, უკვე არც ისე ცხელა და ახლა თამამად შეგვიძლია განვაგრძნოთ მოგზაურობა. 
მითუმეტეს შეგპირდი რომ ვენაში გავემგზავრებოდით. გახსოვს? ხოდა ძალიანაც კარგი. მაშ ასე. ვენა....
მესმის შენი აღრფთოვანება. 
სულ სხვას ელოდი და სულ სხვა დაგხვდა.
გაცილებით იმაზე უფრო ლამაზი ვიდრე წარმოგედგინა არა? გეათანხმები.
ხოო, ამ შენობამ მეც დამაინტერესას. მართალია მთლად გაუდი ვერ არის, მაგრამ...კარგი თავი ვანებოთ არქიტექტურას. გავიგეტ რომ ძალიან ლამაზია. სულ სხვა სამყაროა. ყოველივე ამის შემყურე ძალაუნებურად ფიქრობ თუ როგორი იქნება აქ ისეთი ერთის შეხედვით ჩვეულებრივი სასმელი როგორიც ყავაა!?

მოდი ცოტახნით თავი დავანებოთ ხეტიალს და აქაურ ყავახანაში შევიაროთ. მოგწონს? ძალიანაც კარგი. სანამ ყავას მოგვიტანდნენ მოდი მანამდე რაღაცას მოგიყვები. აქაურლებს, ცოტა უხერხულად ჟღერს ეს სიტყვა. ვენელებს.. ხო ასე სჯობს. ვენელებს სწამთ რომ არსად ისე არ უყვართ ყავა როგორ მათ. რადგან სწორედ ყავახანებში წერენ წიგნებს, ქმნიან ოპერებს, მუშაობენ, თითქმის ცხოვრობენ. აქ იმაზეც კი ხუმრობენ აპოკალიპსი მაშინ დაიწყება როცა აქ ბოლო ყავახანა დაიხურებაო.
ვენელები ყველაზე მეტ ყავას მოიხმარენ ევროპაში, თითქმის 10 კილოგრამი წლის განმავლობაში. ყავა აქ ყველაზე პოპულარული სასმელია უბრალო წყლის შემდეგ. ეს უალტერნატივობის შედეგი არ არის, უბრალოდ მიეჩვივნენ ვენელები რომ ყავახანა ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში, იქნებოდა ეს ომიანობა თუ მშვიდობიანი პერიოდი, თავშეყრის საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. აქ უბრალოდ ყავის დასალევად კი არა, სასაუბროდ, აზრების გასაზიარებლად შემოდიოდნენ. ან სულაც ჩუმად, წყნარად დროის გასაყვანად.
ერთ ფინჯან ყავაზე რამოდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად მჯდომი კლიენტი აქ იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა რომ ძალაუნებურად ქართული ყავახანები გახსენდება და ის ფრაზა “რაიმეს დაამატებდით?აა, მარტო ეგ ყავა აბაა!?”. 
ყავის დასალევად მოსული მარტოსული ადამიანი აქ არც თუ იშვიათი მოვლენაა. საკუთარ ფიქრებში გართულთ, საყვარელი ყავის დაგემოვნება განსაკუთრებით უყვართ. თუგინდ საათობით იჯექი, ყავახანის მეპატრონე პირიქით..ხელს შეგიწყობს რომ შენი იქ ყოფნა მხოლოდ სასიამოვნო იყოს... უფასო გაზეთსაც კი მოგართმევენ თავის შესაქცევად... ნუ, თუ გაინტერესებს ვენის ამბები...

კარგი, გადადე ეგ გაზეთი.. ჩვენთვის საინტერესო მაინც არაფერია შიგ. უფრო საინტერესო ისაა თუ სად ვიმყოფებით. ეს ვენაში ყველაზე ცნობილი ყავახანაა რომელიც სასტუმრო Sacher–ში მდებარეობს. ეს ყავახანა თავის წარმატებას 1832 წელს შექმნილ, ყველაზე ცნობილ შოკოლადის ტორტს უნდა უმადოდეს, რომელმაც საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. არცერთი თავმოყვარე გიდი გვერდს არ აუვლის ამ ყავახანას, ან ამ ისტორიას მაინც. დიდი დავიდარაბის და სასამართო ძაბის საბაბი გახდა ეს უგემრიელესი რეცეპტი. მოქიშპე ყავახანა იძულებული იყო ცოტათი შეეცვალა რეცეპტი და მხოლოდ ამით განესხვავებია ის ორიგინალური ტორტისაგან. მაგრამ მარტო მოქიშპე ყავახანით არ დამთავრებულა ეს საქმე. ტორტი ისე მოსწონებია სამეფო ოჯახს რომ 1872 წელს საუკეთესო სამეფო კულინარების მიერ, ორიგინალურ რეცეპტზე დაყრდნობით შეუქმიან Imperial Torte–ი. რომლის დაგემოვნება მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლებს თუ შეეძლოთ. ამოდენა დავიდარაბის შემდეგ შტრუდელითან ერთად ეს უგემრიელესი ტორტი ვენის კიდევ ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.
გემრიელია არა!? აბა ტყუილუბრალოდ ხომ არ იბრძოლებდნენ ამდენ ხანს უგემური ნამცხვრისთვის?
თუმცა დესერტი ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. დესერტი ხომ ყავას უნდა დავაყოლოთ, ხოდა მოდი ახლა ყავაზე გიამბობ...
ყველზე პოპულარული აქ ყავა მელანჟე გახლავთ. ეს იტალიურ კაპუჩინოს წააგავს. ნახევარი შავი ყავა, ნახევარი ცხელი რძე და ათქვეფილი ნაღები ზემოდან...მმ, გემრიელია. აბა? შენ რას აირჩევ?

“კაიზერმელანჟია”– შავი ყავა კვერცხის გულით, თაფლითა და კონიაკით. უცნაურია არა? გეთანხმები.
“მარია ტერეზა” – ერთერთი იპერატრიცის საპატივცემულოდ შექმნილი ყავა ფორთოხლის ლიქიორითა და ათქვეფილი ნაღებით. 

“ბრაუნერი” შავი ყავა ათქვეფილი ნაღების ქუდითა და ზემოდან მოყრილი, წვრილად დაფრქვილი ყავით და ბოლოს ყველაზე უბრალო, მაგრამ ავსტრიელთათვის არანაკლებ საყვარელი ყავა :


 “მოკკა” ყოველგვარი დანამატის გარეშე. როგორც წესი ყავა აქ ვერცხლის სინაზე დადგმული ჭიქა წყალთან ერთად მოაქვთ. რათქმაუნდა თავაზიანად გვემსახურებიან, მათი მიზანიც ეგაა. ყველა შემოსული კლიენტი ერთად ერთია და განუმეორებელი..
შენც იგრძენი არა ვენის ხიბლი. რას იზამ, ვენის ვალსზე ვერ წავალთ, ჯერ ადრეა სამაგისოდ. ახლა კი უბრალოდ შენი არჩეული ყავა მოსვი და გაირინდე...გემრიელად მიირთვი. მგონი კარგი მოგზაურობა გამოგვივიდა...
მაშინ მომავალ ფინჯან ყავამდე...

Post a Comment

11 комментариев:

  1. პირველად წავიკითე პოსტი მუსიკის თანხმლებით.
    სხვა დროს მუსიკა როგორც წესი ყურადღებას მიფანტავს ხოლმე, ეს კი პირიქით :)

    ვფიქრობ, შენი პოსტები რომ ვიკითხო, მოგზაურობა აღარ დამჭირდება, ისე კარგად არის აღწერილი ყველაფერი :)

    ОтветитьУдалить
  2. გაიხარე ჰექსე:)
    სამოგზაურო კიდევ ბევრია ჯერ კიდევ. ასე რომ...
    იმედია შემდეგი მოგზაურობაც კარგი იქნება.

    ОтветитьУдалить
  3. იფ, რა გემრიელი იყო?! განსაკუთრებით მელანჟე და იმპერიალური ტორტი.. და თუ ვალსის სამ მეოთხელ რიტმს დავუმატებთ, ცოტა ფანტაზიასაც წავახმართ, მართლაც სამეფო მეჯლისზე აღმოჩნდები :))))

    ОтветитьУдалить
  4. დათო, ყავა არ მიყვარს და ჩაიზეც დაწერე რა რამე,თუ შეკვეთებს არ იღებ? :)

    არ გამისინჯავს მაგრამ მელანჟე ყველას ჯობია, ვიზუალურად მაინც:)

    ОтветитьУдалить
  5. ჩაი გიყვარს ძამა? კაი ბატონო :) მოვიფიქრებ რამეს. ყოველ შემთხვევაში აჭარული ხაჭაპური კი მაქვს და ჩაიც მოუხდება, მართალი ხარ ;)

    ОтветитьУдалить
  6. ძალიან კარგი პოსტი იყო, ძალიან მომეწონა.
    თან სურათები ხომ საერთოდ.

    ОтветитьУдалить
  7. მიუხედავად იმისა რომ ყავის დიდი მოყვარული არ გახლავართ
    ნერწყვები მომადგა , თანაც ტორტების დანახვისას კი არა და ყავის :*

    ОтветитьУдалить
  8. მე მოგყვები საგამოგზაუროდ, ოღონდ ყავა მელანჟეს შენ იკისრებ ;) ყველაზე გემრიელად გამოიყურება და ახლა სიამოვნებით დავლევდი :)))
    მუსიკაც ძალიან მოუხდა, და ნამხვარიც მინდა, მოკლედ ყავის დალევის და ნამცხვრის ჭამის ხასიათზე დამაყენე :))))
    პარიზზე და კუისანებზე დაწერე რამე, თუ ოჩის არ იყოს შეკვეთებს არ იღებ :)))

    ОтветитьУдалить
  9. კარგი ბატონო. გადავხედავ სამოგზაურო მარშრუტს. ყავა თუ იქაც გემრილია შევივლი :)

    ОтветитьУдалить
  10. აი, თურემ სად უნდა ვიცხოვრო - ვენაში!
    ოღონდ მერე სტატისტიკა შეიცვლება და ყავის წლიური მოხმარება 12 კგ გახდება :)

    ОтветитьУдалить
  11. იყოს ვენა და ნუ განაღვლებს სტატისტიკა :)

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!