უჩვეულო ზაფხულია. ამინდს რომ თავი დავანებოთ, ბარე ათი მიზეზი მაინც მაქვს იმისთვის რომ 2018 წლის ამ ცხელ სეზონს უჩვეულობა დავწამო. თუმცა ამაზე მერე. მანამდე კი მორიგ გაქცევაზე ვისაუბროთ. ხო, გაქცევა. იმიტომ რომ მოგზაურობა დაგეგმილი და გათვლილი აქტია, აი გაქცვა კი სწორედ ისაა, რასაც ადუღებული ქალაქიდან თავის დაღწევის სურვილით ანთებული ადამიანები წამის მეასედებში ახერხებენ. ხოდა ესეც ასეა. ადუღებული ასფალტიდან, ამომხრჩობი საცობებიდან და ისტერიული ფასებიდან შორს - ზევით, მთებისკენ.
გამარჯობა ბახმარო
აქ ყველაფერი ისეა როგორც შარშან, შარშანწინ ან იმის წინად. ცვლილებების შეპარულ სიოს მხოლოდ რამდენიმე ზე კარგი ხარისხის, ახლად წამოჭიმული კოტეჯები თუ ამხელენ. მაგრამ ხალხში ბეჯითად დადის ხმა "ბახმაროს მალე ზამთრის კურორტის ბედიც ელოდებაო". წყაროზე თქვეს, ხო, "სილამაზის წყაროზე". ჩასასვლელად რომ იოლია, ამოსვლისას კი ისე იღლები, უკვდავების წყაროს ძებნას იწყებ.
მოკლედ ასე, ბახმაროს ამბებს მერე მოვყვები წვრილად. მანამდე კი აი ის, რისთვისაც ამოდიან აქ. ნისლი, მთები და არაჩვეულებრივი ჰაერი - ისუნთქე თავისუფლად.
ასევე ნახეთ
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!