დუნაის ნაპირას მიტოვებული ათობით ფეხსაცმელი, ქალის, მამაკაცის, ბავშვის... ყველა მათგანი ცხვირით მდინარის ნაპირისკენაა მიბრუნებული. თიქოს ესესაა გაიხადესო. ბუდაპეშტში ჩასულთ, თუ ეს ისტორია არ იცით, დუნაის ნაპირებთან სეირნობისას უთუოდ დაგაინტერესებთ ეს ამბავი. ზოგი უჩვეულო ინსტალაციად თვის, გარს უვლის და როცა ბარელიეფზე მოთხრობილ ამბავს ჩაუღემავდება - საგონებელში ვარდება. ეს ჰოლოკოსტის მსხვერტპთა პატივსაცემი ძეგლია. მისი ისტორია კი ისეთივე შემზარავია, როგორც საერთოდ ომი და ყველაფერი რაც ფაშიზმს უკავშირდება.
ებრაელ ტყვეებს დუნაის ნაპირთან უყრიდნენ თავს. განაჩენის გამოტანამდე ფეხზე გახდას თხოვდნენ. ორმოცდაათ,სამოც ადამიანს ერთან შეაბამდნენ ჯაჭვს. მიიყვანდნენ მდინარის პირას და მხოლოდ ერთს, რიგში პირველს ესროდნენ ტყვიას. მოკლულის ცხედარი ეშვებოდა წყალში და თან ითრევდა ჯაჭვით შემბულთ. ასე, ერთი ტყვიით ისტუმრებდნენ საიქიოს ათობით ტყვეს. ასეთი იყო ჯალათების "ეკონომია". მიტოვებულ ფეხსაცმელებსაც გადამუშავებაზე, ან შავ ბაზარზე უშვებდნენ...
ეს საშინელი ამბავი კი აი ასე, საოცრად სევდიანი მონუმენტით შემოინახეს ბუდაპეშტში. ინსტალაციის ავტორი დიულა პაუერია.
ეს სევდიანი ებრაელიც სწორედ მაშინ მოვიდა, როცა ფეხსაცმელების გადასაღებად საუკეთესო რაკურს ვარჩევდი. ჩამოჯდა იქვე და.. ატირდა. ხო, ტიროდა. მისი ცრემლები მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როცა სურათის გადასაღებად მივუახლოვდი. თუმცა ვეღარ შევძელი, მომერიდა... მივხვდი რომ უადგილო იყო უკვე ჩემი პაპარაცობა. ის სევდა, რომელიც ამ ძეგლის შემყურეს გულში მიტრიალებდა გამიასმაგდა და გაცოცხლდა. წარმოდგენაც კი არ შემიძლია რა ტრიალებდა ამ მამაკაცის გულში და ფიქრებში.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!