როცა ფოტოაპარატს შეიძენ და როცა პორტრეტებზე, ქალაქის ხედებზე, მიკრო და მაკრო გადაღებებზე ექსპერიმენტების ხანა გაივლის, გული სახეტიალოდ გიწევს. აი იქეთკენ, სადაც ახალი ჰორიზონტებია, ჯერ უნახავი, ჯერ არ განცდილი გრძნობები და ფერები. ფერები რომელსაც შენს თვალთან და გონებასთან ერთად შენი ციფრული კამერაც თავისებურად აღიქვამს, ამუშავებს და სამომავლოდ აჩერებს დროში. ვიცი, მალე დადგება დრო როცა სული ამიწანწალდება და ჩვეული, მოჯადოვებული წრის გარღვევას მომთხოვს. სწორედ მაშინ ვიწყებ ფიქრს იმ შორეთზე, რომელიც ელის ჩემისთანა სულით მაწანწალა მშვილდოსანს.
კომფორტმა გამასულუქა. მომთენთა. ამიტომაც ცოტა ეჭვისთვალით ვუყურებ ყველა იმ პერსპექტივას რაც ინტერნეტთან, ტელევიზორთან, ტელეფონთან და თანამედროვე ცხოვრების კიდე ათასს ხაფანგთან განშორებას მიქადის. მაგრა საკნარისია აი ასეთი ფოტოები ვნახო და ეს ყველაფერი, ეს ბალასტი უკან რჩება...
სიზარმაცის გამო ( და რიგი სხვა მიზეზებისა გამო ც ) მინდა კიდევ ერთი, ამჯერად არა ყავის გამო წამოწყებული, არამედ უბრალოდ... სივრცეში დასაკარგად წამოწყებული მოგზაურობა შემოგთავაზოთ.
ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს ამ ფოტოების თვალიერებისას.. ეს ყველაფერი... ან ერტი მაინც.. თქვენი გადაღებული რომ იყოს ?!
კომფორტმა გამასულუქა. მომთენთა. ამიტომაც ცოტა ეჭვისთვალით ვუყურებ ყველა იმ პერსპექტივას რაც ინტერნეტთან, ტელევიზორთან, ტელეფონთან და თანამედროვე ცხოვრების კიდე ათასს ხაფანგთან განშორებას მიქადის. მაგრა საკნარისია აი ასეთი ფოტოები ვნახო და ეს ყველაფერი, ეს ბალასტი უკან რჩება...
ეს პატაგონიაა. სამხრეთ ამერიკის საოცარი მხარე. მოდი არ დავიწყებ იმის დახასიათებას თუ როგორია, რანაირია და რა ხდება იქ. უბრალოდ ჩართე მუსიკა და წარმოიდგინე რომ ფოტოაპარატით ხელში აი აქ ხეტიალებ.
ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს ამ ფოტოების თვალიერებისას.. ეს ყველაფერი... ან ერტი მაინც.. თქვენი გადაღებული რომ იყოს ?!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!