Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ყვავილები ჩემი შეყვარებულისთვის

ყვავილები ჩემი შეყვარებულისთვის
რამოდენიმე დღის წინ პრეს კაფეში მოკალათებული ნება-ნება ვსვამდი ყავას და ვიქექებოდი ინტერნეტში. ვერც კი შევამჩნიე თუ როდის დავრჩით მარტო მე და პრეს კაფის მომსახურე პერსონალი. საკმაოდ გვიანი იყო. დაცარიელებულ კაფეს გადავხედე და ... არ ვიცი საიდან, მაგრამ ჩემი ძველი - უკვე მივიწყებული ჩანაფიქრი გამახსენდა - "კარგი იქნებოდა პატარა გამოფენა". იდეა მემგონი საკმაოდ ხმამაღლა ნაფიქრი გამომივიდა, თედომ იფიქრა - ჯანდაბას, ექსპოზიცია მაინც შესაცვლელია - ო და მესამე საღამოს პრეს კაფის გაშიშვლებულ კედელს უკვე ჩემს "ნახატებს" ვაფარებდით. ეს ამბავი დიდად არ გამიხმაურებია. ან რა საჭირო იყო. ეგ გამოფენა კი არა დაობილი ნახატების გამზეურება უფროა. მაგრამ მე სხვა რამეზე მინდა მოგითხროთ...

როდესაც ნახატების დაბინავებას მოვრჩი და სახლში დავბრუნდი, საცოდავად გაშიშვლებული, ნახატების ადგილზედ გადასული სვირინგივით დატოვებული კვალით აჭრელებული კედლები დამხვდა. დავჯექი და ამ დაობლებული კედლების შემყურე გამახსენდა ჩემი პირველი გამოფენით გამოწვული პირველი ქათინაურებით აწითლებული პირველი ცქმუტვა, საოცარი განცდა და დაცარიელებულ სახლში დაბრუნებული სიცარიელის გრძნობა ... კარგი რამ იყო ეს...

შემდეგ ისიც გამახსენდა ... აი ის... სხვებს რომ არ გავხარ და ეს სხვებისთვის დისკომფორტი როა... განსაკუთრებით ბავშვობაში. როცა შენი ფანტაზია ზოგჯერ იმდენად დიდი და ლამაზია რომ სხვებს აბნევს... ხოლო ის რაც გაბნევს და ვერ ხვდები... ტყუილია... ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია იმათთვის - სხვებისთვის. შენ კი შენი დიდი და ლამაზი სამყარო ყოველდღე ახალი აღმოჩენებით გაოცებს.

ეს ყველაფერი ერთი წლის წინ ისევ დამიდგა თვალწინ. ოღონდ ამჯერად მე სხვას ვუყურებდი და სხვათი ვიყავი აღფრთოვანებული. ბათუმში ხელოვანთა ჯგუფმა საკმაოდ საინტერესო პროეტქი "ბათუმური ეზოს ისტორიები" განახორციელეს. საინტერესო პროექტი იყო. მაგრამ ჩეთვის ამ პროექტის სრულიად შემთხვევითი, მაგრამ ჩემის აზრით ყველაზე ღირებული აღმოჩენა ერთი პატარა მხატვარი გახდა, რომელიც ერთ პატარა ბათუმურ ეზოში ცხოვრობს. მაგრამ მისი სამყარო გაცილებით უფრო დიდი და ლამზია ვიდრე ნებისმიერი ეზო, ქუჩა და ქალაქი.

როგორც შევატყვე მისი ფანტაზიის გადამკიდეს თანატოლები დიდი ნდობით არ უყურებენ. ძნელია მათვის იმის გარჩევა სად სტუის და სად ამბობს სიმართლეს. თან სულ ხატავს, რაღაცეებს აკეთებს, ქმნის... მოკლედ მაგარი უცნაური ვინმეა. მაგრამ მაინც მეგობრობენ, უსმენენ, აფასებენ. ისიც არაფერს ეპუება და თვითგამოხატვის ყველა ხერხს მიმართავს. ის ხომ პატარა, ძალზედ ნიჭიერი და მეოცნებე - დიდი ადამიანია. თან თურმე შეყვარებულიც .



ხოდა ჩემს გამოფენაზე მეტად დღეს სწორედ ეს ადამიანი მინდა გაგაცნოთ. თუმცა ამას ის თავადაც ჩემზე უკეთესად მოახარხებს. იცნობდეთ - ბუბა რუსიეშვილი. მხატვარი მეზობელი ეზოდან.

- დღეს გამოფენა მაქვს...
- იცი?! ... დაჟე გამოფენაშიც ტყუის ...
- უფ .....
- ბიჭო, იი მილიციონერია თუ რაია ?!
- ხოო...
- აი იია, უცხოპლანეტიელი ?!
- ხოო... აუ დედა, ტელევიზია არ მოვა?! დეეე... ტელევიზია არ მოვა ?!




No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]