ყველა ქალაქს თავისი განწყობა მოაქვს. ყველა ქალაქს თავისებურად უტყდებიან სიყვარულში. თბილისისს ძველი, ქალაქური სიმღერებში. ქუთაისს გიტარაზე აკვნესებულ, ჩაკვარახჭინებულ ჰანგებში. ბათუმს კი სულ სხვანაირი სიმღერა შეშვენის. აი ისეთი - ვაჟა ტუღუშის სიმღერების ნაირი. რამდენ ჩვენთაგანს ჩაგვრჩენია მისი სიმღერა, მელოდია, მოტივი მეხსიერებაში. თან გაგვყოლია და გვიღიღინია
ძნელია გადმოსცე გრძნობა სიმღერით. ძალიან ძნელია სათანადო სიტყვები, მოტივი და მელოდია მოუგონო შენს საყვარელ ქალაქს . თუმცა ის არ იგონებს, ის უბრალოდ წერს იმას რასაც ქალაქი, ნაპირი და ზღვა კარნახობს. მისი სიმღერების წყალობით ყველას, მიუხხედავად იმისა თუ სად იმყოფება - გაასმაგებით უყვარდება და ენატრება ბათუმი. თუ ბათუმზე გემღერება - ეს ვაჟას სიმღერებია
დღეს მინდა ეს ადამიანი უფრო ახლოს გაგაცნოთ. ყოველგვარი პათოსის, ჰალსუკის და ჩარჩოს გარეშე. მთვარის კლუბის სტუდიის სტუმარი ვაჟა ტუღუშია
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!