ბათუმში თოვლი ეს ის მოვლენაა რომელზეც დიდხანს შეიძლება საუბარი. მაგრამ გამომდინარე იქედან რომ საუბრის თემა რარიგადაც არ უნდა ვაუღლოთ მაინც თოვლი იქნება, მოდით ოდნავ შეცვალოთ მისი განილვის კუთხე და სულ სხვა, ნაკლებად რომანტიული მხრიდან მივუდგეთ. კი, კარგია ფაფუკი თოვა, ღრაჭუნა თოვლი, ცხელი შოკოლადი და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ აქვს ზამთარს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი რასაც ყინვა ქვია და რაც არც თუ ისე საამო რამაა. ეს ჩვენ, სუბტროპიკულ სარტყელში ვცხოვრობთ და ვწუწუნებთ. წარმოიდგინეთ როგორი "გაყინული" პოსტი იქნებოდა ეს, ამას რომ კანადიდან, კვებეკიდან ვწერდე. რატო კანადა და არა ციმბირი ან ალიასკა? ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გამო, უფრო სწორედ მოვლენის გამო, რასაც ყინულის წვიმა ეწოდება. (მართალია 2010 წელს მოსკოვშიც გაყინულწვიმებულა. მაგრამ კანადაში ეგ ცოტათი უფრო ხშირად ხდება.
დააკვირდით, ეს უბრალოდ ბალახია. დანარჩენი ზედ მიკრული ყინულის მასაა. წარმოიდგინეთ რა მასას უძლებს ხეები |
მოკლედ რომ აგიხსნათ ყინულის წვიმა ეს მეტად საინტერესო ატმოსფერული მოვლენა ძირითადად თბილი ატმოსფერული ფრონტის (ეგ სიტყვა მაგრად ჟღერს, ტანკისტი ბაბუა მახსენდება) შედარებით ცივ 0 გრადუსიდან -15 გრადუსამდე ფრონტის შეხვედრის დროს ხდება. როგორც წესი თბილი ჰაერის მასები ცივი ჰაერის მასებზე ზემოთ მიედინებიან. თოვის დროს ფიფქი თბილი ჰაერის ფენის გავლისას დნობას იწყებს, ხოლო როცა ისევ ცივ ფენას აღწევს (უკვე მიწასთან ახლოს) ის კვლა იყინება მაგრამ არა მთლიანად. წარმოიქმნება ერთქვარი ყინულის ბურთულა რომლის შიგთავსი გამდნარი (ფიფქად ყოფილი) წყალია. სწორედ აბ ბურთულების მიწაზე სკდომს ქვია ყინულის წვიმა. ერთი შეხედვით ეს ძალიან მომხიბვლელად ჟრერს, მაგრამ მერწმუნეთ. კანადის და რუსეთის ზღვისპირა ზოლის მცხოვრებლებისთვის ეს მოვლენა ხუმრობის თემა ნამდვილად არ არის. რეკორცმენი მაინც კანადაა, სადაც 1998 წელს ყილულოვანი (ან ყინულის) წვიმა 80 საათის განმავლობაში მოდიოდა და ნალექის წლიურ ნორმას ორჯერ გადააჭარბა. მიყენებულ ზარალზე დაწვრილებით არაფერს ვიტყვი. ის კოლოსალური იყო. უბრალოდ გთავაზობთ ფოტოებს, რათა თქვენ თავად წარმოიდგინოთ ამ მოვლენის "შნო და შარმი".
პ.ს. ისე და ... ცოტა კი წამწინწკლა გულმა, რა კარგი გადასაღები იქნებოდათქო. მაგრამ.. ჩვენი დანესტილი ბათუმისთვის ესეთი ყინულის წვიმა... გამყინვარების ხანად იქცეოდა.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!