Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ცხელი შოკოლადი გინდა!? გეპატიჟები

ცხელი შოკოლადი გინდა!?  გეპატიჟები
დროა ჩემი ვირტუალირი კაფის კარები ისევ შევაღო. საზაფხულოდ დატოვებულმა რეცეპტემბა როგორი შეგედი გამოიღო ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შენი აქ შემოსვლის სიხშირით თუ ვიმსჯელებ... საკმაოდ შეგყვარებია ყავა და შოკოლადი. ხო ასეა!? ხოდა ძალიანაც კარგი!

დღეს ყავას არ შემოგთავაზებ. შემოდგომა მოვიდა. ახლა აივანზეა კარგი ჩამოჯდომა და რაიმე სასიამოვნო, ცხელი სითხის მიღება დიდი, სქელკანიანი ჭიქით. ხოდა მოდი ასე მოვიქცეთ, მე სასმელს მოვამზადებ და მერე ერთად გავიდეთ აივანზე. წვიმას არ აპირებს, მგონი კარგი საღამო უნდა იყოს.
ხოდა ასე. მოდი დღეს ცხელ შოკოლადს მოვამზადებ. ხო ცხელ, გემრიელ შოკოლადს.



რაა? რა ფხვნილით. ერთი იცოდე, ის ვინც ამტკიცებს რომ ცხელი შოკოლადის მომზადება კაკაოს ფხვნილიდან შეიძლება, აზრზე არ არის რას ნიშნავს ცხელი შოკოლადი.

ხოდა ასე. ეს ალბათ ყველაზე ძველი და შორეთიდან მოსული სასმელია. ტროპიკულ ამერიკაში ის ძალიან უყვარდათ. იმდენად რომ მათ (როგორც უკვე ვთქვი) ღმერთების საჩუქარს უწოდებდნენ.

მაშინ როცა 1519 წელს გენერალმა კორტესმა ატსტეკების ულამაზესი ქალაქები მოინახულა, ეს ის დრო იყო როცა ოქროს ბრწყინვალებას მისი გონება ჯერ კიდე არ ქონდა საბოლოოდ დაბნელებული. ატსტეკების ბელადმა, ღრად პატივცემულმა და კარგად გარუჯულმა მონტესუმ მეორემ სტუმრებს, ოქროს თასში ჩასხმული, კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული, ვანილითა და წიწაკით შეკაზმული მაცოცხლებელი უჩვეულო სითხით გაუმასპინძლდა. კორტესმა დალია, ოქროს თასი ხომ მოეწონა და მოეწონა. სითხეც მოსწონებია, ულვაშები მოუწურია და უკითხავს:


- ყველაფერი კარგია მონტესუმ მონტესუნოვიჩ, მაგრამ ეს რა დაგვალევინეო
- ო ჩემო ერნან, ეგ ჩოკოლატლია-ო- ასე ეძახდნენ ისინი აქაფებულ-ადღვებილ წყალს
- რას მეუბნები? ჩოკოლატლიო - აუწევია წარბები კორტეს
- კი ეგ არისო, პოტენციასაც შველისო- უპასუხა ბელადმა (რითაც საკმაოდ სახელგანთქმული იყო მონტსუმი თურმე. დასტურად სამეფო კარის ქალებმა ჩაიკისკისეს) გონებასაც ხსნისო და ტვინს მუშაობაში უწყობს ხელსო .
- ოქრო კაცი ხარ შენ ჩემო მონტესუმ, დამისხი აბა კიდევო - უთხრა კორტესმა და მერე რაც მოხდა შოკოლადს უკვე აღარ ეხება...

სამშობლოში დაბრუნებულმა კორტესმა ოქრო-ზურმუხთან ერთად კაკაოს მარცვლებიც ჩამოიტანა. ესპანეთში ეს უჩვეულო სასმელი საკმაოდ კარგად მიიღეს. კორტესმა მექსიკაში შ.პ.ს კოტრესი დაარსა საიდანაც მოდიოდა კაკაოს მარცვლების ძირითადი ექსპორტი. სამეფო კარის "პერო" საზოგადოება ძალიან ყვარობდა ამ სასმელს და მისი მომზადების წესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო საიდუმლოც გახდათ. (სწორედ ისე როგორც არაბული ღვინო) ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ამ საიდუმლოს გამხელა-არ გამხელას 80 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

... ჰა, შოკოლადის მოდუღებას რამხელა ამბავი ქონია!?.. მართალი ხარ, ჯერ სადაა...

ხოდა ჩემო. იმას გეუბნებოდი რომ მართალია ესპანეთის სმეფო კარი დიდის ამბით ინახავდა შოკოლადის სასმისის საიდუმლოს. მაგრამ დროთა განმავლობაში როგორც ყველა, ასევე ეს საიდუმლოც გამჟღავნდა და იეზუიტების ორდერამდე მიაღწია.


ღრმად პატივცემული იეზუიტები ბერები ლოცვების შემდეგ ამ მადლიანი სასმელის გაკეთილშობილებაზედ იღწოდნენ. სწორედ მათი ინიციატივით ამოიღეს რეცეპტიდან წიწაკა. დაუმატეს თაფლი, არომატისთვის დაუმატეს ვანილი (ესპანელების შემდეგ თორე ატსტეკებმა ქე იცოდნენ მისი მადლი ) და და როცა შოკოლადის მომზადების პრცესში მისი სიტკბოს გასინჯვა მოუნდათ -  ჰოი საოცრებავ, ეს ღვთაებრივი სასმელი ცხელი გაცილებით გემრიელი ყოფილა ვიდრე ცივი - წამოიყვირა ერთმა. -ჰოი ძმაო, წამოდი მადობა შევწიროთ მაღალ ღმერთს- თქვა მეორემ. ცხელი უმჯობეს არს - დაასკვნა მესამემ და მას შემდეგ დაადგინეს რომ შოკოლადი ცხელი და ტკბილი სჯობს დასალევად.

... ჰო, მადლობა მათ, თორე დაგალევინებდი ახლა წიწაკიანს და ცივს ...

მერე რა მოხდა? მერე ის მოხდა და ამბავი იტალიამდეც ჩავიდა. ესპანეთის ქალაქ ოხაკაში ბერებთან სტუმრობისას, ერთი საკმაოდ სანდომიანი ადამიანი, ფრანჩისკო კარლეტტი დაინტერესდა ამ ჩინებული სასმელით და რა იტალიელი იქნებოდა ამაში მოგების შანსი და გზები რომ არ დაენახა. სწორედ პატივცემული კარლეტტი გახდა ის ადამიანი ვინც შოკოლადი ფართო მასებისთვის მისაწვდომი გახადა და ბოროტი კორტესივით მხოლოდ სამეფო კარის კაპრიზებს არ ასრულბდა. მას შემდეგ შოკოლადის კაფეები იტალიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიხსნა, იტალიიდან ეწვია შოკოლადი გერმანიას, საფრანგეთს და შვეიცარიას. ხო შვეიცარიას ბატონო.

თუ საქართველოში ქალს მზითვებში ვეფხის ტყაოსანს ატანდნენ. ევროპაში, სამზითვო დავთარში ყავის რეცეპტი იყო ბატონო. ესპანეთის მეფის ქალს ანნა ავსრიელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ მეცამეტეზე მითხოვებისას ეს ღრმადპატივცემული სამსელის რეცეპტიც გააყოლეს. გადარეულა ლუდოვიკოს ოჯახი, ეს რა რძალი შემოგვივიდა ოჯახში, ეს რა კარგი რამ გვასწავლაო. მას შემდეგ საფრანგეთის სამეფო კარი და თითქმის ყველა ლუდოვიკო ( ნუმერაციის მიხედვით) ძლიე ეტრფოდნენ ამ სასმელს.

მას შემდეგ ბევრი შოკოლადი დაილია. მალე ესპანეთმა დაკარა მონოპოლია კაკაოს მარცვლებზე.  საუზმის შემდეგ ცხელი შოკოლადის დალევა კი კარგ ტონად იქცა, მან დოვლაიანობის და პერსპექტიულობის მაუწყებელი ელემენტის სტატუსი შეიძინა.
სვამ ცხელ შოკოლადს?- ესეიგი შენ გამორჩეული ხარ.
ცხელი შოკოლადი ბევრი შემოქმედის მუზა გამხდარა. რამდენი პოეტი, მწერალი, დრამატურგი მიუყვანია მას მშვენიერ გადაწყვეტილებამდე ვინ იცის. ყველაზე საინტერესო კი მაინც "მეშოკოლადე გოგონას" ამბავი გახლავთ.

La Belle Chocolatière

ამ ნახატის ფოტორეპროდუქცია, უკეთეს შემთხვევაში ნახატი მაინც ალბათ ბევრჯერ გინახავს. მაგრამ იცი თუ არა რომ ამ გოგონამ ლამის ზღაპრული კონკიას ბედი გაიზიარა!? მოდი ამ ამბავსაც მოგიყვები... დასალევი ჯერ კიდევ ბევრია...

ხოდა ასე. ეს ამბავი 1745 წელს, ვენის ერთ კაფეში მოხდა. დიდგვაროვანმა ბატონმა, კნიაზმა დიტრიხშტაინმა ცხელი შოკოლადის დაგემოვნება გადაწყვიტა. მაგიდასთან მოკალათდა. თამბაქო გააბოლა და მორჩილად დაელოდა თავის შეკვეთას. მოუტანეს, დაუდგეს, მოსვა, ეამა, ზემოთ აიხედა და ... მის წინაშე მშვენიერი გოგონა ანნა ბატლაუფი იდგა. მამამისი, ბატონი მელხიორ ბალტაუფი გაკოტრდა და ანნა იძულებული იყო სამსახური დაეწყო. ანნამაც ამ კაფეში სცადა მიმტანობაში თავისი ბედი და აი ბედიც. კნიაზს ძალიან შეჰყვარებია ერთი ნახვით ანნა და ერთი მოსმით შოკოლადიც. იმდენად შეყვარებია რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოუყვანია ცოლად. ახლად შეუღლებულს კი მეუღლის გაცნობის იმ ულამაზესი წამების აღსაბეჭდათ იმ დროისთვის მოდური მხატვრისთვის, ლიოტარისთვის სწორედ ეს ნახატი შეუკვეთავს. ანნა ოფიციანტის ტანისამოსით და ცხელი შოკოლადით ხელში. (ამ ისტორიის კიდევ ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ მოდი ამას დავჯერდეთ. რომანტიკა და რამე )

იმ დროს შოკოლადს ფილებით ყიდნენ. დიდი, მძიმე ფილებით. ჩამოგიტეხავდნენ და აგიწონიდნენ რამდენიც გინდოდა. ამ შოკოლადს არც შაქარი ქონდა და არც ვანილი. მას მოდუღებისას კლიენტის პირის გემოს მიხედვით ამატებდნენ. თავად შოკოლადს დღევანდელი "ჯეზვეს" მსგავს თავსახურიან ჭურჭელში ადუღებდნენ. აბა ამძვირად ღირებულ სითხეს ხომ არ დაღვიდნენ. ეს იფიქრეს, იფიქრეს და ბოლოს 17 საუკუნეში მოიფიქრეს,"მოდი შოკოლადის სასმელ ფინჯანს ლამბაქიც მოვახმაროთ. სადაა დასაღვრელი შოკოლადიო" ალელუია, მას შემდეგ შოკოლადს ლამბაქიანი ფინჯნებით სვამენ.  ცხელ შოკოლადს საკმაოდ სქლად ადუღებდნენ, მის ზედაპირზე ცხიმის აპკიც კი კეთდებოდა. საკმაოდ მაგარი დასალევი იყო, ამიტომ რძის შერევა დაიწყეს. რძის წყალობით შოკოლადმა საგრძნობლად შესამჩნევი სიმსუბუქე შეიძინა და მისი დალევა უკვე ბავშვებსაც შეეძლოთ.

ასე ნელინელ ადიგა შოკოლადმა ფეხი და მოედო მთელს სამყაროს. მალე კაკაოს ფრვნილის რეცეპტურა შეიცვალა. გახეხილ კაკაოს მარცვლებს, ვაილსა და შაქარს უმატებენ კაკაოს ზეთს 30-40% თანაფარდობით, რის შედეგადაც ის გაცილებით ხსნადი და ადვილად დასამზადებელი ხდება. თავად ცხელ შოკოლადს კი კვლავაც გალმღვარი შოკოლადის ფილიდან აკეთებენ. აი ასე, 


250 მლ 10% რძე
200 გრამი შოკოლადი ( მწარე ან რძიანი, ეგ გემოვნებაზეა დამოკიდებული)
2-3 წყალი
შაქარი და ათქვეფილი ნაღები ასევე გემოვნებისამებრ

გაალღვე შოკოლადის ფილა. ხშირად ურიე რომ არ დაგეწვას. დაუმატე ოდნავ წყალი. ცალკე წამოადუღე რძე. წამოდუღებული რძე დაუმატე ჭიქაში ჩასხმულ შოკოლადს და მოურიე. ცოტა ადროვე და შემდეგ ოდნავ, ფრთხილად ათქვიფე. ხო ოდნავ. აი ასე. პატარა ბუშტუკები გაუჩნდა და ოდნავ შესქელდა კიდეც. ზომოდან რაც გინდა ის მოაყარე, თუ გინდა რძის ქაფი დადე და გახეხილი შოკოლადი მოაყარე. შოკოლადი არასდოს არ არის ბევრი.


აი ასე. გავიდეთ ახლა აივანზე, გამომართვი შენი ცხელი შოკოლადი. ხედავ რამხელა ისტორია მოგიყევი? ხოდა ახლა შენი ხმა არ გავიგონო. ჩაჯექი სავარძელში გემოზე, სვი ცხელი შოკოლადი და იყავი არხეინად. მე ასე მინდა !!! 
შეგერგოს.

6 comments:

  1. yummy...სიამოვნებით დავაგემოვნებდი ,,პირველყოფილ” შოკოლადსაც :)

    ReplyDelete
  2. ხოო. ის პირველყოფილი შოკოლადი მართლა საინტერესო რამ იქნებოდა, თაისი პირველყოფილი ვნებებით :)

    ReplyDelete
  3. აუუუ... მომინდა. თან ისე საშინლად წვიმს გარეთ რომ ცხელი შოკოლადი ახლა იდეალური რამ იქნებოდა. გეთანხმები, კაკაოდან გაკეთებული "ცხელი შოკოლადი" მაგარი სისულლეა. ეგ შედედებული კაკაოა და არა ის რასაც ცხელ შოკოლადს ეძახიან. აუ, გახსენი რა ბარი. ჰა!?

    ReplyDelete
  4. წვიმას უხდება უდაოდ :) კაკაოზე მართალი ხარ. ბერს ეშლება. ამბობენ შოკოლადიც ხომ კაკაოდანააო. ეგ იგივეა თქვა ხსნადი და დაფქვილი ყავა ერთიაო. :) ბარზე ვიფიქრებ. გმადლობ

    ReplyDelete
  5. რა კარგად გავატარე დროოოო! - დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, ფანტასტიური მუსიკისთვის, საინტერესო ამბებისთვის და უგემრიელესი ცხელი შოკოლადისთვის. შემდეგი სტუმრობისას, შენი მომზადებული ცხელი შოკოლადის რეცეპტი უნდა გამიზიარო ;))

    ReplyDelete
    Replies
    1. :) შემოიარე, დიდი სიამოვნებით გაგიმასპინძლდები. მითუმეტეს ცხელი შოკოლადის სეზონი მოდის.

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]