გამარჯობა, როგორ ხარ? ხო, ვიცი. დიდი ხანია უკვე ვირტუალიურ კაფეში არ შემიხედავს და საყვედურიც მიღებულია. მითუმეტეს სეზონზე თუ არ ვამუშავე ჩემი ვირტუალური კაფე.. დავრჩი მოგების გარეშე და ეგარის J. დღეს რაღაცით გამოვასწორო მინდა „ჩავარდნა“. მოდი ჩემს კაფეში დაგპატიჟებ. ნუ გეშინია, აქ სიგრილიე. ბოლოს და ბოლოს ზღვას გადაჰყურებს ღია აივნით და სიგრილე იქნება აბა რა.
ნუ ღელავ. პლაჟთანაც ახლოსაა. ყავა დავლიოთ და მერე გადავიდეთ. ხო, წიგნიც აიღე თუ გინდა. ჩემთან პლიაჟზე ბიბლიოთეკაც მუშაობს. ოდესელემაც მომბაძეს, იმათმაც გააკეთეს ბიბლიოთეკა პლაჟზე. აიღებ წიგნს, წამოწვები და კითხულობ. შემდეგ თუ გინდა სახლშიც წაიღებ. ძალიან კარგია არა!? თუმცა მანამდე მოდი, შემოდი. აქ დაჯექი და ამჯერად მე თავად მოგემსახურები.
ცხელ ზაფხულს რამოდენიმე, ასე ვთქვათ საზაფხულო ყავაა ძალიან აქტუალური. არა, უბრალოდ ადღვებილ ხსნად ყავას არ შემოგთავაზებ. მაგას როგორ გაკადრებ J მხოლოდ ნამდვილი.
მაინც რამდენი სახეობა იცი!? ..კიდევ?... სულ ეგ არის? კარგი, მაშინ დავიწყოთ ყველაზე ადვილით. მოემზადე აბა!
ყავა გლიასე. ამჯერად მე მოგიმზადებ და შენ თავად გამოიცანი და შესაბამისად შეადარე იმას, რაც გლიასეს სახელით შემოუთავაზებიათ შენთვის თავმომწონე ბარებში.
გლიასეს მოსამზადებლად დაგვჭირდება - 100 მილიგრამი ნატურალური ყავა. – 50 მილიგრამი ნაყინი. – 150 მილიგრამი რძე და - 2 კოვზი ხსნადი შოკოლადი.
თავდაპირველად მაგარ ყავას ადუღებ. დაახლოებით ისეთს როგორიც ომაგი ესპრესოა. ადუღებულ რძეში ვადნობთ შოკოლადს. მაღალ, თერმოგამძლე ჭიქაში ვდებთ ნაყინს (ბურთულა) ვასხანთ მას ცხელ შოკოლადს და მხოლოდ შემდეგ ვუმატეთ ცხელ, მაგარ ყავას.
აი, პირველი ყავაც მზად არის.
მოგეწონა? ჯერ სადახარ. ასე იოლად არ გაგიშვებ. კარგა ხანია ყავა არ დაგვილევია ერთად. ხოდა უნდა გამოვასწოროთ. მარტო ერთ სახეობაზე ვერ გავჩერდები. მოდი ახლა ცივ ყავაზე გადავიდეთ. მითუმეტეს ზაფხულია, ცხელა და ეგზოტიკისთვის ზუსტად რომ ზედგამოჭრილი დროა. ხოდა მოდი ბარისტას მაგიერ ახლა მე მოგიმზადებ ყავას. თან რა ყავას. რძით და სიროპით, თან ცივიიი.
ერთი ჭიქა რძე მინდა. ორი სუფრის კოვზი სიროფი (ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული). ნაჯინი. ლიმონის წვენი და კარიცა... გემოვნებით.
შევურიოთ ერთმანეთს ერთი-ერთზე ყავა და შაქარი, დავასხათ ოდნავ წყალი და ნელ ცეცხლძე წამოვადუღოთ. არა გენაცვალე, რა ხსნადი რის ხსნადი. მხოლოდ ნამდვილი ყავა. ანადუღარი, გაციებულ რძეში ჩავასხათ ეს ჩვენს მიერ მოდუღებული მასა და ავურიოთ. ერთიც ნაყინი დავუმატოთ და ისევ მოვურიოთ სანამ ერთ მთლიან მასას არ მივიღებთ. პიკანტურობის მისაცემად ახლად გაჭრილი ლიმონიც დავაწუროთ, სულ რამოდენიმე წვეთი და თუ გნებავთ (ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული) ოდნავ კარიცაც მოვაყაროთ. რაკი პიკანტურობა ავიჩემე, მოდი ფორთოხლის პატარა ნაჭერსაც დავუმატებ და ეგარი...
მოიცა, ტუჩზე დაგრჩა რძის ქაფი J გემრიელია? ხო, უცნაური უფრო. შენ ალბათ ძირითადად ლატეს ითხოვ ხოლმე ზაფხულიბით ბარში ხო? გინდა გითხრა ნამდვილი ნაყინი ლატე როგორ მზადდება? თუმცა რაღა გითხრა, ბარე დაგალევინებ. არაუშავს, აქ ყავის გარდა იმდენი რამაა რომ კოფეინი იკარგება ლამის. საშიში არაფერია. თან ძალიან გემრიელია, მერწმუნე.
ტკბილეულობა თუ გიყვარს ჩემსავით, მით უფრო მოგეწონება. 6 სუფრის კოვზი შაქარი ხუმრობა საქმე არარის. 100 მილიგრამი ესპრესო. 420 გრამი ჩემი საყვარელი „სგუშონკა“ - შედედებული რძე რაღაც ვადა გასულივით ჟღერს და არ მიყვარს. 300 გრამი ნაღები და მოხალული ყავის მარცვლები. ხო, საკმაოდ საინტერესო ჩამონათვალია.
შაქარირი და მოდუღებული ყავა იქამდე ვურიოთ სანამ შაქარი მთლიანად არ გალღვება. დავუმატოთ შედედებული რძე, აჰა ხო ვთქვი!? და ნაღები. ჩმიღებული სითხე დავასხათ ყავის ჩქებში და მოვაყაროთ მოხალული ყავის მარცვლები. ეს ყველაფერი გავისტუმროთ საყინულეში რამოდენიმე საათით. ხოლო ერთი საათით ადრე, სანამ ვინმეს შესთავაზებ, საყინულიდან უბრალოდ მაცივარში შეგდი. კრისტალიზაცია დიდად არ უხდება.
ხო, ნაყინი ლატე სულ სხვაა. ღიმილზე გატყობ გსიამოვნებს. ძალიანაც კარგი.
რაკი კარგ ხასიათზე ხარ, მოდი კიდე ერთ ექსპერიმენტს შემოგთავაზებ. კოლა გიყვარს? ხოდა მით უფრო. მართალია კოლას წყალობით, უფრო სწორედ მასში არსებლი ათასგვარი კონსერვანტების, ფერის მომცემების, ემულგატორების და ათასი რაღაცის გამო კალორიების თაიგულია. თუ ეს არ განაღვლებს მაშინ კიდევ ერთი გემრიელი ყავის ნაირსახეობა გელის.
ყავა ნაყინითა და კოლათი. ჰაა, როგორ ჟღერს!?
ჯერ ყავას მოვადუღებ. შაქარი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ზედმეტია. ჩემთვისაც კი. ადუღებული ყავა დავასხათ მაღალ შუშის ჭქაში ოღონდ ისე რომ ერთ მესამედს არ გადავაჭარბოთ. მეორე მესამედი ცივი კოლათი შევავსოთ. ზემოდან კი ვანილის ნაყინი, ან პლომბირი. შენ რომელი გინდა? ვანილი რათქმაუნდა J ხოდა ვანილი იყოს. თქვენის ნებართვით ცოტა შოკოლადსაც მოვახეხავ ზემოდან და.. აი ინებეთ.
კარგია არა? მზე, ზღვა დასვენება. ისე და.. თუ ჯერ კიდევ სამსახურში ხარ და მაინც შემოიარე ჩემს ვირტუალურ კაფეში. შევეცდები გაგახალისო. მოდი გამოვიცნობ: კომპიუტერთან ზიხარ და ძალიან გინდა დასვენება... ძალიან გინდა შენი ყოველდღიური რუტინული ყოფა კომპიუტერივით Ctrl+Alt+Del - თი გადატვირთო.. ხო ასეა.
მე ბევრი მითქვამს თუ როგორ დადებითად მოქმედებს ყავა (ნამდვილი ყავა) ადამიანის გადაღლ ფსიქიკაზე. ხოდა მხოლოდ ყავამ რომ არ იმოქმედის. დიზაინერების მიერ შექმნილ ძალიან საინტერესო ყავის ჭიქებს შემოგთავაზებ. ისიც კომპიტერული კლავიატურასავითაა დამზადებული და თუ კი ასეთს იპოვი, გადაღლი თანამშრომლებთან ერთად მშვენიერი და ხალისიანი ყავა Ctrl+Alt+Del -ი გამოგივა J
ხოდა ასე. დღეისთვის ეს ვიკმაროთ. როცა გეცლება შემომიარე ხოლმე ვირტუალურ კაფეში. აქ მუდამ შემოგთავაზებ გემრიელ ყავას. ახლა კი დროებით გემშვიდობები. მომავალ ყავამდე.
ყავააა... აუუ, მომინდა <3 ... კიდე კაი შენი კაფე ვირტუალურია. თორემ ძნელი იქნებოდა მაქედან გამოსვლა.
ReplyDelete:) შენ წარმოიდგინე - ჩემთვისაც :)
ReplyDelete