Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მოდი, ესპრესოზე დაგპატიჟებ. ანუ - დაბრუნება იტალიაში N 1

მოდი, ესპრესოზე დაგპატიჟებ. ანუ - დაბრუნება იტალიაში N 1

დღეს ისევ მომეძალა ყავის სიყვარული. მითუმეტეს ღია ბარების სეზონი მოდის. ზღვასთან, ღია აივანზე, გემრიალი ყავით ხელში ჩამავალი მზის სილამაზით ტკბობას არაფერი სჯობს. მაგრამ მზის რა მოგახსენოთ, (მას არ ირჩევენ) აი გემრიელი ყავის არჩევა კი მართლაც დიდი საქმეა. ადრე გიამბეთ კარგი ყავის სიამტკბილობაზე. დაგპირდი კიდეც რომ ყავის სახეობებზე უფრო დაწვრილებით მოგითხრობდი, ხოდა... ჩემს ვირტუალურ კაფეში ამის დროც დადგა. მოდი დღეს იტალიას ვეწვიოთ ისევ. ვიცი ადრეც ვიყავით, მაგრამ გემრიელი ყავისთვის აქ ათასგზის დაბრუნდება კიდე ადამიანი. მითუმეტეს დღეს იტალიელი ბარისტი გვეყოლება. მართალია იტალიელი ყავამანის 10 მცნება კი გაგაცან, მაგრამ ვინიცობაა სხვაგან ინდომო ყავის დალევა ხო უნდა იცოდე რას სვამ? ხოდა იგემე ყავის მორიგი დოზა.
ყავის სახეობებზე შევჩერდი. მოდი რამოდენიმე დავაგემოვნოთ.
მოდი ესპრესოზე დაგპატიჟებ. ეს ის არ არის შენ რომ გგონია. თან ნახე რა ფაციფუცით აკეთებს? მიყვარს ამ ყავის ავტომატის ხმა. ხმაურობს, იტალიელივითაა. ჰა, ბარისტმა არ გაგვიგოს. ხოდა იმაზე გიყვებოდი.

ესპრესო - „სხვა დანარჩენი შეშლილი მსოფლიო რას ფიქრობს“ არ ვიცი, მაგრამ თუ  ყავის ჭიქას ესპრესოთი პირამდე გაავსევბ, ან თუ გინდ ნახევრამდე - ეს იტალიელისთვის სავსებით შესაძლებელია რომ სკანდალის მოწყობის საბაბი გახდეს. შენ ამით „ცოდვას“ სჩადიხარ. ამ საკმაოდ სქელ ყავას აქ მხოლოდ სპეციალური ჭიქით («Caffe»)- თი სვამენ,
 ან შუშის («Caffe al vetro») - ჭიქით. ხოლო ესპრესოს რაოდენობა ჭიქაში მხოლოდ რამოდენიმე ყლუპით განისაზღვრება. თუ უფრო ძლიერი ყავა გიყვარს, მაშინ «Ristretto»  (შეკუმშული) მოითხოვე. ეს უფრო სქელი, თითქმის ზეთოვანი სითხეა. აქ უფრო ძლიერი დოზაა კოფეინის და სულ რაღაც ერთი ყლუპი. ვისაც ყლუპზე მეტი უნდა დააგემოვნოს და სიამოვნებაც გაიხანგრძლივოს Café Lungo-ს შეკვეთას ვურჩევ. ეს ცოტათი წააგავს იმ ყავას რასაც ჩვენ ესპრესოს ვეძახით. ხოლო თუ იტალიელების რისხვა არაფრად გაღელვებთ, თამამად შეგიძლიათ მოითხოვოთ «Caffe a l’Americana» . აქ ყავის იგივე რაოდენობაა, მაგრამ იტალიური საზომით წყლის სასირცხვილოდ დიდი დოზაა, ლამის იმდენი რამდენიც კაპუჩინოსთვის. გაიჭყიპეთ გეთაყვაო -  გტყოდათ ალბათ ჩვენი ბარისტი.

ესპრესოს ცივსაც მიირთმევენ Caffe freddo, მაგრამ მხოლოდ ზაფხულობით. მას შუშის ჭიქით მოგართმევენ და როგორც წესი უკვე დაშაქრულს, თუ სიტკბო საკმარისი არ იქნება ყოველთვის შეგიძლია შაქრის სიროფით დაატკბო. თუ სიროფი არა მაშინ ჩვეულებრივი შაქრით. მაგრამ პირველს გირჩევ. თუმცა სხვა ნუკბარიც შეგიძლია შეუთავსო, მაგალითად შოკოლადი. 
იტალიელებს ესმით ამ საქმის. 

ესპრესოს მხოლოდ შაქრით არ აზავებენ. შემდგომისთის დაიმახსოვრე.


Caffe macchiato caldo (ცხელი ლაქით)- ესპრესოს დამატებული წამოდუღებული რძის მცირედი რაოდენობა.


Caffe macchiato freddo ( ცივი ლაქით) - ესპრესო იგივე რაოდენობით, ოღონდ ცივი რძის ნაზავით


Caffe corretto (გამოსწორებული) - ესპრესო არომატული კონიაკის მცირედი დოზით.

ასე რომ, ჩემო ყავის მოყვარულო მეგობარო. ამიერიდან თამამად შეგიძლია მოითხოვო შენთვის სასურველი ესპრესო. ხო მართლა, რაკი აქახარ იმასაც გეტყვი რომ ესპრესოს როგორც წესი საუზმის ან სადილის შემდეგ მიირთმევენ. თუმცა არც უბრალოდ თავის შესაქცევად ამბობენ მასზედ უარს. მგონი არც ჩვენ ვიტყვით ;)
ახლა დაგტოვებ. ბარისტ!!! - ვივა იტალია, მალე აქ ისევ დავბრუნდებით. დღეს მხოლოდ ესპრესოზე ვისაუბრეთ. წინ კი ოო, როგორი გემრიელი ისტორიები გველოდება..

1 comment:

  1. am game kide espresso mindoda mee? magaria. viva italia :) sagol

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]