კარგი ამინდის და შესაბამისი სითბოს მოლოდინში ჩემი ორ ბორბლიანი "ცხენი" მოთმინებით ითვლის დღეებს. სიმართლე გითხრა მეც მომენატრა ველოსიპედით გასეირნება. მითუმეტეს მანამ სანამ ველობილიკზე მობოდიალე რბო მომრავლდება ( ახლა მხოლოდ თითოოროლა დააბოტებს და მაინც ვერ ვხდები რითი ხიბლავთ ასე ეს ვიწრო ველო ბილიკი, როცა გვერდით ხუთი ამდენი ფართის სასეირნო ბილიკია ). მოკლედ ასეა თუ ისე ჯერ საამისოდ მაინც ადრეა. მაგრამ არასდროს არის ადრე რაიმე საინტერესო გაგიზიარო ან გაჩვენო ბლოგზე. რაკი ველოსიპედზე ვსაუბრობდი, ეგ იყოს თემაც. მოდად ქცეულ "ველოკულტურას" თბილისში შარშან ძეგლი "დაუდგეს".
გახსოვთ ალბათ რა ამბავი ატყდა ჟან დუპუის ქანდაკების გარშემო. ზოგი სარეთოდ იდეას უწოდებდა აბსურდულს, ზოგიც "ველოსიპედი ვჭამო"-თი აგრძელებდა, ზოგიც იმას იძახდა "ეს როგორ მოგვატყუეს!? ველოსიპედი გაფუჭებულია - ორთავე მხარეს ააქვს რული და სკამებიც უკუღმააო". მოკლედ საქართველოში ძეგლების თემამ შარშანდელი წელი მხიარულად გაგვატარებია. მაგრამ დღეს კიდე ერთ ველოზე, უფრო სწორედ ერთი მხატვრის მიერ შექმნილ კომპოზიციებზე მინდა მოგითხროთ კი არადა გაჩვენოთ ისინი.
ეს მხატვარი გახლავთ სერხიო გარსია (გოლფის მოთამაშე არა, სხვა). ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მივიდა იმ დასკვნამდე რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი მისი ბავშვობაა. ხოლო ამ ბავშვობის ოქროს წლებთან (სხვა სიმბოლოებთან ერთად) სამბორბლიანი ველოსიპედი აკავშირებს ჩვენს მოგონებებსო. ხოდა აიღო ეს ჩვენი სამგორგლიანი ველო და ისე აუღლა .... ისე აუღლა რომ ბავშვობა ოდნავ შემეცოდა კიდეც.
სერხიო ეტყობა ბავშვობაში სამგორგლიანი ველოსიპეტიდან მაგრა მწარედ გადმოვარდა.
ამ ყველაფრის შემხედვარემ ჩემი ახლანდელი ყოფის ჯერ კიდე არა ნაუღლებ ველოს გადავხედე და ამოვისუნთქე.
მოკლედ ასე. უბრალოდ გასართობად შემოგთავაზეთ ეს კოლაჟი. ახალი წელი იწყება და რავიცი კიდე რას დადგამენ ან რომელი ძეგლი სად გაიქცევა ...

No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!