06.02.2012

cappuccino - კაპუცინელ ბერთა საჩუქარი


კარგია რომ მოხვედი და არ დაგავიწყდა აქაურობა. ხო, მართალი ხარ. ცოტა მეც ვარ დამნაშავე. მივივიწყე ჩემი ვირტუალური კაფე. მაგრამ არაუშავს. გამოვასწორებ როგორმე ამ შეცდომას. წელს პირველად ვაღებ ჩემი ვირტუალური კაფის კარებს და გეპატიჟები. მერე რა რომ ზამთარია, ყავისთვის ხო სეზონი არარსებობს! მითუმეტეს თუ ეს ნამდვილი ყავაა.

მოდი, აქეთ მოიჩოჩე ღუმელთან. ეგ ხელთათმანები წაიძრე და დამელოდე ოდნავ. მალე შენს ხელებს დიდი, სქელკედლიანი თბილი ჭიქა გაათბობს. თავად ჭიქას კი ყავიდან მოდუღებულ სამსელებთა ოჯახის ალბათ ყველაზე ნაზი წარმომადგენელი,იტალიელი ბერების წყალობით ქვეყნად მოვლენილი - კაპუჩინო.

ფრაზა - „ა, რძიანი ყავა!? ვიცი ეგ“ არაფრის დიდებით არ წარმოსთქვა. ეგ თუ ვინმე გატყუებს რომ კაპუჩინო მხოლოდ რძისა და ყავის ნაზავია, ამიერიდან უთხარი რომ ბალზე ზის და ან ყავის მოდუღება ისწავლოს, ან ბლის ხეზეასავლელად შენ ნუ გეძახის. იჯდეს მარტო.

მოდი ამ ყავაზე ცოტათი უფრო დაწვრილებით გიამბობ.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ყავის მორჯულება და ჭკუაზე მოყვანაში არაბებთან ერთად ქრისტიან ბერებსაც არანაკლები ღვაწლი მიუძღვით. ამაზე გახსოვს ალბათ ყავის ისტორიის თხრობისას რო ვისაუბრე. ხოდა არც ეს სასმელია გამონაკლისი.

კაპუჩინო იტალიაში, რომიდან ოდნავ მოშორებით, ბერ კაპუცინთა (Monk-Capuchins)  მოკრძალებულ კელიებში დაიბადა. იტალიელი ბერები თავიანთ ინგლისელი კოლეგებისაგან განსხვავებით რძნიან ყავას სვამდნენ. დააკვირდნენ რომ რძე ყავაში ჩასხმისას საკმაოდ სქელ ფენას (ქაფს) იკეთებდა და რაღაცნაირ, სასიამოვნო გემოსაც კი ტოვებდა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ბერები ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენ და მათვის ასეთი უწყინარი გულის გასახარიც დიდი საჩუქარი იყო. გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ამ საინტერესო და გემრიელ ფაქტს ესოდენ დიდი ყურადღება დაუთმეს.
ბერებმა გემრიელი ქაფის მისაღებად ყავისა და რძის ერთად ათქვეფა-ადღვება დაიწყეს. სასმელი კი გამოვიდა გემრიელი, მაგრამ აი ქაფი!? ქაფი არ ჩერდებოდა დიდხანს. მათ კი უნდადათ ალპურ მთებში მოსული თოვლივით ქათქათა ქაფის დაგემოვნება. და ჰოი საოცრებავ, ერთერთ ბერს ნაღები გაახსენდა, ადღვებილი ნაღები. მაგრამ...

მაგრამ ყავა ცხელი იყო, ნაღები კი ცივი. ბერბს კი იმის ფუფუნება არ ქონდათ დანტისტთან ყოველ შაბათ-კვირას ეარათ. ამიტომაც გადაწყვიტეს რომ კბილებიც შეენარჩუნებიათ და რაიმე სხვა გზა ეპოვათ. იპოვეს კიდეც. დაიწყეს ცივი ნაღების წყლის ორთქლზე გათბობა. სულიერი და მორალური სრულყოფის გზაზე მავალმა მამებმა მალე ადღუღებული რძის ქაფის გამოყენებაც ისწავლეს. მაგრამ ეს საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა და დატანჯულ ბერებს ღმერთმა პატარა საჩუქარი გამოუგზავნა. თუმცა ამ საჩუქარს სახელიც ქონდა და პროფესიაც. არ ვიცი ეს ბურატინოს შემქნელი ადამიანი იყო თუ არა მაგრამ მას ნამდვილად ერქვა ჯუზეპპე და ის თვითნასწავლი მექანიკოსი გახდა. სწორედ მან მოიფიქრა და გააკეთა მსოფლიოში პირველი აპარატი კაპუჩინოს დასამზადებლად.

აპარატი ორი სექცისაგან შედგებოდა, პრველში წყალი დუღდებოდა და ორთქლად იქცეოდა. ორთქლად ქცეული  წყალი მილის საშუალებით მეორე სექციაში გადადიოდა სადაც რძის აქაფება ხდებოდა. თუმცა აქვე ისიც უნდა გითხრა რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ბერმა (პადრე კარლომ) რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი ნიჭით ასევე შექმნა აპარატი რომელიც ორთქლის საშუალებით აქაფებდა რძეს. თუმცა ის ამაზე არ შეჩერებულა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ხის მერქნის ორთქლით დამუშავების ტექნოლოგიაც. მოგვიანებით ამ მეტად საინტერესო მეთოდს პადრე კარლოს საპატივცემულოდ იმ ადგილის სახელი დაარქვეს სადაც ის დაიბადა. გაინტერესებს რა ერქვა იმ ადგილს!? გაგეღიმება და Pino-cio.

აი ასე მეგობარო, შენ ახლა ნამდვილ კაპუჩინოს სვამ, უგემრიელეს ყავას, რომლის თავზეც დათოვლილი აპლების დარად თეთრი, სქელი და გემრიელი ქაფის აისბეგი ტივტივებს, რომელიც ყოველს ყლუპზე თეთრად გითეთრებს ზედა ტუჩს, რაც ასე ძალიან გახალისებს.


დრო გადის. მეოცე საუკუნემ თავისი „დაღი“ ამ სასმელსაც დაასვა. დღეს უკვე ნებისმიერ ბარში დაგიმტკიცებენ რომ რძენარევი ყავა, რომლის თავზეც რძის საწყალი ქაფი ტივტივებს - კაპუჩინოა. ამას ემატება ათასგვარი ხსნადი ყავა - ეს ყავის სიმულაცია. წარმოიდგინე როგორ აღშფოთდებოდნენ კაპუცინი ბერები როცა ფხვნილზე დასხმული მდუღარე წყლით გაკეთებულ სასმელს შესთავაზებდი და ეტყოდი რომ ეს კაპუჩინოა.

არა. ნურც ნურავინ მოგატყუებს და ნურც თავად მოტყუვდები. აჩუქე შენს თავს ერთი ლამაზი საღამო. გამოძებნე დრო და წადი იქ, სადაც ნამდვილ კაპუჩინოს ადუღებენ. ანდა თავად სცადე, მერე რა რომ არ გამოგივა პირველსავე ჯერზე. არც იტალიელ ბერებს გამოსვლიათ უცებ. და თუ გამოგივა, ან კიდე თუ მაინც ბარი არჩიე. ორთავე ხელით აიღე კაპუჩინოთი სავსე ჭიქა. გათბი. გარეთ ხო ძალიან ცივა. იგრძნობ თუ როგორ იღვრება სითბო შემს სხეულში. გათბი და როცა პირველი ყლუპის შემდეგ ქაფით დასვრილ ზედა ტუჩს მოწმენდ დაფიქრდი. ვინ იცის იქნებ სწორედ შენნაირი კაპუჩინოთ ნასიამოვნები თბილი ღიმილით იღიმოდნენ კაპუცინი ბერები რომის შორიახლოს მდებარე კელიებში, როცა პირველად დააგემოვნეს კაპუჩინო.


გემრიელად მიირთვი.


Post a Comment

2 комментария:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!