Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"გურია არსებობს" თქვაა ( "ლაზიკა" კაია გეიხარე..მარა!? )

"გურია არსებობს" თქვაა ( "ლაზიკა" კაია გეიხარე..მარა!? )
გამეორება ცოდნის დედააო ამბობენ, ხოდა არ მინდა ტავტოლოგიად ჩამითვალოთ.. უბრალოდ ცოდნის დედასთან მაქვს ამჯერად საქმე. ფაქტია რომ ისევ მიწევს ამ თემის წინა პლანზე, (მდელოზე, დაფაზე, სააშკარაოზე და ასე შემდეგ ) წამოწევა. რამდენიც არ ვიყვირე "გურია არსებობს" და ის ისევ იქ არის სადაც იყოთქო, შედეგი მაინც არ მოიტანა. ეტყობა მარტო ერთი ადამიანის ყვირილი არ შველის ამ საქმეს. უბრალოდ გადაიკითხეს პოსტი, "კაია გურული იუმორიო" და გზა განაგრძნეს. მართალია გურული იუმორი ნებისმიერ კლიმატში, ნებისმიერ ნიადაგზე და ნებისმიერ შემთხვევაში ადაბტირებადი (ვისთვის მწარე და ვისთვის ტკბილი) "ხილია". მაგრამ მთლად ამ "ხილის" ამარა რომ დარჩა გურია და მისი უხვმსხმოიარობაც ვერ შველის დიდად ვერაფერს - ეგეც ფაქტია. ყველაზე ელემენტარულიც კი, რუსთავი 2 ის ამნდის პროგნოზში მოხვედრაც უფრო რთული საქმე ყოფილა ვიდრე ბენლადენის მკვლელობა.

გურული დედაკაცის არ იყოს კაი საწყევარი მასალა კია. „თქვენ გნახეთ ხვალინდელი დღიდან ამოღებულიო...“ დაფიქრდით იქნებ გაგახსენდეთ... გურიაა!!! დუმბაძე მაინც...
არაა, მეტი არაა ჩემი მტერი.

ახალ პროექტზე, ლაზიკაზე მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა. წამოწყება მართლაც გრანდიოზულია. ხუმრობა საქმე არ არის "ტიალ" ადგილზე ქალაქის აშენება. არც ის კოლოსალური თანხაა ხუმრობა საქმე რაც ამაზედ უნდა დაიხარჯოს. ჯერ რაც ნავარაუდევია და ერთი იმდენი რაც მერე კიდევ დასჭირდება. პრეზიდენტმა ბრძანა "ერთი ლაზიკა ბათუმის სახით უკვე გვაქვსო და ახლა ამას მივხედოთო". ძალიან კარგია. ბათუმიც შენდება და ეგ ლაზიკაც ააშენოს ღმერთმა მაგრამ (ოხ ეს მაგრამ) ზუსტად მაგ ლაზიკის, ფოთის და ბათუმის შუაშია ეს პატარა კუთხე რომელზედაც მე ახლა ვწერ.
თქვენთან ბოდიში მომიხდია და ... 90 იანების პრიოდის ერთი ანეგდოტი გამახსენდა:

"საახალწლოდ რეგიონებმა ძღვენი გაუგზავნეს შევარდნაძეს. მეორე დღეს ზარია თფილისიდან. გამწარებული შევარდნაძე ყურმილში გამოძვრა - კაცო, აჭარლებმა დამაფასეს, მეგრელებმაც პატივი მცეს და თქვენ რავა მომჭერით თავიო - რა ვქნათო უპასუხეს გურულებმა. ბათუმს პორტი უდგება, ფოთსაც პორტი უდგება და ჩვენ რაც გვიდგება ა ძამა, არ გვენანებაო"

მართალია პორტთან სიახლოვით და საპორტოდ ვარგისიანი ზღვისპირა ზოლით დიდად თავს ვერ მოვიწონებთ. მაგრამ მხოლოდ პორტი არ არის მემგონი რეგიონის განვითარების საწინდარი. საზღვაო სანაპიროს არანაკლები სილამაზითა და ხარისხითაა ცნობილი ურეკი და შეკვეთილი. თუმცა მოდით ისე, ყოველი შემთხვევისათვის ჩამოვთვლი რამოდენიმე (ჩემის მოკრძალებული აზრით) საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიულ პუნქტს, რომლებმაც შეიძლება მართლაც გაამართლოს მომავალში..თუ დროულად მიექცევა ყურადღება.

ურეკი. ( შეკვეთილი, წყალწმინდა ) კურორტი შავ ზღვაზე, რომელიც მაგნიტური ქვიშების წყალობით ძალზედ პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. კურორტი სადაც უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამართვაა საჭირო და არა ახლის აშენება (თუმც არც უმაგისოდ იქნება) ეს არის კურორტი რომელსაც ერთნაირად ხელსაყრელად უდგება როგორც სამანქანო გზაც და რკინიგზაც. იქვე შესაძლებელია მცირე ზომის თვითმფრინავების ასაფრენი ზოლის განახლებაც.

ბახმარო. კურორტი ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე. უნიკალური, ზღვისა და მთის ნაზავი ჰავა. რომელიც ჭლექს არჩენდა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში და არამგონია ახლა შეცვლილიყოს. კურორტი, რომელსაც მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის გამართვა და სწორი მარკეტინგი (პიარი) უნდა. აქ თოვლიც საკმარისად სათხილამუროა და ზაფხულიც საკმარისზე მეტად საამო.

ანასეული XX საუკუნეში აშენდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების, ასევე ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტები. ანასეული თითქმის დახურული პატარა ქალაქი იყო თავისი კულტურის ცენტრით, კინოთეატრით, სტუდენტთათვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლებითა და  მოსახლეობით სადაც სპეციალური საშვებით დაიშვებოდნენ სტუმრები.


ანასეულმა თამამად შეიძება საუნივერსიტეტო (სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების კვლევიტი ბაზის) ქალაქის ტვირთი ზიდოს. ამისთვის აქ ყველანაირი ბაზა არსებობს. ანალოგიური ქალაქის არსებობა თავისთავად წამოწევს (ამოქაჩავს) მიძინებული რაიონის ცხოვრებასაც.


ასკანიტის გადამამუშავებელ ქარხანაზე და მის პოტენციალზე აღარაფერს ვამბობ. გამაგრილებელი სასმელის "ბახმაროს", უამრავი ჩაის ქარხნების, სასათბურე მეურნეობების, იპოდრომის. მერიის უზარმაზარი მიტოვებული სამხედრო ქალაქის და სხვა ათასი რამის თაობაზეც ჩუ... ჯანდაბას, ჯერ აქედან დავიწყოთ.


ეს ის სამი პუნქტია რომლზედაც ნაჩქარევად გავაკეთე აქცენტი. მემგონი სავსებით რეალური და არც თუ ისე ძნელად გასაკეთებელი რამ დავწერე. მით უფრო თუ ლაზიკის აშენების უნარი გვაქვს... აშენებულის შეკეთების და კვლავ სულის შტაბერვის უნარიც სადღაც მაქვე ახლოს უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს სუფსაზე სანაოსნო გზებს ხომ არ ვითხოვთ. ექსპერიმენტების გურიას არ ეშინია. ყველას, ვისაც საბჭოთაკავშირში თავში რაღაც იდეა მოუვიდოდა პირველი აქ მორბოდა ფრთების შესასხამად (ასეთი არაერთი ახსოვს გურიას). მაგრამ განსხვავება ისაა რომ დარე მცდელობა (თუნდაც ხშირად წარუმატებული) მაგრამ მაინც იყო. ახლა კი ესეც ისეთივე იშვიათობა იქცა როგორც რუსთავი 2 ის ამინდის პროგნოზში გურიის თავზე ამონათებული მზე.




მართალია "გადარეული გურული" დღეს მხართეძოზე წამოაწვინეს. მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ ის პრობლემები რის გამოც ის "გადარეულად" შერაცხეს მოგვარებულია და დასასვენებლად "პუტიოვკა" გამოუწერეს. არცთუ შორეული ისტორიული წარსული გვახსენებს რომ გურულები "კაი ცხოვრებისგან " დასასვენებლად არ გავარდნილან ტყეში ფირალად. ხოდა ... აღარ გვინდა რეპეტე

ავაშენოთ ბატონო  ლაზიკაც, ფაზისიც, დიოსკურიაც და გავფართოვდეთ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მაგრამ გურიას ნუ დატოვებთ ქაჯთა ციხესავით მიტოვებულს.



მშვენდება, შენდება და ნათდება საქართველო . კი ბატონო, კარგია. მეტიც, ძალიან კარგია. მაგრამ... მიგვაყოლეთ მაგ საქართველოს ჩვენც ხომ შეიძლება!?


6 comments:

  1. მართალი პოსტია, დიდი იუმორით და დიდი ტკივილით :) ანეკდოტზე ვიცინე ბევრი

    ReplyDelete
  2. ხო, ანეგდოტი ძველია. აი პრობლემა კი ძალიან მწვავე! ძალიან ცუდია რომ ნაკლებად აქტიურობენ ამ მიმართულებით!!

    ReplyDelete
  3. რეპეტე :) ჩემი და ჩემი მეგობრების საყვარელი სიტყვა გურიაში.... :)

    ReplyDelete
  4. :) კი კაია, განსაკუთრებით მაშინ როცა კაი რამეზეა საუბარი :)

    ReplyDelete
  5. გაიხარე შენ, რა გემრიელად ჩამოგირაკრაკებია აი ჩვენი ტკივილი

    ReplyDelete
    Replies
    1. :) გაიხარე. მე კი დავწერე - ისინი რას შვებიან თორემ :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]