დღეს კრიმანჭულს ვღიღინებდი სამსახურში, გურულ ფირალებზე წიგნს ვფურცლავდი და მომხთურთა სიტყვიერ ღიტინს ხუმრობით ვიგერიებდი. ბოლოს ერთმა თავი გამოიდო არც თუ ისე შორეული წარსულის კარგად ცოდნაზე და გურულების ეკლესიისადმი დამოკიდებულება გაიხსენა ( ეს მისი ფრაზა იყო და იმიტო დავწერე " კი ვიცით გურულებს რა დამოკიდებულება გაქვთ ეკლესიისადმიო") დამღალა ფანატიკოსებთან საუბარმა, კამათით აღარ ვკამათობ, იმიტომ რომ აზრი არააქვს, ბოლოს მაინც ქადაგებაზე გადადიან და ადამიანი რომელიც კითხვაზე რატომ მპასუხობს მხოლოდ იმიტომ-ს ნამდვილად ვერაფერში ვერ დამარწმუნებს, უბრალოდ დამღლის. დასაღლელად კი ჩემი საქმეც მეყოფა სხვის დაკონსერვებულ მაზროვნებას რომ არ დავუთმო სივრცე. დღეს ახლობელმა ერთ-ერთი ტაძრის კედელზე გაკრული წარწერა "შარვლიანი დიაცები უფალს სძაგს" მაჩვენა და მივხვდი რომ სლოგანებით საუბარიც შემოდის ნელ ნელა ძალაში. მდაა. განსაკუთრებით გაქოფაკებული, თავგამოდებული, უმიზეზოდ ჯვაროსნული ლაშქრობის წამომწყები დიაცები მაოცებენ. ( ვიცნობ რამოდენიმეს ) ეს იმ კეტეგორიიდანაა კაცთაშორის სიყვარულს რომ ქადაგებენ და ფურცელზე საჩივარს რომ წერენ, ანუ გურიაში რო იტყვიან სული სამოთხეში უნდა და ტრ.. კარაქშიო. არ უყვართ ჩემთან კამათი, ბოლოს მწარდებიან და შენ გურული ხარ, შენგან აბა სხვას რას უნდა ველოდოთო... იმაზეც ვხალისობ, გურული რომ თითქმის ათეისტის სინონიმად ააქვთ ქცეული ამათ. ერთხელ მითხრეს კიდეც "თქვენ ეკლესიები დაანგრიეთო", დანგრეული ეკლესია უფრო დააფრთხობს მლოცველს თუ თქვენნაირი მორწმუნე მეთქი ვკითხე და გადაირივნენ... მოკლედ ეგ დღის თემა იყო. რელიგია არა, გურულები.
მერე მოვყევი რამოდენიმე ამბავი ყოველთვის მივიწყებულ , მაგრამ მაინც კრიმანჭულივით ამაყ და გონებანათელ გურულებზე. ერთად-ერთი კუთხეა საკუთარ თავზე ცუდი ანეგტოტებიც რო უყვართ და გულიანად იცინიან. ეკლესიებიც დაინგრა მარა ეგ დროის მონატანი იყო, იმდენი მაინც კი შერჩა მლოცველი რომ მისულიყო და სანთელი დაენთოვო იტყოდა ბაბუაჩემი. მანამდე კი მეფეს ერჩოდნენ. რაა კატლეტი ასეთი მეფე რომ ჭამს და ჩვენთვის არ შეიძლებაო, აჯავრებდნენ მაზრის პოლიცმაისტერს, აუშვებდნენ მერე თანასოფლელ ივანეს მაზრის გვერით, მაღალ ხეზე, დაუდგებოდნენ ქვემოდან და იძახოდნენ "ივანე ძირს, უდღეურო ივანე ჩამოეთრიეო", გაცოფთებოდნენ რუსი ოფიცრები. ესენი კი უხსნიდნენ " აგერ ძამა, აია ჩვენი ივანე და ამას ვუძახით ჩამევიდესო".
ყოველთვის რევოლუციურ ტალღაზე რომ იყვნენ ეს ხომ ფაქტია. უკმაყოფილო გლეხის ფირალად გაქცევაც ჩვეულებრივი ამბავი იყო და აქვე ისიც უნდა ვთქვა რომ ფირალი და ყაჩაღი სულ სხვადასხვა რამაა. "ყაჩაღობას რავა იკადრებდა ფირალი". გურული თუ უკმაყოფილოა მტრისას!!! ...ასე დაუწერეს მეფეს ბახველებმა "ბახვის" მანიფესტი და უთხრეს "ჭკუით იყავი თვარაოოო" ხო ხო ასე იყო...
1905 წლის 23 თებერვალს გლეხებმა აირჩიეს 12 წარმომადგენელი (უმთავრესად სოციალ-დემოკრატები), რომლებმაც წამოაყენეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: საუფლისწულო, საეკლესიო, სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი უსასყიდლოდ გადაცემა მშრომელი ხალხის სარგებლობაში; ყოველგვარი საბატონო, საეკლესიო თუ სახელმწიფო ბეგარისა და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება; სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება; პიროვნების ხელშეუხებლობა; საყოველთაო, სავალდებულო უფასო დაწყებითი სწავლება. წარმომადგენლებმა ამასთან განაცხადეს, რომ არსებული მთავრობა ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ყველა ეს მოთხოვნა, ამიტომ საჭიროა მთელ რუსეთში შეიცვალოს წესწყობილება და სახლხო მთავრობა აირჩეს საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.
ამას საყოველთაოდ ცნობილი ჯანყი გურიაში მოჰყვა, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს. სამაგიეროდ გურულებმა პირველებმა მოასწრეს არც მეტი-არც ნაკლები "გურიის რესპუბლიკის" გამოცხადება. მართალი ღესპუბლიკამ სულ რაღაც თვენახევარი იარსება, მაგრამ ხო იყო ფაქტი ;)
გურული ცხენოსნების ამერიკული ეპოპეა ხო ცალკე წიგნის თემაა ( თუმცა კიდევაც არის წიგნი დაწერილი ამის თაობაზე ) რელიგიაც რაც შეეხება იმ ჩემ თავგამოდებულ "ჯვაროსან" რესპოდენტს გაბრიელ ქიქოძის და იაკობ შემოქმედელის ვინაობა-წარმომავლობა შევახსენე და ამჟავდა. ასეა დაია, ზედაპირულობა დაგღუპავს საქმეშიც და რწმენაშიც მეთქი და იწყინა... არაფერია გაუვლის.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მალე კალანდობა მოდის. "ღორის ქელეხი და ღჯის ქათმის ორმოცი" უფ კაიაა ბუხართან.... გურულების სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო... გადავქექავთ ნაცარს და გევიგებთ რა თვა იმ მათხუარმა შვანგერა ობამამ და მოკლე ვალოდიამ...
როგორ შეიძლება ნოდარ დუმბაძის მერე გურია და გურულები არ გიყვარდეს კაცს =))) მე ბებია მყავს გურული ყველაზე მეტად მაგ კუთხის ხალხი მიყვარს რაღაცნაირად... გურულები როგორც ათეიზმის სინონიმი პირველად გავიგე ანუ სმისლე ეგეთი წარმოდგენებით თუ არსებობენ ადამიანები... რავიცი რას გაუგებ.. გამიხარდა გურული რომ ხარ =)))) მე აფერისტი იმერელი ვარ :D
ReplyDeleteასეთებიც არსებობენ თურმე. რას გოუგებ ამ დუნიას ;)
ReplyDeleteგეიხარე დაია... გულ ალალი ხალხი ყველა კუთხის კაია და მოსაფერებელი. აგენი აბა ქე დარჩენ გოუთხოვრები და მაგიზა იკბინებიან. მარა კაია მაგენის კბენა რევმატიზმებიზაო ამბობენ :)
:D:D:D მაგრები ხართ გურულები, ოღონდ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გურულებს კარგი იუმორი აქვთ!!! უბრალოდ იუმორის გარეშე ნათქვამი და ნამოქმედარი არ გამიგია მე მაგათი და ეგ იუმორის ქონა აღარაა, სულ მასეთები არიან :)))
ReplyDeleteმეორე აფერისტი იმერელი :)
ჰეჰე რა მაგარი პოსტია
ReplyDeleteკიარადა
მაგაზე დავა და კამათია რომ მომსპო და მომიღო ბოლო.
:) ანუკა-შენ გურიაში არ ყოფილხარ ეტყობა . დუმბაძეს თუ იუმორი აკლია მაშინ ჭიჭიკია ბაგა ბაღის გახანძლიებულში დარჩენილა და ეგაა :)
ReplyDeletexissunianisaxli-იდაონ მერე. მაგ დავის ჩვენდა მომგები მე ჯერ არ მინახავს და თვითონ რაღას ისწყვეტენ ნერვებს არ ვიცი ;)
ReplyDeleteსაყვარელი ენამწარე გურურები :)
ReplyDeleteმარა ენა აქვენ ტკპილი :D
ui, rogor gamixarda am blogosferoSi "zemliakis" povna!!! :):) gadasarevi posti iyo, mara ise, mec arasodes gamigia guruloba aTeizmis simbolod. ravici, CemTvis ar wamouzaxebia aravis, yovelSemTxvevaSi, Torem pasuxsac miiRebda! ;)
ReplyDelete:) გაიხარე. ხო ვამბობ, გამონაკლისებიც არსებობენ ;)
ReplyDeleteახლა კი მიიღეს შესაბამისი განათლება მაგ სფეროში და კითხვებიც აღარ აწუხებთ. ყოველ შემთხვევაში არ ამჟღავნებენ :)
ვერ გამიგე, დუმბაძეს და გურულებს იუმორი რომ არ გაკლიათ მაგას ვამბობ მეც, ოღონდ სულ იუმორია გურიათქო :)
ReplyDelete:) xoda gaixare daia ;) mapatie rov ver gavige ;)
ReplyDeletexom momkla amis guriam da gurulebma :D:D:D svanebs iumori akliaT :D:D:D:
ReplyDelete:) ნათია ეგ აღიარებითი ჩვენებაა თუ ჩივილი? ;)
ReplyDeleteჩემმა ბათუმელმა მეგობარმა, რომელიც მეგრელია და მთელი ბავშვობა გურიაში აქვს გატარებული, მაგრამ სულ გურულებს აკრიტიკებს ერთხელ როცა დიდი ხანი არ შევეხმიანე მომწერა - რა გამიკვირდეს რა, გურულებს ორ წელიწადში დაგავიწყდათ ღმერთი და შენ რომ მე დაგავიწყდე რა გასაკვირიაო :))))))))))))
ReplyDeleteგურულებს ხშირად მოიხსენიებენ ათეისტებად, მე გამიგია :))))
:)) შენს მეგრელ დაქალს გადაეცი გასაგებია რატომაცაა გამწარებული გურულებზე. ძნელია ყოველთვის მათ მერე ყოფნა :))
ReplyDeleteეკლესიებს რაც შეეხება, მიუხედავათ დანგრეულ ტაძართა სიმრავლისა, მაინ დარჩა გურიაში იმაზე მეტი ტაძარი რამდენიც მათთან მორწმუნე იყო :))))
დავით, არაა დაქალი, ბიჭია :))))))))
ReplyDeleteჯერ ერთი არ გაიშვა მაგის მეგრელობა, ერთხელაა ნამყოფი სამეგრელოში და გულგახეთქილი გამოიქცა :)))))))))
მეორეც, ღმერთმა დასაჯა - ბებია ხო ყავდა გურული, მეც გურული შევხვდი და შეყვარებულიც გურული ყავს :) ასე რომ, იმას თავისიც ეყოფა :)))))))))))
დავით, არაა დაქალი, ბიჭია :))))))))
ReplyDeleteჯერ ერთი არ გაიშვა მაგის მეგრელობა, ერთხელაა ნამყოფი სამეგრელოში და გულგახეთქილი გამოიქცა :)))))))))
მეორეც, ღმერთმა დასაჯა - ბებია ხო ყავდა გურული, მეც გურული შევხვდი და შეყვარებულიც გურული ყავს :) ასე რომ, იმას თავისიც ეყოფა :)))))))))))
ამაყი ვარ :)
ReplyDelete