გურლიაში ყოფნისას, ან გურულთან ურთიერთობისას სხვა მეტად საცნაურ ან უცნაურ სიტყვასთან ერთად ვინ იცის რამდენჯერ გაგიგონიათ "სად ჯანდაბაში მიდიხარ" "რა ჯანდაბაა" და ჯანდაბის შემცველი კიდევ არაერთი წინადადება. მართალია იტყვით ამ სიტყვას დღეს ყველა ქართველი ხმარობსო, მაგრამ ეს ყველაფერი გურიიდან მოდის. ჯანდაბა, კურმუხეთი, სკვარამი და ძმანი მისთანანნი. თუმცა მოდით ჯანდაბიდან დავიწყოთ. "ჯანდაბამდეც გზა გქონია" გაგიგიათ ალბათ გაბრაზებული წამოძახილი. თუმცა აქვე მინდა გითხრათ რომ ეს წყევლასთან არანაირ კავშირში არ არის. ნუ გაგიკვირდებათ და გეტყვით ჯანდაბა კონკრეტული ადგილია, კერძოდ კი ქალაქი. დიახ ქალაქი და ეს ქალაქი არც შავ ზღვაზე და არც ხმელთაშუა ზღვაზე არ მდებარეობს.
ჯანდაბა - ძველ
ურდუს (პაკისტანის ოფიციალურ ენათაგან ერთ ერთი. ჰინდის მონათესავე ენა ) ენაზე ჯანდაბას
ეძახდნენ თანამედროვე დელის ადგილზე მდებარე ქალაქს, სადაც რაჯას უმშვენიერესი სასახლე
იდგა. ეს გახდათ ეკონომიკური ცენტრი, სადაც ცხენებთან ერთად მონებსაც ჰყიდნენ. ცნობილია რომ აქ აუტანელი სიცხეები იცოდა რაც გაუსაძლის
ხდიდა ყოფას.
გარდა ამისა არსებობს კიდე სხვა ჯანდაბა, რომელიც თანამედროვე
დელისაგან (ჯანდაბისაგან) გაცილებით შორს ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს. მაგრამ ის ჯანდაბა ჯანდაბაშიც იყოს. მე ეს უფრო მაინტერესებს რაგდან გარდა სახელწოდებისა მასთან (ინდოეთთან) გურიას და გურულებს კიდევ ერთი საინტერესო ლეგენდა აკავშირებს.
ღრმად პატივცემულ მეფე შედათს, მიწიერი ედემის გაშენება მოინდომებია. ბაღი კი აუშენებია მაგრამ უთქვამს ედემი რა ედემია შიგ ანგელოზებმა თუ არ იცხოვრესო და ბრძანა შეეკრიბათ ყველა ქვეყნიდან „გურიები“ (ლამაზები) და მის აშენებულ ედემში მიეყვანათ. შეკრიბეს
ერთად მთელი ქვეყნის გურიები და მოემზადნენ ინდოეთს გასამგზავრებლად. მაგრამ ამ დროს
მოვიდა მაცნე, რომელმაც მეფე შედათის სიკვდილის ამბავი მოიტანა. ინდოეთში მგზავრობას
აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომაც გურიებმა ისევ იქ გადაწყვიტეს დარჩენა სადაც მათ ეს ამბავი
ამცნეს. ანუ ახლანდელ გურიაში.
ედემის ინდოეთში არსებობას არაერთი ისტორიული წყარო
ამტკიცებს (ღვთიური მდინარეების გეონისა და ფისინის, ინდისა და განგის შესართავთან
) იქნებ და მართლაც ედემის აღდგენა სურდა მეფე შედართს. ეგ უკვე არავინ იცის. მაგრამ
ის რომ ინდური (უფრო ადრე კი ტერიტორიული კუთვნილების მიხედვით სპასრული ) ქალაქისკენ
მიმავალ გზას ხშრად აყენებდნენ და დღესაც ამგზავრებენ ამ მიმართულებით გურიაში, ფაქტია.
აქედან გამომდინარე:
„ჯანდაბა შენს თავს“ - გაუსაძლისი ყოფა, სიცხე და ხვათი,
სიძნელეები
„ჯანდაბამდეც გზა გქონია“, „ჯანდაბაში მივდივარ“, „სა
ჯანდაბაში ხარ“ - ძალიან შორს მდებარე, ძნელად მისასვლელ ადგილის უნდა ნიშნავდეს. რაც
ინდოეში მდებარე ქალაქ ჯანდაბასთან პარალელის
გავლებას ძალიან აადვილებს. (ჯანდაბას მოსახლე ისლამისტთა სექტის, სავარაუდოდ ასასინების
შესახებ ათას ერთი ღამის ზღაპრებშიც ვხდებით შეტყობინებას, მაგრამ ეს რომელი ჯანდაბაა
ჯანდაბა და არ ვიცი)
ხოლო რაც შეეხება კურმუხეთს , ფრაზას რომელსაც ჯანდაბას
მიაბამენ ხოლმე, აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა. (ყაზახეთში სიტყვა კ(ყ)ურმეთ (Құрмет)
პატივისცემას და დაფასებას ნიშნავს) კურმუხეთი (რაც ძალიან გავს კონკრეტული, ლოკალური
ადგილის აღმნიშვნელ სიტყვას და რატომღაც მას ჩემი გონება ხეთებისაკენ მიჰყავს) ისევე როგორც
სკვარამი გაუსაძლისი, აუტალენი, ჯოჯოხეთური ყოფის აღმნიშვნელია. რომელის მნიშვნელობა
შემდეგ (სავარაუდოდ) ჯოჯოხეთის სინონიმამდე შევიწროვდა. თუ ზემოთ მოყვანილ "ჯანდაბის" მაგალითს გავიხსენებთ, სავსებით შესაძლებელია რომ ანალოგიური ახსნა ამ სიტყვასაც მოეძებნოს.
სავსებით მისაღებია ის მოსაზრება რომ ცხენოსნობის მოტრფიალე
გურულებს (ქართველებს) შეეძლოთ ცხენებით ვაჭრობით სახელგნთქმულ ჯანდაბაში მოგზაურობა.
მით უფრო მისაღები ხდება ეს მოსაზრება თუ გავითვალისწინებთ რომ დელის (ჯანდაბას)
და საქართველოს მაშინდელი აბრეშუმის გზა აერთიანებდა. გზა, რომელიც მაშინდელი
მსოფლიოს არა მხოლოდ მატერიალური არამედ კულტურული სიმდიდრის ურთიერთ გაცვლის ერთერთი, საკნაოდ კარგი საშუალება
იყო.
ასე რომ თუ სამომავლოდ რომელიმე გურულმა ჯანდაბისკენ
გაგისტუმრათ, დიდად ნუ განაწყენდებით. მინუმუმ ინდოეთში მოგზაურობას გისურვებთ.
თავად გურიის ეტიმოლოგიაზე შემდეგ ვისაუბროთ. სად გვეჩქარება
აი რაღაცა რო ნამეტანი შორსაა და იმას იქეთ მამალი რო არ ყივა – საცხა ინტაბუეთშიაო ამბობენ, ხოდა რა აღმოჩნდა, ერთხელ ჩემს სოფელს ავცდით და გურიის ბოლო გაჩერებაზე რო მოვიკითხე, სა ოხრობაშივათქვა სოფელი ინტაბუეთია ესო ^_^
ReplyDeleteხო, ინტაბუეთი მაგარი რამაა :) ისე გურიაში იმდენ სოფელს ქვია უცნაური სახელი რომ მხოლოდ ეგ იკმარებს სადისერტაციოდ :)
ReplyDelete