15.07.2011

ბათუმური ბარები. სალვეს ახალი ბარი და გემრიელი ყავის მისამართი

რატომღაც წესად დამკვიდრდა რომ ბათუმში ბარებსა და რესტორნებს სეზონის გახსნისთანავე კი არა, სეზონის შუა - ივლისის მიწურულს ხსნიან. არვიცი რატომ ჰგონიათ რომ ივნისში ნაკლებად სურს დამსვენებელს ყავა ან ლუდი. მაგრამ ასე ხდება და რავქნათ. არის შემთხვევები როცა ბარის მეპატრონე ფეხს ითრევს, რის გამოც სეზონზე მხოლოდ 2-3 კვირა თუ უწევს მუშაობა. შემდეგ კი წუწუნებს "ხალხი არ არის"-ო. ეს რათქმაუნდა ყველას არ ეხება. ხოდა ვისაც არ ეხება, იმაზე გიამბობთ.

სალვეს ბარი თბილისში საკმაოდ ცნობილია. თავისი მუდმივი კლიენტებიც ჰაყვს და ქომაგთა საკმაოდ დიდი არმიაც. პეროგარჭობილებს ნაკლებად დააინტერესებთ ასეთი კონცეპტის ბარი. აქ უფრო შინაურული, ბავშვობაში ნათამაშები შტაბობანას. მხატვრის სახელოსნოსა და შენი ყრმობის აგარაკს შორის მერყევი განწყობაა ვიდრე გლამურ-ბისერ-შმისერ-პეროიანი.


სალვეს ბარი ბათუმში
სწორედ ასეთი კონცეპტი განგაწყობს თანამოსაუბრესთან ტკბილხმოვან ბაასზე და არა ტუჩებ დაბერილი, საავატარო ფოტოს გადასაღებ საპოზიოროდ. ვინც თბილისში სალვესთან ნამყოფია მიმიხვდება რაზეც ვსაუბრობ. თუ არადა მოდით ბათუმში. მემედ აბაშიძის (სტალინის) ქუჩაზე. თურქული საკონსულოს გვერდით. სადაც ადრე ღვინის სახლი იყო. ეს კი ისეთ შორეუ წარსულში იყო რომ ... ღია არც კი მახსოვს როდის ვნახე. სამაგიეროდ ახლაა ღია ყველასათვის.

ყოფილი "ღვინის სახლი"-ს სასახელოდ უნდა ითქვას რომ მართლაც არაჩვეულებრივად ორიგინალური, უჩვეულო და ლამაზი ინტერიერი ქონდა და არის კიდეც. აქ აღმოსავლურ- ქართულ- ქალაქური

ყოფილი "ღვინის სახლის" ჭერი

დაივიწყეთ ყოველგვარი გლამური. მიდით მეგობრებთან და გაერთეთ. ერთი ამდაგვარი ბარი შარშან გაიხსნა ბათუმში. ვინილი

ვინილი
ძალიან პატარა და ძალიან საყვარელი რამ. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მართლა მომწონს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მწეველთა რაოდენობა 3 არ აჭარბებს.  ხოდა თუ იხილეთ და მოგეწონათ ვინილი. მაშ ესეც მოგეწონებათ.

სალვეს ბარი ბათუმში. სავლეს ბაბუის პორტრეტით
სალვეს ბარი ბათუმში
სხვათაშორის, რაკი ბარებზე ჩამოვარდა საუბარი კიდევ ერთ ბარს მიგასწავლით. 
ჟორდანიას ქუჩაზე N 24-ში ( სომხური ეკლესიის გვერდით) ერთი პატარა, ძალიან მყუდრო და ლამაზი კაფეა. ესპრესო ბარი "სინატრა". თუ ხალხმრავლობა არ გხიბლავთ და წყნარად, მყუდროგ გინდათ განმარტოვდეთ. ან უბრალოდ ბათუმში ჯერჯერობით საუკეთესო ყავა დალიოთ.. როგორც ყავამანი გირჩევთ "სინატრას" ეწვიოთ. აქ მართლაც ძალიან კარგად აკეთებენ ესპრესოს, ლატეს, კაპუჩინოს, ამერიკანოს და კიდე ბევრ, ძალიან გემრიელ რამერუმეებს. + ფრანგული მუსიკა და შესაბამისი განწყობა, რომელიც ლანგარზე დადებულ ფინჯან ყავასთან ერთად მოდის.
სენატრა
სინატრას ლატე, ამერიკანო და ბანანის შეიკი.


სხვა დანარჩენებზე რა მოგახსენოთ. ძალიან კარგ ცხელ შოკოლადს აკეთებდნენ სინემაში. თუმცა არა მხოლოდ ცხელ შოკოლადს. უგემრიელესი სამზარეულო აქვთ. უბრალოდ წელს რემონტის გამო შეფერხდნენ (ქუჩაზე მიდის სარემონდო სამუშაოები და შენობაც მიაყოლეს).  პრეს კაფე - ჩემი ახლო და კეთილი მეზობელი. უსადენო ინტერნეტითა და მშვენიერი ინტერიერით ყოველთვის იტყუებს თავის მომხმარებელს. ვინილი. ისევ ისე, ძველებურად მუშაობს და ქუხს. "ცნობილი "პრივეტ იზ ბატუმა", რომელმაც რემონტი სულ ახლახანს დაასრულა და მაინც ვერანაირად ვერ მომხიბლა.. ძალიან ხმაურია (ჩემთვის) და რაღათქმაუნდა ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ღია ბარები (რომლებზეც მომდევნო პოსტში გიამბობთ).

 ა, ხო. მალე კიდევ ერთი ბარი გაიხსნება ბათუმში. ეს ბარბარეს ეკლესიის გვერდით, ამებას ( ასე შეარქვეს) ძეგლის გვერდით. შენობის დიზაინი მე პირადად ძალიან მომწონს. შეგნით ინტერიერს ცოტათი კიდე მიხედავენ იმედია და მალე ბათუმს კიდევ ერთი, ბათუმური ბარი ექნება. აი პეროებით ივლიან იქ თუ პეროს გარეშე.. ამას გახსნის მერე გავარკვევთ.


მანამდე კი, თუ რათქმაუნდა ყავა მოგინდათ და გარეთ გასვლა, ან მოდუღება, ან მოთხოვნაც გეზარებათ.. შემოიარეთ ჩემს ვირტუალურ კაფეში და აირჩიეთ მოგზაურობა თუ ყავა?

Post a Comment

6 комментариев:

  1. კიდევ ერთხელ შემაწუხა კითხვამ - ჩვენ SAD JANDABASHI ვიარეთ აბა?????????????? :აღშფოთებულისმაილიკი:

    ОтветитьУдалить
  2. :) ვინილის გარდა ეგ ახალ გახსნილია :) ასე რომ... სამომავლოდ გეცოდინება :)))

    ОтветитьУдалить
  3. უკვე ძალიან ძალიან მენატრება ეს ქალაქი
    და რომ ჩამოვალ ყველგან შევივლი და დავაგემოვნებ <3

    ОтветитьУдалить
  4. შენ რას "გვემუქრები" ამ ჩამოსვლით :) ჩამოდი ერთი და მერე ისაუბრე :)))

    ОтветитьУдалить
  5. ზუსტად სად არის სავლეს ბარი ბათუმში?? ევროპის მოედანთან რომ არის ვიცი, მაგრამ ზუსტად სად? პრეზიდენტ პლაზასთან, აფთიაქის ჩაყოლებაზე, თუ??

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ევროპოს მოედანთან არ არის. აბაშიძის ქუჩაზეა, თურქეთის ძველი საკონსულოს გვერდით. გუდვილის ბულანჟერიის წინ.

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!