პირველ მაგიდაზე თურქები. მეორეზე პოლონელები. გვერდით მაგიდაზე გერმანელები და უკან კიდე აზერბაიჯანელი. ამ ხმათა კატაფონიის შემყურე ძალაუნებურად ვბაძავ სმენას - იქნებ სანაპიროდან მაინც მოვიდეს ნაცნობი ქართული „ფენოვანიიიიიი, ცივი პივა. ფანტაკოკაკოლა...ბორჟომი“. მაგრამ მერე მახსენდება რომ პლაჟზე, დამსვენებელთა გაშოლტილ სხეულებზე გადაბიჯებით სიმინდის და სხვა რამე-რუმეების ვაჭრობა წელს აკრძალეს. ასე რომ ამ ხმასაც ვერ გავიგონებ. ბარის ახლომახლო მოსეირნეთა მოსაუბრე ნაწილიც რაღაც არაქართულ, უჩვეულო ხმაზე ბაასობს. საკმარისია თვალი დახუჭო და ვერანაირად ვერ წარმოიდგენ რომ ბათუმში ხარ. ჩვეული და მშობლიური ქალაქის ხედია ის ერთად ერთი რითაც ხვდები რომ აქ ხარ...
თურქი ჯელები გვერდით მჯდომ პოლონელ ქერა გოგონებს ზომავენ მუშტრის თვალით. გერმანელები ფაიზაღი გერმანელ ჭიჭიკია და ბიჭიკიაზე - "შტოლცზე და იანესზე" ჰყვებიან ანეგდოტებს. გერმანულად ხარხარებენ და ლუდს ეწაფებიან. აზერბაიჯანელი ოჯახი კი მადიანად შეექცევა აჭარულ ხაჭაპუს. თავსაფრიანი კვასკვასათვალებიანი დედა მკაცრად აკონტროლებს ხაჭაპურში ორივე ხელით ჩაფლულ პატარას და ცალი თვალით, ამდენი "თეთრი ხორცის" დანახვით ოდნავ შეცბუნებულ-ახუნტრუცებულ ულვაშა ქმარს. მე უშედეგოდ ვცდილობ მაგთის ქსელში შემოძვრომას. არა რა.. არააა მაგთი ჩემი საქმე.
ჰორიზონტი ურცხვად იქოფრება ღრუბლებით. სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ყველას შვებულება და დასვენება. მგონი წვიმას აპირებს. თუმცა საღამომდე ჯერ კიდევ ააქვს დრო მოსაფიქრებლად. საღამომდე მივეცით ჩვენც დრო ერთ-ერთ ჩამოსულ ქართველ ჯაზმენს.
დღეს სწუხდა მოხუცი ჯაზმენი, თავის დროზე ჯაზი დისკომ მოკლაო. მართალი გითხრათ არ დაუკონკრეტებია ეს დუელი სად მოხდა და როგორ. მაგრამ დარწმუნებით იმეორებდა. კი, დისკომ მოკლაო. აღარ ჩავეძე. მკვლელობა მაინც საჩოთირო რამაა. მერე რესტორნის მეპატრონეებს მიადგა და „ესემი არიან რომ არ გვახარებენო. ამღერებენ ამ უნიჭო მომღერლებს. აცეკვებენ ამ სულელურ სიმღერებზე ხალხს და ჩვენ არ გვახარებენო. ამიტომაც არარის პოპულარული ჯაზიო. არის ამაში რაღაც სიმართლე. მაგრამ ჯაზის არაპოპულარობას მხოლოდ რესტორნის დირექტორებს ვერ დავაბრალებ და რა ვქნა. მითუმეტეს დისკოს მიერ მოკლული ჯაზის. წუხდა მოხუცი ჯაზმენი, საქართველოში არამოთხოვნადი ვართ, არადა ჩვენ საქართველოში გვინდაო. შეგვიწყონ ხელი და დავბრუნდებითო. შვილი მყავსო, ძალიან მაგარი პიანისტიო. მოსკოვში რომ დაუკრა და ხალხი გადარიაო, მივიდნენ რეკეტიორები და უთხრესო „აქ მეორედ დაუკრავ და თითებს დაგამტვრევთო“. ამიტომაც ადგა და პეტერბურგში გადავიდაო, იქ შედარებით კარგად მიიღეს და ხელიც შეუწყვესო. სევდიანი იყო ჯაზმენი. იმდენად სევდიანი და დაღონებული რომ საკუთარი ჩანაწერების მოტანაც დაავიწყდა. ამიტომაც საღამოს უნდა შეგვეხმიანოს. თუ არ დაავიწყდა.
ჯაზი არა და ბილი ჯოილის ხმა საკმაოდ კარგად ისმის დინამიკებიდან. თურქი ჯეელები პოლონელებთან კონტაკტს სცდილობენ მაგრამ უშედეგოდ. აზერბაიჯანელი ბავშვი გემოზე მოითხიპნა აჭარული ხაჭაპურით. გერმანელები ისევ მორიგ კათხა ლუდს სვამენ. ირგვლივ ისევ უჩვეულო არაქართველობაა.
ოფიციანტიც არ სჩანს რამე რომ გამოველაპარაკო.
ჰორიზონტზე ჩამოფარებულ ღრუბლებში ელვამ გაირბინა. მიყვარს ეს სანახაობა ფრიად. ვცდილობ ფოტოაპარატით დავაფიქსირო. მაგრამ ვერ ვასწრებ. მხოლოდ ღრუბლები მრჩება, პატარა გემები და დაგვიანებლი გრუხუნი. ოხ... ეტყობა გერმანელების მოწონებაც დაიმსახურა ამ სანახაობამ. რაღაც პორნო ფილმებიდან ამოგლეჯილი გახმოვანებასავით მესმის „ ოოო, ია-იაა. ნაააინ“. (მე ბოდიში, ვიცი დიდი ერი და რამე.. მაგრამ ეგ ინტონაცია მაონც ამის შეგრძნებას მიტოვებს და რა ვქნა!? ) თუქრებს კი ფეხებზე კიდიათელვაც და მეხიც, პოლონელები ჰყავთ თვალის ჩინათ. აზერბაიჯანელს კი ცოლი ანახებს მალე ჭექა-ქუხილს.. თვალების ცეცებას თუ არ შეეშვება.
აჰა, ოფიციანტი მოვიდა. ისე ამათ საღოლ. ბათუმში ბარე 3 ენა უნდა იცოდე ოფიციანტად რომ იმუშავო. თუ არადა მოუტან ცომგამოცლილ აჭარულს ლობიანის შემკვეთს და უხსენი მერე სიყვარული. ახალი ოფიციანტია, ჯერ არ მიცნობს. შორიდან მათვალიერებს, აინტერესებს ალბათ რომელ ენაზე მომმართოს ან საერთოდ რას მოვეთრე ამ პაპანაქებაში... მოვიდა, მენიუ მომაწოდა და გამიღიმა. "ლუდი, ჩამოსასხმელი... და მარილიანი თხილი თუ შეიძლება" - უი.. ახლავე..... და წავიდა. ეს "უი" ეტყობა ჩემმა ქართულმა გამოიწვია. გაუხარდა თვისტომი რომ ნახა...
"მშენებარე ეკლესიას არ დაეხმარებით!?" წამომადგა უეცრად თავზე. "რა უნდა ვქნა?". "ხატი უნდა შეიძინოთ!". "მაქვს ეს ხატი და ..." ." მაშინ ფული მომეცით". "და ამით ეკლესიის მშენებლობას დავეხმარები?". "დიახ! ჩვენ კურთხევა გვაქვს". " რაზე გაქვს კურთხევა?"." ამაზე"-და ხატებს მიჩვენებს. "ჯერ არ მაქვს ხურდა და ცოტა ხანში გამოდი".
"მე დაგიხურდავებ"..." რას დაუხურდავებ, გამოდი აქეთ. რამდენჯერ გითხრა წადი აქედან თქო..." გამოენთო ბარის ზედამხედველი (მგონი). "კაი, კაი, წავედი..." დანებდა "მშენებელი" დაწავიდა. "არ მომკლა კაცი? ხან ხატებზე აქვს კურთხევა და ხან ყვავილებზე.. რაზეც მოესურვებათ იმაზე იძახიან კურთხევა გვაქო. მალე მზასუმზირასაც შემოაპარებენ კლიენტებს".. ბრაზობდა ზედამხედველი (მგონი)
ესეც ქართული საუბარი...
ისევ მოიღრუბლა, გრილი ბრიზი წამოვიდა. მშვენიერია. აღარ ვნანობ აქ რომ გამოვედი. ზღვა აიქოჩრა. პოლონელები ისევ გმირულად უძლებენ თურქების შემოტევას. ლუდნასვამი გერმანელები გერმანული სიდინჯით დგანან საპირფარეშოს რიგში. იქაც იცინიან. არადა ყველაზე ცუდი იუმორი აქვთი!? ჰავამ იმოქმედა ეტყობა. გაულღვათ იუმორის გრძნობა. აზერბაიჯანელი ცოლი ქმრის წინ გადმოჯდა და თვალი-თვალში გაყრილი რაღაცაზე ესაუბრება. ქმარი სდუმს. ერთი სულიაქვს გვერდით მაგიდისკენ გააპაროს მზერა მაგრამ....
ჩემი ლუდი მოვიდა. ცივი, ქარვისფერი, ქაფქაფა. დაორთქლილი, მაღალწელიანი ჭიქა და მარილიანი თხილი. იფ. მწყურებია თურმე.
გაწვიმდა... მშვენიერია ზღვა და წვიმა... ხოდა უკაცრავად. ახლა ნოუთბუკზე, მეზობლებზე და ზედამხედველებზე გაცილებით მომხიბვლელი სანახაობა მაქვს...
ზღვა და წვიმა...
ეს კი ისე, შესაბამისი განწყობისთვის....
dges iyo zustad egeti :))
ReplyDeleteP.S. azerbaijaneli col-qmari LOL :))))))))))))))))))
:) ხო, დღესაც წვიმდა. მაგრამ ეგ გუშინდელია. ბულვარში დაწერილი :) ბავშვი გემოზე თამაშობდა ხაჭაპურში :)))
ReplyDeletesad moxda eg ambavi?:D
ReplyDelete:) მწვანეში :)
ReplyDeleteმუსიკა და ფოტოები იმდენად ჰარმონიული იყო, ტექსტი საერთოდ უგულებელვყავი :)
ReplyDelete:)) ფოტო ჩემია, მუსიკა ჯერ არ!!! :)
ReplyDeleteაი, ეს არ მიყვარს ბლოგსპოტის - ლაიქ ღილაკი რომ არ აქვს. ზოგჯერ სიტყვები სრულიად ზედმეტია, მაგრამ პოსტის შეუფასებლად გატარებაც არ შეგიძლია. ასეთ დროს ვორდპრესის "Like" მისწრებაა :)
ReplyDeleteისე არ გიყვარს რომ ვერც იპოვე ის რაც პოსტის ქვემოთაა განთავსებული?! :)
ReplyDelete