არც კი მახსოვს ბოლოს როდის დავისვენე კვირა დღეს. ეს იშვიათი შეთხვევაა ჩემი განრიგის გამო და ძალზე უჩვეულოც. გადავწყვიტე როგორც წესი ისე დამესვენა. მაგრამ სიცხე...
2 საათამდე საწოლში ვინებივრე, გავძეხი ტელევიზორის ყურებით. შემდეგ კომპიუტერს მივუჯექი. გადავქექ გადმოვქექე ინტერმეტ სივრცის შორეული საზღვრები. მაგრამ ეს სიცხე...
ლინდგრენმა ალბათ კარლსონის პერსონაჟი ასეთ ხვატში მოიფიქრა, კარგია ვინტილიატორი რომელიც დაფრინავს, მურაბას ჭამს და თან გემეგობრება...
ოთახი მიკროტალღოვანი ღუმელივით გამოხურდა. დაცხელდა. ბოლოს ტიინკ. საყვარელი ხმა და სიგრილის ძიებაში გარეთ გავვარდი-აჰა, გამოვცხვი. მაგრამ..ზღვამდე მისვლა არ გინდა? სანამ მიხვალ მანამ ბარე 2 ჯერ იბანავებ...
.ასე არასდროს მინატრია..მინატრია? არა, გვინატრია! მთელი ბათუმი ნატრულობდა საღამოს მოსვლას. ისიც ზოზინით, მაგრამ მაინც, მოვიდააა...
აბაზანა, შხაპი, მაისური, სანდალი, შორტი და მშვიდობით ჩემო ოთახო. გადავწყვიტე ჩემო მეგობრების ახლად გახსნილ, პაწაწუნა საყვარელ ბარ - "ვინილს" ვწვევოდი.
ვინაც არ იცის, ეს ბათუმშია. გენიალური ადამიანის, ნოდარ დუუმბაძის ქუჩაზე. კინოთეატრ თბილისის გვერდით, შადრევნებთან. მეტი რანაირად ავხსნა ვაა...
აქ თავს თავისუფლად ის ადამიანი იგრძნობს ვისაც "პეროს"ტარება დიდად არ ხიბლავს. ვინილის ფირფიტები, წიგნები, ჟურნალები, ცივი ყავა, ლუდი, კარგი მუსიკა და პაწუკელა მაგიდებზე ქუჩაში მირთმეული უგემრიელესი თეთრი ღვინო.
ბექასა და ათინას კონცერთიდან. ვინილი
ეს ადგილი ერთგვარ "ეზოდ" იქცა, აქ იკრიბება ყველა ვინც ბათუმში ხელოვნებას ან ქმინს, ან აფასებს, ან კიდევ მშვიდად დაჯდომა და მოსვენება უნდა. უკვე ყველა ყველას იცნობს. უცხოლებეიც კი ასე ხშირად რომ გვსტუმრობენ და ხმამაღლა ხუმრობენ თავიანთვის. სულ რაღაც 2 კვირაა რაც გაიხსნა და უკვე ბევრისთვის საყვარელი ადგილია. მოკლედ კარგია რა...
ხოდა მივედი, ვიფიქრე ლუდს დავლევ, ცოტას გავგრილდები მეთქი. თურმე სადახააარ...
საწყალი ლევანი (ერთ-ერთი მეპატრონე) ობლად მიუტოვებიათ და ისე გამწარებული დარბოდა აქეთ-იქეთ გამარჯობა ორჯერ მითხრა. ბოლოს ავდექი და ჩემი სკოლისდროინდელი გამოცდილება გავიხსენე (საკმაოდ დიდი კაფე-ბარი გვქონდა და იქ საკმაოდ დიდ დროსაც ვატარებდი ზაფხულობით, ასე რომ ბარს მიღმა ამბები ჩემთვის უცხო არ არის)
დაიწყო მივიწყებული, მაგრამ მაინც ნაცნობი ორომტრიალი: "მესამე მაგიდაზე ლუდი, ორი ცივი ყავა... ყინული... მე მარტინი მინდა...აუუ ბეილისი გააქვთ?" მართალი გითხრათ ბარს იქეთ ფუსფუს ააქვს რაღაც თავისებური ხიბლი, მაგალითად როცა კმაყოფილი კლიენტის სახეს ხედავ. ისე გავერთე ყოველივე ამით რომ ჩემი "ლუდი მინდა" სულ დამავიწყდა. თორმეტი საათისთვის დამხმარე ძალაც მოვიდა და გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ახლა უკვე მე ვისვენებდი მაგიდასთან. ბოლოს კი გამახსენდა რომ კვირა დასრულდა და მასთან ერთად ჩემი დასვენების დღეც. ხვალ ისევ სამსხური და ჩვეული "კარუსელი". მაგრამ არაუშავს. კარგი დღე გამოვიდა. დღის ბოლო განსაკუთრებით. ახლა კი ვზივარ კომპტთან და ჩემს მივიწყებულ ბლოგს კდევ ერთი უმნიშვნელო პოსტით ვხუნძლავ.
პ.ს. თუ ბათუმში ხართ, შემოგვიარეთ ვინილში. არ ინანებთ.
ვაა, წაიმუშავე? :)
ReplyDeleteმაგარია! სიამოვნებით დავეხმარები მეც თუ საჭირო გავხდი. ნამდვილად არ მეზარება, თავისებული ხიბლიც აქვს. ლევანს წარმატებები. ხომ გვჭირდება ერთი ადგილი სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ და არავინ დაგიბღვერს? :))
პრინციპში არც არსადა დაუბღვერიათ სადაც დავდივართ. მაგრამ აქ მართლა სულ სხვაა :)
ReplyDeleteბარი მომეწონა, აუცილებლად ვეწვევი ბათუმში ვიზიტისას :)
ReplyDelete