აუ, მაქ კაი ამინდებია ხოო?! ამ სიტყვების გაგონებაზე უკვე მბურძგლავს! რატომ? გეტყვით რაც მოყვება ამ ყველაფერს.
-აუ, მაქ როგორი ამინდებია? ხალხი ბევრია ხო ბულვარში? შენადა, შვევულებას ვიღებ და წვიმები არ დამხვდება ხო?- ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს რომ შენგან ნებართვა ჩამოსვლის თაობაზე უკვე აღებულია. თუ უპასუხე კარგი ამინდებიაო ეს იმას ნიშნავს რომ 2 დღეში კარზე ზარს უნდა ელოდე და ჩანთების ცვენას. თუ უთხარი რომ წვიმიანიაო - მაშინ მინიმუმ 4 დღე გაქვს შუალედი. მაგრამ ყოველ საღამოს აბარებ “აჩოტს” თუ როგორი იყო დღე. ერთი სიტყვით ზაფხულის ცხელი სეზონი და დიდი სტუმრობა შეგიძლია გახსნილად გამოაცხადო.
-ქართველები სტუმართმოყვარენი რომ ვართ ოდით და ოდით ეგ მგონი მარტო პროვინციული ქალაქების სახელძღვანელოებში წერია და სპეციალურად დედაქალაქის მაცხოვრებელთა მოფიქრებული ხრიკია. რაც ყველაზე მთავარია ამ “დიდი სტუმრიანობის” დროს, თავად გრძნობ საკუთარ სახლში თავს ზედმეტად. თუმცა დავიწყოთ თავიდან.
თუ გაგიმართლათ და მარშუტკას, ავტობუს, მატარებელს, ან ტაქსს არ უნდა დახვდეთ და ათასი არასაჭირო ხლამით გატენილი ჩანთები არ უნდა ათრიოთ. შეგიძლიათ ერთი პლიუსი თქვენს სასიკეთოდ ჩაიწეროთ. მაგრამ მაინ ვერსად გაექცევით. მოგაგნებენ ზარზს ჩამოხსნიან და შემოვლეეეენ.
რაც მთავარია ჩანთები ინერციით მისითვე შეაქვთ შენს საძინებელში, მიალაგებენ და როცა ხვევნა კოცნის, შეძახილ გაკვირვებების ეტაპი ჩაივლის, ისე სხვათაშორის გკითხავემ. ჩვეენ… ჩვენ სად ვწვებით?! ნუ რათქმაუნდა პასუხი უკვე ნათელია. გამოგაქვს შენი ნივთები. ერთ დიდი ზვინს აკეთებ და თუ გაგიმართლა ეს შენი ნავსაყუდელია მინიმუმ თვეახევარი. თუ არადა მაქაც მოგადგებიან. როგორც წესი სახლი სიგარეტის ჭვარტლით იფარება, ჯეზვე ვულკანივით მუდამ მდუღარე მდგომარეობაშია და აჭარული ხაჭაპურის და მისი ორი კვერცხის გაგონება ისე გძულს როგორც მამის მკვლელის სახელის.
ყველზე საინტერესო კი ის გარემოება რომ ტერმინი “თავად თუ არ გამოსცადე ვერ გაიგებ რა და როგორო” სავსებით არაადაპტირებული და გამოუყენებელი რჩება როცა საქმე გარუჯვას ეხება. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა ეგრევე, ანუ 12 საათზე გარბიან ზღვაზე და ბრუნდებიან საღამოს 6 საათზე წითელკანიანი ბელადებივით აპილპილებულები და თავზე პირსახოც წაკრულები. მერე მთელი ღამე კვნესა, წუწუნ წკავწკავის სმენაში ატარებ, მაწვნით გალესილ, ნახევარშიშველი სტუმრების ტანტალს უყურებ და ცარიალ ქილებს აგროვებ. დილით ისევ ზღვაზე აცილებ და გახსენდება რომ მათგან განსხვავებით შენ არ გაქვს შვებულება. მერე სამსახური, მაგიდაზე უძილობისგან თავის კანტუნი და ისევ სატელეფონო ზარი… აუ ანუკის ყურში წყალი ჩაუვიდა და ექიმთან გაგვყევი რაა?!...
მიდიხარ სახლში და სიურპრიზი გელოდება. ახლა უკვე დედის მხრიდან ზღვას მოწყურებული სტყმრები გიღიმიან. შენ შენს ნავსაყუდელად ქცეულ ტანსაცმლის ბორცვს იღებ და მიდიხარ ოთახის ისეთ კუთხეში, რომლის არსებობაც არც იცოდი აქამდე. ღამით სიცხის და ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობის გამო ოთახში ჰაერი არ არის. სძინავთ ყველგან. ლოგინიდან დაწყებული, სამზარეულოს ტაბურეტით დამთავრებული. მამაშიენი კი ფხიზლობს და როცა ვიღაც ღამით სააბაზანოში შესასვლელად დგება, ისიც წამოხტება. უბრალოდ ეშინია, სიბნელეში, დერეფანში მწოლიარეს თავზე არავინ გადაუაროს. დილით კი ვაჟკაცურათ ითმენ თუ როდის მოვა შენი რიგი შეხვიდე შენსავე სააბაზანოში.
თუ კარგი დარია გაგიმართლა. საღამომდე შედარებითი სიმშვიდე იქნება. ხოლო თუ არ გაგიმართლა და გაწვიმდა… მოემზადე რომ სახლში შენი არც ადგილია და არც საჭიროება. ისევ სიგარეტი, ყავა და ტელევიზორი რომელიც გამუდმებით იმას აჩვენებს რაც შენ არ გაინტერესებს და არც არავინ უყურებს. მაგრამ როგორც კი გადართავ ეგრევე აღმოჩნდება რომ “იქ”. საინტერესო რამ იწყება და საერთოდ რას გვიშვება ეს მთავრობა. პლუს ამას შეგახსენებთ რომ ქართველები დიდად სტუმართმოყვარენი ვართ. განსაკუთრებით სხვის სახლში და განსაკუთრებით იმ მეგობრბის მიმართ რომელიც ნაქირავბში არიან და საუკუნეა ჯოკერი არ უთამაშიათ.
ნელ-ნელა ეჩვევი სამგზავრო ჩანთაზე ძილს და ყავაის, ეკლერისა და მობოლებული ნაფასისაგან შემდგარ საუზმეს. ამას ისეთ საოცრებასაც თუ დავუმატებთ როგორიცაა ბათუმისთვის ჩვეული მოვლენა, წვიმის დროს წყლის გადაკეტვა. ჰოი კეთილსურნელებავ ამაოფლისა… თუმცა ამას დადებითი მხარეც ააქვს. გადაუღებელი წვიმების მერე დამსვენებელთა ნაწილი გარბის… მაგრამ როგორც წესი შენ ნებისყოფიანი ნაწილი გერგო წილად.
მე შეგნებულად ავარიდე თავი ბავშვების ფაქტორზე აქცენტის გაკეთებას. იმის თაობაზე საუბარს რომ კოკაკოლა, ბორჯომი, წყალი და ყავაც საოცრად ძვირდება და ბარში იმდენსავე ხარჯავ რამდენსაც ჩამოსული დამსვენებელი ( ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ) საერთო ამ პერიოდში “კოიკის” ფულიც რომ გადაუხადო საკუთარ თავს კარგი იქნებოდა. ყოველივე ამის შემდე კიდე გიჩნდებათ კითხვა რატომ მბურძგლავს როცარიტორიკულ კითხვას. სად დაისვენე?! ან ტელეფონით ამინდის თაობაზე მკითხებიან?!
03.03.09
შენს ბლოგზევე ვაფიქსირებ, ამ პოსტის იდეის ავტორი მე ვარ! ვოტ!
ReplyDelete;D :D
ძაან კაი პოსტია, მაქსიმალურად რეალისტური. ბავშვების ნაწილში უფრო ვრცლადაც შეიძლებოდა ლაპარაკი. მე მაქვს მაგარი გამოცდილება, 7 სტუმრიდან სამი ბავშვი იყო და ორი აქედან 3 წლამდე. :D :D იმაზე აღარაფერს ვამბობ, ღამის გასათევს რომ ვეძებდი მეგობრებში და ვერ ვპოულობდი, ყველას მისი სტუმრები ყავდა :D
იდეის დედა ხარ ;)
ReplyDeleteასეთ დღეში ვართ და სად იყურება მთავრობა ჰა? :D:D:D
ვაააი....
ReplyDeleteჩემს დაქალთან ვაპირებდი ჩასვლას ბათუმში, სამი წელია მიმათრევს და ამ პოსტის მერე გადავიფიქრებ..
:უსერ:
:D განა ყველა სტუმარი ერთნაირია? ზოგი სასურველიც კია ;)
ReplyDeletesainteresoa, ras aketebs mashin roca seoni mtavrdeba? ;)
ReplyDeleteაი, ვიცი მე და სულ ვამბობ ხოლმე რომ ტურისტული ადგილების აბორიგენ მოსახლეობას არ უყვარს ტურისტული ლაშქრობები...ხოოდა, კაკ ი ვსეგდა, ახლაც მართალი ვარ :)
ReplyDeleteმე რო ეგეთ ადგილას ვცხოვრობდე, მეგონება რომ მარტო სახლში ადგილს და სიმშვიდეს კი არა, ჩემ გარემოს მართმევენ :ს
ხოდა, ხო გინდა ცხოვრება. მერე მოდი, მოასწარი ზაფხულს და შენაც იგემებ :)
ReplyDeleteიმედია დედაჩემის ბათუმელი ნათესავები ასე არ ფიქრობენ..=] ^^
ReplyDeleteღმერთო, რა კოშმარია :დ ალბათ მუსიკასაც რთავენ მაღალ ხმაზე :შ
ReplyDeleteluna - იმედია არ ფიქრობენ და იმედია არცააქვთ საბაბი ;)
ReplyDeleteაგასპერ - მუსიკა ისედაცაა. საყოფაცხოვრებო ჯაზი ქვია !!!
ვაიმე ეს რა მესმის :(:(
ReplyDeleteმეგონა ჩემი ჩამოსვლა ყველას გიხაროდათ:):)თურმე გულში რას არ ფიქრობთ.ყველა აბზაცში ჩემს თავს წარმოვიდგენდი და გულწრფელად შემეცოდა ნანა კვაჭაძე:):):)
მაგრამ მე იმედს ვიტოვებ რომ მე ესეთი მომაბეზრებელი დამსვენებელი არ ვარ:):):)დამეთანხმეთ გურულებო.თორემ სექტემბერში მოვდივარ და უკვე ვნერვიულოობ:):):)
სექტემბერში გიპასუხებთ :))))
ReplyDeleteვაიმე...შვილო...
ReplyDeleteცრემლები მდიოდა რომ ვკითხულობდი :)
ისე ადვილი რომ არ იქნებოდა ბათუმში ცხოვრება აქამდეც ვიცოდი.
ამდენი დაზაგრული, დასვენებული, ნახევრად შიშველი ხალხი რომ უმისამართოდ დაწანწალებს, ყველაფერს სურათებს უღებს და ზედმეტად ბედნიერი სახეები აქვთ, ამ დროს შენ კიდე სამსახურში მიდიხარ :(
არა, ამ შემთხვევაში მე ყველაზე იდეალური სამსახური მაქვს. ხშირ შემთხვევაში მაგ დამსვენებლებზე ბედნიერი სახე მაქვს. იმიტომ რომ ვიცი სად, როდის, რა და როგორ :)
ReplyDelete