Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შავი ზღვა


ირიბად წვიმდა. საზიზღარი, ძვალ-რბილში გამავალი ქარი ქროდა. ზღვაც მოქუფრულიყო. არ ღელავდა, ბრაზობდა. 
დღეც ისეთივე ნაცრისფერი და არაფრისმთქმელი იყო როგორიც ცაზე მოსრიალე მოტყვიისფრო ღრუბელი. სწორედ ისევე მალე ჩადნა და გაითქვიფა კიდეც.
საღამოს ზღვა ერთ მღვრიე, მოშრიალე, არანაკლებ მღვრიე და არანაკლებ მუქ ცასთან შეზრდილ მასად იქცა. ისედაც მკრთალი ჰორიზონტი სადღაც გაუჩინარდა და ბოლოს ღამე ისე ახლოს მოვიდა რომ ბარის ფანჯრებიდან გამოსული შუქი რომ არა აქაფებულ ტალღებსაც ვეღარ დავინახავდი...
მერე კი ისევ გაწვიმდა...
ააქვს რაღაც მისეული მაგია ჩვენს შავ ზღვას. მოცისფრო-მოზურმუხტოდან უცებ რო შეუძლია ტყვიისფრად მოიქუფროს და თავისი სინაზე რაღაც წუთების შუალედებში ცოფიან მრისხანებად გადმოანთხიოს ნაპირს.ასე რომ უფრთოდნენ ბერძნები.
გავს ჩვენს ფეთქებად ბუნებას არა!?
ერთდროს მტკნარი შავი ზღვა ბოსფორის გაპობის შენდეგ შეივსო ხმელთაშუა ზღვის მარილიანი წყლით და ცოტათი გაევროპელდა... თუმცა მის ჭიაღში ახლაც ათასი საიდუმლო იმალება. საიდუმლო, რომელიც თავის დროს ელოდება...
მიუხედავად იმისა რომ ღამე იყო და აღარც მისი აზვირთებული ტალღები ჩანდნენ, მის სიახლოვეს ქარის მიერ მოტანილი ტალღების შრიალის ხმა გვახსენებდა... ჩვენი ზღვა... შავი ზღვა...
შენი... ჩემი... ჩვენი შავი ზღვა



No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]