გუშინ სატელეფონო ზარი იყო სტუდიაში. შეწუხებული ქალბატონი მოსალოდნელი აპოკალიპსით დაინტერესდა: "შვილო, მითხარი გენაცვალე, რაიმე ახალი ამბავი ხომ არ იცი? მიწისძვრა იქნება!?". როგორც შემეძო ვანუგეშე და შევეცადე ამეხსნა რომ ეგ (მთვარის მოახლოვება) ჩვეულებრივი მოვლენაა. ადრეც მომხდარა, მომავალშიც მოხდება და საშიში აქ აბსოლუტურად არაფერიამეთქი." ანუ შემიძლია ჩამოვიყვანო ბავშვები სოფლიდან" მკითხა დაეჭვებული ხმით. "ჩამოიყვანეთ" ვანუგეშე მეც და მერე დავფიქრდი. რას ვეტაკე, ყოლოდა სოფელში...
სახლისკენ მიმავალს უკან დასაბრუნებლად სხვა გზის ძიება მომიხდა. არა მევალე არ შემხვედრია გზაზე. თავად გზა იყო გადათხრილი.
ძალიან ვთხოვ თიბისი ბანკის ხელმძღვანელობას. გაუმხილეთ ბათუმელ გზის მუშებს და უთხარით რომ ეგ ათიათასი დოლარი ბათუმში კი არა თბილისშია დამარხული თორემ დაუგებელი კი არა რაც დააგეს ისევ უკან აყარეს...საღამო ხანი იყო. პურის საყიდლად შევიარე მაღაზიაში. კარებთან ორი ბიჭი კამათობდა. "ბიჭო, ლობიანი მაქვს და დანარჩენი რავი აბაა!" ამბობდა ერთი." აუ რავიცი ძმაო, ავიღოთ რამე დასალევიც თორე ისე რაა!?"-ჯუჯღუნებდა მეორე."არა ბიჯო, რა პოტში, მარხვა და რამე... არადა მეც მინდა დალევა"-წუხდა პირველი." აუ მოდი ლუდი ავიღოთ ეეე.."-მოიფიქრა მეორემ."აუ თან ნაკურთხია ეე, მართალი ხარ"-გაუბრჭყინდა თვალები პირველს და ორთავემ, ამ გადაწყვეტილებით გახარებულებმა 2 ლიტრიანი "ნაკურთხი"სითხით სავსე ნატახტარი ამოიღლიავეს და ბედნიერები გაუდგნენ გზას.
ეზოში შესვლისას მეზობელი შემომეგება. "რას შვები? სახლში მიდიხარ?" . ხო მეთქი. " რას ამბობ ბიიჯო. 8 საათზე თურქეთში მიწისძვარს ელიან!"-ო მომაძახა და გამეცალა. საიდან დაასკვნენ ან რას ნიშნავს ელიან... მატარებელს მოყვება თუ სტამბული-ტოკიოს რეისს...
ტელე ეთერი დუღდა და გადადუღდა. რა არ დააბრალეს ამ საწყალ მთვარეს. რა ქალიშხალი, რა წყალდიდობა, რა მიწისძვრა. ლამის იყო კენედის მკვლელობაც მას მიაწერეს. თან ყოველივე ამას უკვე გამობრძნედილი, დამაჯერბელი, ოდნავი აღელვებულ-გაბრაზებული ხმის ტემბრითა და სათანადო კადრების კოლაჟით ისე გემრიელად აწვდიდნენ პორცია-პორციობით ტელეეთერიდან რომ რა გინდა სულო და გულო.
ოჯახ აშენებულებო, იქვე მიაწერეთ: "რა ვქნათ აბა? პოლიტიკური სკანდალები, რაზეც ვისწავლეთ ჩვენი პროფესია და ავიდგით "ენა" გამოგველია და ახლა ძირითადად აბორტებით, მკვლელობებით და კატასტროფებით თუ ვყიდით ჩვენს პროდუქციას"-ო თორემ ვიფიქრე რომ მართლა კრიზისი გვაქვს..ოღონდ ტელე სივრცეშითუმცა არც მთვარეს, არც იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას და არც ცუნამის საშინელ კარდებს ისეთი მითქმა-მოთქმა არ გამოუწვევია როგორც ამ კვირის პროფილში, ხუთჯერ გათხოვილი ქალბატონის მეშვიდედ, 20 წლით უმცროს ბიჭზე ნიშნობის და უკრაინელი სტრიპტიზიორების გამოჩენამ...
მთვარეს რაც შეეხება: ერთმა მკითხა კიდეც, "მთვარის კლუბი" მთვარეზე რატომ არ წერსო.მთვარე მოიწევს ხომ ხედავ ჩვენი განადგურება უნდაო...
მთვარე მართლაც მოუახლოვდა დედამიწას ძალიან ახლოს ვიდრე გასული 12 წლის განმავლობაში. მოგვიახლოვდა, დაგვხედა, "ვაი თქვენს პატრონს გაჭირებულს. ამ დებილი გრავიტაციის დედაც ვატირე თორემ ჩემდათავად თქვენი მაყურებლის ორბიტაზეც გავიარე"-ო თქვა და ისევ იწყო დაშორება...ისე ბედიც ამას ქვია. ამოდენა გალაქტიკაში მაინც და მაინც ჩვენს დედამიწას უნდა უტრიალოს მთელი მისი ცხოვრება. არადა ეგებ ასტეროიდად ყოფნაზე ნატრულობს ჩუმად... ირგვლივ ხომ ამოდენა, ყოვლის მომცველი კოსმოსია... მან კი ჩვენ უნდა გვიყუროს... ეჰ... იმედი დაგვიტოვა ყოველ შემთხვევაში... ასე 20-22 წლის მერე გამოგივლით ისევო...
mtvaris klubma mtvareze dacera-gushin megobrebtan ertad vsvamdit :))) 6ze davicyoto -8ze daingreva yvelaperio-8rom gaxda yvelam mtvares shevxedet da ratomgac apokalipsis vada 11ze gadaitanes :d sabolo jamshi 12ze gemrielad davishalet :d
ReplyDeletesaintereso statia ))) saxaliso :*
ELL