Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

2012-ში არ გვცალიაო. ასე 2014-ისთვის იყოსო

2012-ში არ გვცალიაო. ასე 2014-ისთვის იყოსო

რას იზამ, მწარეა სული. რუსმა ასტოლოგებმა, შამანებმა, მკითხავებმა და მჯღიბავებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს რომ კაცობრიობის აღსასრული გადაეჩოჩებინათ. ბოლოსდაბოლოს დიდი პატარა პუტინი ამოდენა თანხას აბანდებს სოჭოს ოლიმპიადაში რაც ისედაც კოლოსალური თანხა დაუჯდა და 2012 ვიღაც მაიას ვადაგასული კალენდრის გულისთვის ხომ არ ვაწყენინებთო. ერთი სიტყვით შეიკრიბნენ, ღრმად ჩაისუნქეს და დაასკვნეს რომ 2012 ში მაგისთვის არ გვცალიაო. მითუმეტეს რომ ახლა დედამიწაზე რადიკალური ცვლილებების დრო დგებაო. 

რუსეთში ერთ-ერთი წარმოსადეგი ასტროლოგის პაველ გლობას თქმი აღსასრული არა მაგრამ სისხლის ღვრა კი იქნებაო. მითუმეტეს ამ წელს მზის ბარე ექვსი დაბნელებაც მოხდებაო. რა ამბავიაო- აღშფოდნენ დანარჩენები. მე რავიცი აბა-ო აიჩეჩა მხრები გლობამ. სამაგიეროდ ის ვიცი რომ ბალკანეთში ომი დაიწყება და ნობელის პრემიის ლაურიატების დაჯოლდოებაზე დიდი აფეთქება მოხდებაო. საერთოდ კი ეს წელი 1939 წელს გავსო, რომლის მერე დიდი სამამულო ომი დაიწყოვო. ხოდა ის დროა მესამე სოფლიო ომისთვის ვემზადოთო...
ეგ კიდევ რა არისო -  ჩაიცინა პარაფშიქოლოგმა ლარისა ვაისმა- ამინდი ისე გადაირევა ძაღლი პატრონს ვერ იცნობსო. ძაღლზე და პატრონზე გამახსენდა და მალე ექვს თითა ბავშვები დაიბადებიანო. ( ხო აბა ათი თითით კომპიუტერის კლავიატურაზე ჩხაკუნი ძალიან ძნელია. აი თორმეტი კაკრააზ) და არამარტო ბავშვები, ანომალური ცხოველბიცო (ლარისას მეზობლის ძაღლი არ ყავს ნანახი, რომ დადის და ყოველ 10 წუთში, თურქული აეროზოლივით ჰაერს რეგულარულად აფუჭებს თორემ მერე გენახათ ქვეყნიერების აღსასრული).

ამდენი ხანია გისმენთ და რეებს როშავთო - აღშფოთდნენ შამანები. მართალია 2009 წლიდან დედამიწის მართველობა სიკვდილის ღმერთ იამარადჟის ხელშ გადავიდაო ( ა ხალხი, არც არჩევნები, არც მიტინგები. მოვიდა დრო და გადავიდა) და ჩვენი პლანეტა სიკვდილის კარიბჭეს წელს ყველაზე ახლოს მიუახლოვდაო ( ხო მართლა, 5 ნოემბერს ყველაზე ახლოს მოვაო და ვისაც უნდა იქეთო თბილისის მოედნიდან გავდივართო 10 საათზეო) მიუხედავად ამისაო 2012 ყველაფერი დალაგდებაო. პრინციპში რა და როგორ დალაგდებაო ეგ აღარ უთქვამთ. ისიც საკითხავია დალაგდება თუ გადალაგდება.

მოკლედ წაიწიეს, არა ასე არა ისეო. და ბოლოს იმაზე მაინც შევთანხმდეთ რომ 2012 ში ყოფა არ ეტირება დედამიწასო. კაი ჯანდაბას,სოჭის ოლიმპიადისთვის ადგილები მაქ დაბრონილი და ხომ არ გავახუნებო... ხოდა ასე მეგობრებო და პატივცემულო ჰოლივუდო. ახლა თამამად შეგიძლია დაწერო ახალი სცენარი და გადაიღო შენ რომ იცი ისეთი მაგარი ფილმი თუ როგორ წყება მესამე მსოფლიო ომი რუსი ვანიას სოჭის ოლიმპიადაზე თხილამურებიდან დაშვების შედეგად...

საინტერესო შეგრძნება იქნება აქ ცურვა...
თუმცა მანამდე იაპონიაა გასასიუჟეტებელი და გადასაღები. მაგას გამაზავს ჰოლივუდი!?
ხო მართლა, იაპონიაზე გამახსენდა. აკაპულკოში უკვე აღარ იციან იაპონიაში მომხდარი მიჭისძვრა ეწყინოთ თუ??? მთელი სხვადასხვა სახეობის თევზების ერთი დიდი ლაქითაა დაფარული. მათი რაოდენობისა და ჯგუფების სიმჟიდროვის გამო ზემოდან ნავთობის უზარმაზარ ლაქას წააგავენ. თუმცა ამ „ლაქით“ უზომოდ გახარებულები არიან ადგილობრივი მეთევზეები. დგანან მუხლებამდე წყალში და ერთ ამოსმაზე ამოჰყავთ აუარება რაოდენობის თევზი. 
მეცნიერები ჯერ ვარაუდობენ მხოლოდ „ეს ის შემთხვევაა როცა ძალაუნებურად მოგდის იაპონიის მიწისძვრასთან ასოციაციები. არადა შესაძლოა საქმე სულ სხვა რამეში ოყოს“ო ამობებ ისინი. თუმცა სანამ მეცნიერები ვარაუდობენ, მეთევზეები ზეიმობენ. გლობა და მისი მეგობრები კი მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებიან რომელიც 2014 წელს დაიწყება.

მე კი კარგ განწყობას გისურვებთ. დიდი ამბავი, მერე შევკრიბოთ ისევ გლობა და სასტავი, ერთი ორი კაი ქინძმარაული და მესამე მსოფლიოსაც გადავაჩოჩებთ. მთვარეს გადავურჩით და ამას ვერ გადავაგორებთ!?

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]