Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კინობლოგი 05

კინობლოგი 05


 გოდზილა და კინგკონგი დამეგობრდნენ, ჯონ უიკი ისევ შურუსძიების სურვილითაა ანთებული, ტოპ განმა ტიტანიკი ხელმეორედ ჩაძირა, გილიერმო დელ ტორომ ახალი პინოქიო გვაჩუქა.. დაგაინტერესა? ხოდა ძალიანაც კარგი, ეს კეთილი იყოს შენი მობრძანება კინობლოგში. მიკროფონთან დათო ტრაპაიძეა, წინ კი ტრადიციული კინოვოიაჟი გველოდება. გვისმინე, რომ შემდეგ სიამოვნებით უყურო.

 

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დისნეის ხელახლად გაცოცხლებულ პინოქიოზე. სადაც არაჩვეულებრივ ანიმაციასთან ერთად ტომ ჰენკსის მიერ განსახიერებული ჯებეტო ვიხილეთ და ბავშობაშიც  დიდი სიანოვნებით ვიმოგზაურეთ. ახლა კი გვინდა გიამბოთ სულ სხვა პინოქიოზე, რომეზეც ერთი შეხედვით ყველამ ყველაფერი ვიცით. მაგრამ, როგორც ჩანს ფიჭვის ბიჭუნას ცხოვრებაში ძალიან ბევრი, არც თუ ისე ზღაპრული და მით უფრო ბავშური მომენტები ყოფილა. სახელოვანმა რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ მართლა სხვა, ალბათ უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, სხვა ხისგან დაზადებულ პონოკიო შექმნა. ფილმი მოგვითხრობს ბიჭუნას ძალიან ბევრ უცნაურ ისტორიას. მაგალითად იმის თაობაზე თუ როგორ წარსდგა პინოკიო ქალაქელების წინაშე და აუწყა მათ რომ ის ნამდვილი ბიჭია, რომელიც ოსტატმა ჯებეტომ შექმნა რათა საკუთარი შილის სიკვდილით გამოწვეული სევდა ოდნავ გაექარწყლებინა. მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა რომ ჯებეტომ ის  ვერ შეიყვარა როგორც ნამდვილი შვილი, სევდიანი პინოკიო ტოვებს სახლს და აქედან იწყება მისი ერთის შეხედვით ცნობილი, მაგრამ ამავდროულად უცხო მოგზაურობის ისტორია, სადაც არა ერთ საოცარ არსებებს შეხვდება და გაიგებს რომ ადამიანების ცხოვრება ძალიან სწრაფმავალია, თოჯინების კი არა. თუ ამას დავუმატებთ პერიოდს, რომელშიც ხდება პინოკიოს ისტორია, ეს გასული საუკუნის 30 იანი წლებია, იტალიაში მუსოლინის აღზევების დრო. ამბავი კიდევ უფრო სევდიან ელფერს იღებს. ერთი სიტყვით გილიერმო დელ ტოროსეული პინოკიო საინტერესო და უცხოდ სანახავი რამ იქნება. თუ გავიხსენებთ ამ რეჟისორის ზღაპრების თხრობის მანერას, მაგალითად ძალიან ლამაზ, მაგრამ უზომოდ სევდიან ფილმს ფავნის ლაბირინთს. სადაც თითქმის იგივე პერიოდში ხდება ფავნის, პატარა გოგონას და მისი ახალდაბადებული ძამიკოს ამბები მივხდებით თუ რა ფერებში იქნება მოთხრობილი პინოკიოსეული ისტორია. მგონი არ არ უნდა ველოდოთ ჰოლივუდისეულ მარტივ და შაბლონურ ჰეპიენდს. მის გამოჩენას სასწაულების თვეში, დეკემბერში უნდა ველოდეთ.

გოდზილა ბრუნდება, ამჯერად კინგკონგთან ერთად. გიგანტური მონსტრების სამყაროს გოდზილასა და კონგის სახით საკმაოდ სერიოზული  საძმაკაცო გაჩნდა. თუ წინა სერიებში მთელი ქვეყანა დიდი ინტერესით ელოდა ამ ორი სუფერ ფალოვანის შერკინებისას გიდზილა მოერეოდა თუ კონგი. ახალ ფილმში დედამიწა სწორედ ამ წყვილის დასაცავი იქნება, ისევ. ფილმში უფრო გავრცობილი იქნება თემები საიდუმლო ორგანიზაცია მონარქის შესახებ, ასევე ჩონჩხების კუნძულის და დედამიწაზე გიგანტური მონსტრების პირველი გამოჩენის თემაც. ჯერ უცნობია ამ ვეება გოლიათების შერკინებისას ახლა რომელი ქალაქი იქნება მიწასთან გასწორებული . აბა ამათ ხო ტიალ მინდორში ბრძოლა არ შეუძლიათ?! აუცილებლად რომელიმე მეგაპოლისში უნდა გაიჩითონ, თან პიკის საათის დროს.

ბრუნდება ასევე ავატარი აანგი. ამჯერად უკვე წამოზრდილი ავატარის მოგზაურობის ისტორის ვიხილავთ, თუმცა არა სერიალის, არამედ სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის სახით. მართალია ის 2025 წელს გამოვა. მაგრამ ავატარის სამყაროს თაყვანისმცემლებისთვის ეს დრო ძალიან მალე გავა.

შედარებით უფრო ადრე გავა დრო  ჯონ უიკის გულშემატკივრებისთვის. უბერებელი კიანუ რივზის ეს ჰარიზმატული და ტყვიაგაუმტარი ქილერის მეოთხე ეპიზოდი კიდევ უფრო სანახაობრივ სცენებს, ტყვიების წვიმას, აფეთქებებს და ხელჩართული ბრძოლის სცენებს გვპირდება. თავისუფლების და სიმშვიდის მოპოვების სურვილით შეპყრობილი უიკი ცდილობს თავი დააღწიოს ქილერთა სამყაროს. თუმცა ხვდება რომ არაფერი გამოუვა თუ ბოროტების სათავეს თავად არ გაანადგურებს. თითქმის ყოვლისშემძლე მეტოქესთან ბრძოლა კი ძალიან ძნელია. მითუმეტეს მაშინ, როცა მეტოქეს მეგობარიც კი შეუძლია გადააქციოს მტრად. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ვერც ისინი იქნებიან მშვიდად, რადგან მათით თვით ჯონი უიკი, იგივე ბაბაიაგა დაინტერესდა. ჩემი მოკრძალებული აზრით ჯონი უიკი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და დინამიური ბოევიკია არამედ ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და ზედ გამოჭრილი როლი კიანოსთვის.

ტოპ გან მევერიკი, ფილმი რომელიც მოგვითხრობს გამანადგურებელის პილოტის ისტორიას ეკრანზე გაზაფხულზე გამოვიდა. ტომ კრუზის მფრინავმა სტუდის გულის გასახარად უკვე მოხსნა ტიტანიკის რეკორდი. თუმცა შემოსული მოგებით დიდხანს ტკბობა როგორც ჩანს პარამაუნტს არ დასცალდება. საქმე ეხება საავტორო უფლებებს. მოგეხსენებათ ტოპ განის პირველი ფილმი რეალური მფრინავის ისტორიაზე იყო დამყარებული რომელიც 1983 წელს ჟურნალ კალიფორნიაში გამოქვეყნდა. სტუდიამ რათქმაუნდა იყიდა მაშინ უფლებები და ფილმის ტიტრებშიც კი ყავდა მოხსენიებული ნამდვილი პილოტის ვინაობა. თუმცა გავიდა დრო, ეხუდა იონია, ასე ქვიოდა იმ საოცარ მფრინავს. გარდაიცვალა. წლების შემდეგ კი მისმა შთამომავლემა გაყიდუი უფლებები უკან გაოიხმეს. ეს ამერიკული კანონმდებლობით სავსებით შესაძლებელი ყოფილა. ხოდა, სწორედ ამ გამოხმობილი უფლებების დარღვევაზე ედავებიან მფრინავის შტამომავლები სტუდიას. სტუდია თავის მხრივ თავს იმართლებს, კი, პირველი ფილმი რეალურ ისტორიაზე იყო დაყრდნობილი, მეორე კი უკვე სხვა ამბავიაო. თუმცა სასამართლომ ეს მოსაზრება არ ჩათვალა წონად არგუმენტად. ასე რომ დავა ჯერ კიდევ გრძელდება და რითი დასრულდება ჯერ უცნობია. თუმცა უკვე თამამად შვეგვიძლია ვთქვათ რომ ტოპ განი მავერიკი ტომ კრუზისთვის ყველაზე მომგებიანი ფილმი გამოდგა. შეგახსენებთ რომ ამ ფილმის ხილვა მაყურებელს 2020 წელსაც შეეძლო, თუმცა მსოფლიო პანდემიამ ხელი შეუშალა. ფილმში ტომ კრუზი რათქმაუნდა თავად ასრულებს ყველა ტრიუკს, მეტიც, ყველა საჰარო ბრძოლა და მანევრი მწვანე ეკრანის გარეშე ყოფილა გადაღებული.

 

ყველასათვის საყვარელი ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი ყველანაირად ცდილობს დაარღვიოს კლიშე და მაყურებელმა მას როგორც კარგ მსახიობს შეხედოს და არა უბრალოდ ჰარის როლის შემსრულებელს. მის მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია. უჩვეულო - ისტორია იელ იანკოვიჩზე . ასე ეწოდება ფილმს რომელიც საკმაოდ ცნობილ კომიკოსზე მოგვითხრობს. ალფრედ მეტიუ იანკოვიჩს ბავშვობიდან უყვარდა მუსიკა და პაროდია. მასი უცნაური ჰობის გამო მასაც ბავშვობიდან ყველა უჩვეულს ეძახდა, ამიტომაც შერჩა მეტსახელი უცნაური ელ იანკოვიჩი. შეცვლილი ტექსტით სიმღერების პაროდია, რომელსაც ის აკარდეონზე ასრულებდა მისი სავიზიტო ბარათი გახდა. მეგობრების რჩევით მან საგანგებოდ ჩაწერილი კასეტაც კი გააგზავნა რადიოში. სწორედ აქედან იწყება მისი მოგზაურობა შოუ ბიზნესის საკმაოდ მომნუსხველ სამყაროში. სკანდალები, ნარკოტიკები, პიროვნული კრიზიები, რომანები.. სხვათაშორის მადონასთან. ეს ყველაფერი აკარდიონზე დამღერებული სახელოვანი ჰიტების მისეული ვერსიების თანხლებით საკმაოდ საინტერესო სანახაობას ქმნის. ბუნჩულა და საყვარელი ჰარი პოტერისგან უცნაურ კომედიანტის როლში გადახტომა  დენიელ რედკლიფს საკმაოდ კარგად გამოუვიდა. მეტიც, სავსებით შესაძლებელია რომ მან რაიმე სოლიდურ პრიზსაც კი გამოკრას ხელი.

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ძველი ვარსკვლავის დაბრუნებით გაგვახარებს ღია ეთრია. სკანდალების მოყვარული ღამის არჯეი, რომელსაც მელ გიფსონი ანსახიერებს, პოპულარული ღამის შაოუს წამყვანია. ყევალაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა რომ არა ერთი სატელეფონო ზარი ღამის შოუს მსვლელობისას. ანონიმმა ღია ეთერში აცნობა რომ წამყვანის ოჯახის წევრები მძევლად ყავთ აყვანილი და სწორედ მასზე, არჯეიზეა დამოკიდებული იქნებიან თუ არა ისინი ცეცხლები. ყველაფერს კი ანინიმის მიერ დასმულ შეკითხვებზე გაცემული სწორი პასუხები განსაზღვრავს. ამასთანავე ეთერი უწყვეტი უნდა იყოს. თუ ეთერი გაითიშება, ან წამყვანი იცრუებს - ოჯახის წევრებს ცუდი დღე დაადგებათ... აი აქედან კი სულ სხვა, არც ისე სახალისო შოუ იწყება რადიო ეთერში. ფილმი ძალიან დინამიური და კარგი სანახავია. მელ გიფსონის ნიჭიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე რომ , გირჩევთ ჩაუჯდეთ ღამის ეთერს.

გადაცემის ბოლოს ტრადიციული რეკომენდაციის ჯერი დადგა. ამჯერად თავი დავანებოთ ჰოლივუდს, ფენტეზი სამყაროს და მიუზიკლებს. ერთი ძალიან ლამაზი და თავის დროზე ძალზედ პოპულარული ფილმი მინდა შემოგთავაზოთ. ფილმი, რომლის სახელის გაგონებისთანავე ყველას თვალწინ გვიდგება სოხუმი, ზღვა, ველოსიპედი და ყურში ეს საამო, ძალიან ბევრი თაობისთვის სანიშნედ ქცეული მელოდია გვესმის. დიახ, ეს ფილმი ჩიორაა. ისტორია ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილზე, რომლებიც მშობლებს თბილისიდან სოხუმში გაექცნენ , სადაც ერთ უცნაურ ბიჭს გადაეყრებიან რომელსაც მეგობრები ჩიორას ეძახიან. ჩიორას ძალიან უყვარს სოხუმი, ზღვა, ველოსიპედი და თავგადასავლები. სწორედ ამ უცნაურ სამკუთხედზე, ზაფხულზე, მეგობრობაზე , სიჭაბუკეზე და სუყვარილზეა ეს ფილმი. ფილმის წარმატების წილი ასევე მუსიკაზე მოდის. ალექსანდრე ბასილაიას „ეს ზამთარის დაილევა“ და ბესიკ კალანდაძის „ყვავილები თოვდა, თოვდა“ ჰარმონიულად ერწყმის ახალგაზრდების საზაფხულო სიტორიას. ყვეკაფერთან ერთად ჩიორა ბოლო ქართული ფილმია რომელიც ულამაზეს სოხუმში  გადაიღეს. ფილმში მოთხრობილ ისტორიას და არაჩვეულებრივ მუსიკას სწორე ულამაზესი და ნატვრად ქცეული სოხუმის კარები ემატება. აი ამ ნოსტალგიურ ნოტებზე გემშვიდობებით. გადაცემის ბოლოს გიტოვებთ ალექსანდრე ბასილაიას კიდევ ერთ სიმღერას, რომელიც ჩიორას მთავარი მუსიკალური ხაზი გახლავთ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ამ მელოდიის თანხლებით დიდი სიამოვნებით დასეირნობს ველოსიპედით, მოტოთი ან სულაც ფეხით. ამიტომაც დიდი სიამოვნებით გიტოვებთ ამ სიმღერას და გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე. თქვენ უსმენდით კინობლოგს, მიკროფონთან დათო ტრაპაიძე იყო/ გვისმინეთ, რადგან შემდეგ სიამოვნებით უყუროთ .

 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]