ჯორჯ მარტინის სამყაროში კიდევ ერთი კარი იღება. უკვე გადაღებულის და გადასაღებად განწირული წიგდების გარდა, ვორნარი მზაობას აცხადებს ჯორჯ მარტინის კიდევ ერთი, ამჯერად საბავშვო მოთხრობის ეკრანიზაციის თაობაზე. სახელწოდებით ყინულის დრაკონი. წიგნი მოგვითხრობს გოგონა ადარას შესახებ ,რომელიც ცდილობს დაიცვას ოჯახი ცეცხლოვანი დრაკონების მუდმივი შემოტევისგან . სატახტოთა თამაშების და დრაკონის სახლისგან განსხვავებით ეს ამბავი უკვე სრულმეტრაჟიანი ანიმაცია იქნება. ასე რომ, ვორნარს არც ეს ნიშა დარჩება აუთვისებელი
გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად გელოდებათ
კინობლოგი, ფილმების სერიალების და მთელი ამ მომნუსხველი კინოსამყაროს საკმაოდ საინტერესო
რევიუთი. მიკროფონთან დათო ტრაპაიძეა, კარგია რომ აქ ხარ. გავიგოთ, რა ხდებოდა ამ ხნის
მანძილზე საინტერესო კინოსამყაროში.
ტარანტინო არ ცხრება. რამდენიმე ხნის წინ მან მორიგი
შტურმი მიიტანა სუპერჰეროიკით გატაცებულ სტუდიებზე. მისი ქილიკის საკმაოდ დიდი წილი
მარველზე მოდიოდა. რატო ეძახით ამ ხალხს კინოვარსკვლავებს, ამ ფილმებში მონაწილე მსახიობებს
არაფერი აქვთ საერთოო კინოვარსკვლავებთან. მათი მთავარი კოზირი ცნობადობაა და მეტი
არაფერი, ამაზე კი მილიონებს ხარჯავს სტუდია. რაც შეეხება სამსახიობო მონაცემებს -
მათ უბრალოდ ის არ გააჩნიათ, და თუ გააჩნიათ ათასინაირი კომპიუტერული ხრიკების და ოინების
მიღმა ეს უბრალოდ არ ჩანს. კაპიტანი ამერიკა ვარსკვლავია - მაგრამ არა კრის ევანსი.
თორიც ვარსკვლავია - მაგრამ არა მსახიობი. სუპერჰეროიკა კლავს ჰოლივუდს და ნამდვილ
არტისტებს. ამბობს ტარანტინო.
მისმა ესოდენ ცხარე განცხადებამ რათქმაუნდა გამოიწვია უკმაყოფილო
მაყურებლების და ფანკლუბის აუარება ჰეიტი. მსახიობებმაც კი სცადეს სტუდიის გამოსარჩლება.
განსაკუთრებით თავი შან ჩის როლის შემსრულებელმა გამოიდო. ტარანტინო და კორსეზე რათქმაუნდა
გენიოსები არიან, მაგრამ მათ არააქვთ უფლება ლეკვივით ცხვირი გვაკვრევინონ ქვიშაში.
მე მადლობელი ვარ იმ სტუდიის რომელმაც მომცა საშუალება ამ სამყაროს ნაწილი ვყოფილიყავი.
სუპერჰეროიკამდე ჰოლივუდი იყო საოცრად თეთრი, ახლა კი აქ ყველა რასის და კანის ფერის ადამიანი
თამამად თამაშობს და მოვაწეობს. მე დარწმუნებული ვარ რომ ტარანტინოს ნებაზე რომ ყოფილიყო
საქმე მე ამ დღესაც ვერ მივიღებდი მონაწილეობას ფილმებში ჩემი წარმომავლობის გამოო. რა შუაში იყო რასიზმი, კანის ფერი და ტარანტინოს
განცხადედება სუმუ ლიუს არ დაუკონკრეტებია. არადა მართლაც რა შუაშია? ტარანტინომ ხომ
ხოლოდ სუპერჰეროიკის ზემოდურობის გამო დროებით
ჩრდილში მოქცეული ნამდვილი კონომატოგრაფია ახსენა.
სხვათაშორის, ხომ გახსოვთ მისი დაპირება რომ მეათე
ფილმის შემდეგ ის ტოვებს კონომატოგრაფიას. რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი რომ ტარანტინომ
მიიღო გადაწყვეტილება და ის არა ერთ ფილმს არამედ რვა ნაწილიან სერიალს გადაიღებს.
ჯერ უცნობია კონკრეტულად რა სერიალზეა საუბარი მ თუმცა აშკარაა რომ ის არსად წასვლას
არ აპირებს
სანამ ტარანტინო სუპეჰეროიკას აკრიტიკებს, ამ სფეროს
მეგადონტები თავისი საყვარელი საქმის კეთებას აგრძელებენ. ჯეიმს განი დისის სამყაროს
უახლესი ათწლეულის დალაგებას იწყებს. მისი თქმით პროდიუსერებმა და სცენარისტებმა ორი
თვის მანძილზე უნდა წარმოადგინონ დისის სამყაროს
განვითარების მინმუმ ათწლიანი გეგმა. მარველისგან განსხვავებით დისის სამყაროს
კომიქსებიდან ეკრანიზირებული სუპერგმირების
ჩამონათვალში ნამდვილად უჭირს. ამიტომ განი გეგმავს აუთსაიდერი გმირების რეამინირებას.
მათშორისაა ფილანტროპი, მილიონერი მისტერ
ტერიფიკი. რომელიც რკინის კაცის ანალოგი გახდება დისის სამყაროში. განი მაყურებლებთანაც
გეგმას საკმაოდ მჭიდრო კონტაქრს. მან სოციალურ ქსელში დისის კომიქსების ფანატებს ისიც
კი კითხა თუ რომელი სუპერგმირის ხილვა სურდათ ეკრანზე. აი იქ წამოვიდა სურვილების ნამდვილი
კორიანტელი.
ჯერ უცნობია რამდენად ზედმიწევნით აუსრულებს სტუდია
ფანატებს საკუთარ სურვილებს, ერთი ცხადია, განის მიერ წამოწყებული „შაბათობა“ ბეტმენსაც შეეხება. სტუდიის მესვეურებმა უკვე განაცხადეს
რომ დღესდრეისობით არსებული ოთხი ბეტმენისგან დარჩება მხოლოდ ერთი.. თუ გავიხსენებთ
ვინ ხელმძღვანელობს ამჟამად სტუდიას, დაახლოებით მივხდებით თუ რომელ ბეტმენზეა საუბარი.
კიანუ რივზს ერთ-ერთ ტელეშოუში კითხეს თუ რომელ
გმირს დაუბრუნდებოდა დიდი სიამოვნებით, ასეთი კინიგმირი ჯონ კონსტანტინია, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მას
კიდევ ერთხელო თქვა კიანომ. ფაქტია რომ მისი სურვილი სტუდიაში საჭირო ადამიანებმა გაიგეს
და სულ მალე, კონსტანტინეს მისტიური სამყაროს კიდევ ერთი ფილმის ხილვაც შეგვეძლება.
ეკრანს დაუბრუნდება ასევე ჰარისონ ფორდის ერთ-ერთი
ყველაზე სახასიათო პერსონაჟი. ინდიანა ჯონსონი. ისევ თავგადასავლები, ისევ ფატერაკები
და აღმოჩენები. ამჯერად ინდიანას გზა ბერმუდის სამკუთხედზე გადის. ფილმში ისევ შევხდებით
ნაცისტებს, რომლებიც ამერიკის სახელისუფლებო სტრუქტურებში არიან ჩანერგილი. გველოდება
1944 წლებში მოგზაურობაც სადაც ახალგაზრდა ინდიანას შევხდებით. ჰარისონის გაახალგაზრდავების
საკითხზე ხელოვნური ინტელექტი იზრუნებს. ფილმის დინამიკაზე და წარუშლელ შთაბეჭდილებებზე
კი გადამრები ჯგუფი და არჩვეულებრივი სამსახიობო კასტი. რამდენიმე დღის წინ ანტონიო
ბანდერასი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა , მიუხედავად იმისა რომ მისი როლი ამ ფილმში
ძალიან მცირეა, მეტიც, ის კამეოს უფრო წააგავს. მე მაინც მოხარული ვარ ამ კინოსამყაროში
მოხვედრისო. ფილმს ასევე საკმაოდ წარმოსადეგი ანტიგმირიც ყავს. მედს მიკელსონი
გახსოვთ ალბათმ რემდენიმე გადაცემის წინ გიყვებოდით
ადამსების ოჯახზე გადაღებულ სერიალზე სახელწოდებით უენსდეი. რომელშიც ადამსების ქალიშვილის ისტორიაა მოთხრობილი.
ახლადგამომცხვარმა სერიალმა უკვე მოხსნა უცნაური ამბების რეკორდი და გამოსვლიდან ერთი
კვირის მანძილზე ნახვების უდაო ლიდერი გახდა. ადამსების ოჯახის სპინოფი მაყურებელმა 341 მილიონზე
მეტჯერ ჩართო. სერიალდან ამოკრეფილი კარდებით კი უკვე აჭრელდა როორც ინსტაგრამი ასევე
ტიკტოი.
ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი. ჯოან როულინგის
შემოქმედების ერგვარი გაგრძელებაა, რომელიც ჯეკ ტორნის და როულინგის ერთობლივი ნამუშევარია.
ორმოქმედებიანი პიესა 2016 წელს ლონდონის თეატრ პალასში დაიდგა. ისტორია ფანატების
თვალსაზრისით სწორფასოვანი გაგრძელებაა პოტერიანას. პიესაში მოთხრობილია ალბუს სევერუს
პოტერის, ჰარი პოტერის შვილის თავგადასავალი. რომელიც საოცრებებითა და ფათერაკებით
ნამდვილად არ ჩამოუვარდება მამის ისტორიას. თუმცა ფანების ნაწილი მას საერთოდ არ აღიარებს
როგორც როულინგის სამყაროს კანონმემკვიდრედ.
კრიტიკოსები კი მას ფანფიკად, ორიგინალით მოხიბლული სამოყვარულო დონის ნაწარმოებად
თვლის. ასეა თუ ისე, ვორნარი ამ პიასის ეკრანიზაციაზე უკვე ფიქრობს. პოტერიანას შემდეგ
ფანტასტიური რასებების სამყარომ დიდად ვერ გაახარა კინოსტუდია. ამ პიესით კი ისევ აშკარად
პოტერიანას დაბრუნებას ცდილობენ. რაც ერთგვარი რეაბილიტაცია იქნებაო.
გადაცემის ბოლოს ტრადიციული რეკომენდაციის დრო
დადგა. რათმაუნდა ისევ მიუზიკლი, ისევ ფერთა ფეირერვერკი და კარგი მუსიკა.
ამჯერად მსურს შემოგთავაზოთ 2006 წელს გამოსული
ფილმი ოცნების გოგონები. ფილმის 2007 წელს
ჯილდოების მთელი კორიანტელიც ხვდა წილად. საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოსკარი ერგო
ჯენიფერ ჰადსონს. ოსკარი ერგო ფილმს ასევე საუკეთესო ხმისთვის. ოქროს გლობუსზე ის დასახელდა
როგორც საუკეთესო ფილმი. მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსი ერგო
ედი მერფის და ჯენივერ ჰადსონს. ემტივის 2007 წლის დაჯილდოებაზე კი საუკეთესო მსახიობის
ტიტული გაინაწილა ჰადსონმა და ბეონსემ.
ამ ჯილდოების კორიანტელში მე უკვე ჩამოგითვალეთ
სამსახიობთა თითქმის ნახევარი, ხვდებით ალბათ რაოდენ კარგადაა დახუნძლული ეს ფილმი
ნიჭიერი ადამიანებით. ჯეიმ ფოქსი, ბეონსე, ედი მერფი, დენი გლოვერი, ჯენიფერ ჰადსონი.
ჩვენ ყველას გვაქვს სანუკვარი სურვილი, ოცნება,
რომელის ახდენაც ყველაზე მეტად გვწადია. თუმცა სანამ ოცნება რეალობად იქცევა მან საკმაოდ
დიდი და მძიმე გზა უნდა გაიაროს. შესაძლებელია ოცნების ახდენის ფასიც იმეზე ძვირი იყოს
ვიდრე წარმოგვედგინა. სწორედ ოცნებებზე და ოცნების ფასზე, ადამიანურ ირთიერთობებზე
და პირად ტრაგედიებზე გადის ამ მიუზიკლის მთავარი ხაზი.
60 იანი წლების ამერიკა. გოგონათა ვოკალური ტრიო,
წარმოუდგენლად ლამაზი ხმები, საოცარი მიზნები და ოცნებები, რომლებიც შოუბიზნესის, სიყვაულის,
მეგობრობის, იმედგაცრუების და ღალატის ლაბირინთებში ცდილობენ გზის გაკვლევას.
ფილმში ყველა მღერის, თან მღერის მართლაც ძალიან
კარგად. რომ აღარაფერი ვთქვათ ბეონსეზე, რომელიც ვოკალურ მონაცემებთან ერთად თურმე
სერიუზული დრამატული მსახიობის მონაცემებსაც უბადლოდ ფლობს. რომ აღარაფერი ვთქვათ ჯენიფერ
ჰადსონზე, რომელმაც თავისი ვოკალით და სამსახიობო უნარებით ძალიან ბევრი გააოცა. კარგად
მღერა თურმე ედი მერფისაც შეძლებია. გარდა ამისა ეს ფილმი ის იშვიათი შემთხვევაა სადაც
ედის არც ერთი ხუმრობა არ გაჟღერებულა.
ამ ფილმის ეკრანიზაცის ფრთხილობდნენ, თუმცა ჩიკაგოს წარმატებამ სტუდიის მესვეურები წაახალისა და რისკმა
უდაოდ გაამართლა. არაჩვეულებრივ სამსახიობო კასტს ემატება საკმაოდ კარგი რეჟიუსრა.
60 იანი წლების ამერიკა, ფერთა გამა და უკვე გასული მუსიკალური ეპოქის ძლიერი ნოსტალგია.
ფილმის სიუჟეტი არ არს უნიკალური. სამაგიეროდ უნიკალური და ძლიერია ამ ადამიანების
ხმები, განსაკუთრებით კი ჯენიფერ ჰადსონის, მისი პერსონაჟის, ძლიერი ქალის ძლიერი ხმა.
სწორედ ამიტომ ჩემი დღევანდელი არჩევანი ამ ფილმზე,
ოცნების გოგონებზე შევაჩერე. გაატარეთ საღამო 60 იანი წლების ამერიკელი მომღერლების
ნაიარევ ოცნებებთან და უსმინეთ ამ მართლაც მომაჯადოვებელ ხმებს. მე კი ამით დაგემშვიდობებით,
მიკროფინთან იყო დათო ტრაპაიძე, ეს კი კინობლოგია. გვისმინეთ რომ შემდეგ სიამოვნებით
უყუროთ
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!