Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კინობლოგი 04. როგორი იქნება ტიკ-ტოკური ჰერკულესი, რა ბედი ელოდება ელისაბედ მეორეს გარდაცვალების მერე სერიალ "გვირგვინს", როგორი იქნება გაი რიჩის ახალი ფილმი და კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი

კინობლოგი 04. როგორი იქნება ტიკ-ტოკური ჰერკულესი, რა ბედი ელოდება ელისაბედ მეორეს გარდაცვალების მერე სერიალ "გვირგვინს", როგორი იქნება გაი რიჩის ახალი ფილმი და კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი


 


გამარჯობა ჩვენი ტრადიციად ქცეული შეხვედრა ისევ აუარება საინტერესო ინფორმაციას გვპირდება. როგორც ყოველთვის, ხუთშაბათობით კინობლგის დროა. მიკროფონთან დათო ტრაპაიძეა, წინ კი კინომატოგრაფიის საოცარი სამყარო გველის

დღეს გაიგებთ თუ როგორი იქნება ტიკტოკური ჰერკულესი. რა ელის ელესაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ სერიალ გვირგვინს, როგორი იქნება გაი რიჩისეული ახალი ფილმი  და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს. ასე რომ - დავიწყოთ

 

ნოემბერის თვე საკმაოდ უხვად გვასაჩუქრებს ახალი ფილმებითა და სერიალებით. რაც უფრო ახლოა ახალი წელი, მით უფრო მეტი საინტერესო ანონსი გვხდება მოსალოდნელ პრემიერებზე. მათი დიდი ხვედრითი წილი რა თქმა უნდა სერიალებზე და სუპერჰეროიკის ჟანრის ფილმებზე მოდის. კინოკომიქსების გადაღებას დღეს ცდილობს თითქმის ყველა სტუდია და მათ შორის ძალიან, ძალიან ბევრი სახელოვანი რეჟისორი. ბოლო ათწლეულის მანძილზე ეს საკმაოდ მსუყე და მიმზიდველი ფინანსური სატყუარაა ძალიან დიდი, კოსმიური ჰონორარებით. ამიტომაც რეჟისორები ლამის ერთმანთს ეჯიბრებიან კომიქსების ეკრანზე გაცოცხლებაში. კი, ბევრი, თუმცა ყველა არა. ამ ფინანსურ სატყუარას ჩვეული ირონიით გვერდიდან შეჰყურებს ტარანტინო. ლა ტაიმსთან მიცემულ ინტერვიუში კვენტინმა განაცხადა რომ ადრე თუ გვიან ეს რბოლა სუპერჰეროიკული ამბების და კინოკომიქსების აუცილებლად დასრულდება, დასრულდება ისე, როგორც სამოციანებში დასრულდა მიუზიკლების კეთების ეპიდემია. ესეც ჟანრიც ადრე თუ გვიან ამოლევს თავის აქტუალურობას. თუმცა დღეის გადმოსახედით მისი დასასრული კიდევ შორს არისო. კითხვაზე, თუ რატომ არ ქონია მას მცდელობა გადაეღო მარველის ან დისის კომიქსების ეკრანიზაცია, ტარანტინომ უპასუხა. ეს ნიშნავს იმას რომ მე უნდა მემუშავა კონტრაქტით, ხოლო კონტრაქტით მომუშავე ვერასდროს ვერ იქნება თავისუფალი. ეს ყველაფერი კეთდება ფულისთვის, მე  კი არ ვეძებ სამსახურს, მე ვარჩევ თავისუფალ შემოქმედებასო. არადა 90 იანებში დიდი სურვილი ქონდა ლუკ კეიჯის კომიქსების ეკრანიზე გადატანის. მაგრამ მეგობრებმა გადაფიქრებინეს. არ გამოვიდ კომიქსები, მაგრამ გამოვიდა ტარანტინოს სხვა, არანაკლებ სახელოვანი ფილმები. მას არა ერთხელ უთქვამს რომ მის სარეჟისორო ისტორიის მანძილზე სურდა გადაეღო სულ ათი ფილმი და ისე დაეტოვებია კონომატოგრაფია. შეგახსენებთ რომ მისიერთხელ ჰოლივუდშირიგით მეცხრე ფილმია. რა იქნება მეათე და იქნება თუ არა ეს ბოლო ფილმი, ჯერ უცნობია.

ჩვენ კი დავუბრუნდეთ ჯერჯერობით ნაცნობ ამბებს.

აა, იცოდით თუ არა რომ ანჟელინა ჯოლი სანამ ცელესტიალებთან მებრძოლ არსებად მოგვევლინებოდა ფილმ მარადიულებში. შეიძლებოდა გვეხილა ადამიან ობობა ოთხში. სადაც ერთ-ერთი ბოროტმოქმედის, სვავის ქალიშვილს განასახიერებდა. რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ საკუთარ თავზე აიღებდა მის შავბნელ საქმეებს და საიდუმლო დაჯგუფების მართვას. მაგრამ რაღაც მოხდა იქ, ზემოთ. სცენარი გადაიწერა რის შედეგად არც  სვავი გარდაიცვალა  და შესაბამისად არც ანჯელინამ აისხვა მამისეული აბჯარი. თუმცა, მან მაინც აისრულა სურვილი და შემოაღწია სუპერჰეროიკაში. ხედავ ტარანტნო ?! ყველა აქეთკენ მოილტვის

 

 

წიჰა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ნეტფლიქსის მხედვარიდან ჰენრი კავილის წასვლის თაობაზედ. გახსოვთ ალბათ რომ მხედვარის მეოთხე სეზონის შემდეგ ჰენრი თეთრი მგლის მედალიონსაც და ხმლებსაც სხვას გადაულოცავს. მიზეზი კი ნეტფლიქსის სცენარისტების მიერ დამახინჯებული სცენარებია, საბკოვსკის წიგნისგან უცნაურ ყაიდაზე გადამღერებული სცენარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამაზე წუხდნენ როგორც ფანები, ასევე ჰენრი კაველიც. რომელიც თავად საბკოვსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გერალდის როლისთვის დაბადებულ მსახიობადაც კი მოიხსენია. მისი თქმით, როგორც თავის დროზე რიგო მორტესენმა თავისი სახე აჩუქა არაგორნს ბეჭდების მბრძანებლიდან, ასევე ჰენრი გახდა გერალდის ეკრანული სახე, რომელიც მე, როგორც ავტორს ძალიან მომწონსო. სწორედ ამ ეკრანული სახის დასაბრუნებლად მხედვარის ფანებმა პეტიციაც კი დაწერეს, სადაც ითხოვენ როგორც ჰენრის მთავარ როლზე დაბრუნებას, ასევე იმ სცენარისტების დათხოვნასაც რომლებიც ასე აბუჩად იქგდებენ მხედვარის სამყაროს. პეტიციაზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დღვენდელი დღისთვის მასზე უკვე 190 ათასმა მოაწერა ხელი.

ვანახოთ ციფრებით ნეტფლიქსის ხელმძღვანელობას ჩვენი რაოდენობა, რადგან, როგორც ჩანს მათთვის მტავარი სწორედ ციფრებია . წერს პეტიციის ავტორი. სხვათა შორის ეს ჩვენს, ქართულ რეალობაში აღვიქვამთ პეტიციას არა წონად მექანიზმად. ჰოლივუდისთვის კი ის სავსებით შესაძლებელია რომ მთავარ საყრდენ ბერკედადაც იქცეს. ასე იყო მაგალითად ებერტ ჰიორტის მეორე აკვამენის გადაღებიდან მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებითაც. თავიდან არავის ეგონა რომ ჯონი დეპტთან სასამართლო დავის და ამ ისტორიის გამო მაყურებელთა ზიზღი ასეთი წონადი იქნებოდა ვორნარ ბრაზერსისთვის. ასე რომ თუ სურვილი გაქვთ გერალდის მეოთხე სეზონში ხილვის, სცადეთ ბედი და მოაწერეთ ხელი პეტიციას. ეს ქართველებზე უკეთ მაინც არავის გამოსდის, ზაზა ფაჩუალიას ამბავიც რომ გავიხსენოდ მგონი საკმარისი იქნება.

ჯოან როულინგის თაყვანისმცემელთა ვედრება ისმინეს. ვორნარის მესვეურებმა თანხმობა განაცხადეს მსოფლიოში ყველაზე პოლულარული ჯადოქრის, ჰარი პოტერის სამყაროზე ახალი ფილების გადაღებაზე. რატომაც არა ?! პოტერიანამ კომპანიას კოლოსალური მოგება მოუტანა. ფილმები ჰარიზე ყველა ასაკის ადამიანის საყვარელ ისტორიებად იქცა. ახლა მთავარია დაითანხმონ ამ სამყაროს შემოქმედი, თავად ჯოან როულინგი რათა მისი თანხმობით პოტერის კინო სამყარო კიდევ უფრო გაფართოვდეს. თუ გავიხსენებთ იმას რა მოგება მოუტანა ამ ინდუსტრიამ თავად როულინგს, არამგონია დიდხანს დასჭირდეს ხვერწნა. ვორნერი ასევე აპირებს ძალისხმების გაორმაგებას სუპერმენის და ბეჭდების მბრძანებლის მიმართულებითაც. შეგახსენებთ რომ ტოლკინის სამყაროზე უფლებებს ჯერ ისევ ვორნარი ფლობს. თუ ამაზონის სერიალს გავიხსენებთ და კერძოდ იმას თუ რა უქნეს ამ სამყაროს, ეს ფაქტი შესაძლებელია კარგიც იყოს. 2024 წელს დაგეგმილია ბეჭდების მბრძანებელის სამყაროზე ანიმაციური სერიალის გადაღებაც.

გაი რიჩის ჯელტმენების თაყვანისმცემლებს ახალი სერიალი ელოდებათ. მართალია მისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, მაგრამ მსახიობთა კასტი და სცენარისტები დიდ კუშს დებენ იმაზედ რომ კრიმინალური სამყაროზე გადაღებული, გაი რიჩისეული სერიალი თავის სათქმელს ნამდვილად იტყვის. სცენარისტი, შოურანერი და რვიდან ორი ეპიზოდის რეჟისორიც თავად გაი რიჩი იქნება.

სხვათაშორის გაი რიჩი ანიმაციურ ფილმზეც მუშაობს. საქმე ეხება ჩვენი ბავაშვობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ანიმაციურ ფილმს - ჰერკულეს. ახალი ჰერკულესი მოუზიკლის თარგზე იქნება მორგებული, თუმცა რიჩი მარტო ამ ცვლილებით არ შემოიფარგლა. მისი მთავარი ფსონი კარგ ანიმაციასთან ერთად არც მეტი- არც ნაკლები ტიკტოკზე გადის. დიახ, ტიკ ტოკზე. სწორედ ტიკტოკის პოპულარული მელოდიები იქნება კიდევ ერთი მთავარი მუსიკალური ხაზი ახალ ჰერკულესში. ვისზე და რაზეა გათვლა გაკეთებული ალბათ ძალიან ადვილად მისახვედრია. მე უკვე მაინტერესებს როგორი იქნება გატიკტოკებული ჰერკულესი გაი რიჩისგან

ამბები გაი რიჩის თაობაზე აქ არ მთავრდება. კიდევ ერთ პროექტზე მინდა მოგიყვეთ რომელზეც ის მუშაობს. საქმე ეხება უისტონ ჩერჩილის ინიციატივით შექმნილ დაჯგუფებას, რომელიც სპეციალურ საიდუმლო ოპერაციებს აწარმოებდა დიდ ბრიტანეტში. არაჯელტენმენური ომი, ასე ეწოდება რეალურ ამბებზე დაყრდნობით შექმნილ ისტორიას, რომელიც ძალიან გავს ტარანტინოს მიერ გადაღებულ უსახელო ნაბიჭვრებს. აქაც ბლომად იქნებიან ჰარიზმატული პერსონაჟები და ძალიან ბევრი შოკისმომგვრელი ისტორია. რიჩის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჰენრი კაველი შეასრულებს. როორც ხედავთ ჰენრი გვხდება უკვე ყველგან, იქაც კი, სადაც უკვე აღარ არის.

ბრიტანეთის სამეფო კარის გარშემო დაგროვილ ისტორიებზე გადაღებული სერიალიგვრირგვინიმალე სეზონს განაახლებს. სერიალი, რომელიც მთელი ოთხი სეზონის განმავლობაში საკმაოდ თამამად ასახავდა სამეფო კარის ინტრიგებს და ისტორიებს, რის გამოც არა ერთხელ დამუსახურებია კრიტიკა, აღიარებს რომ მეხუთე სეზონი შედარებით სახეცვლილი იქნება. ეს სახეცვლილება დედოფლის, ელესაბედის გარდაცვალებას მოყვა. სერიალიდან უკვე ამოჭრილი და ხელახლა გადაღებულია ძალიან ბევრი სცენა. მათ შორის პრინცესა დიანას სავტომობილო ავარიის სცენაც სერიალიდან ამოიღეს. ხელძღვანელობა ხვდება რომ რაც არ უნდა იყოს პატივისცემით უნდა მოექცეს სოციალურ პოლიტიკურ ასპექტს. ნებისმიერ შემთხვევაში მეხუთე სეზონი შედარებით დელიკატურად შეგვახედებს სამეფო ოჯახის კულისებში და ისევ მოგვითხრობს გვირგვინოსანი მონარქისა და ხალხის რჩეული პრინცესას ურთიერთობის საკმაოდ სევდიან ისტორიას.

 

გადაცემის ბოლოს რაღათქმა უნდა რეკომენდაციის დროს დადგა. როგორც ხვდებით ისეთ ფილმებს გირჩევს სადაც ძალიან ბევრი მუსიკა, ცეკვა და ხალასი ფერებია. თქვენს საყვარელ სერიალებს და ფილმებს ხომ ჩემს გარეშეც მშვენივრად აგნებთ და უყურებთ. დღესაც ერთი საინტერესო მიუზიკლი შეგირჩიეთ. მსუბუქი და საამოდ საყურებელი. ფილმს თმის ლაქი ეწოდება. თმასთან დაკავშირებით ამერიკული მიუზიკლების ახირებებზე მომდევნო გადაცემაში ვისაუბრებთ. ძალიან საინტერესო თემაა. მანამდე კი ამ 2007 წელს გამოსულ ფილმზე მინდა მოგითხროთ. ადამ შენკმანის ფილმი მოგვითხრობს ერთ ფუმფულა გოგონაზე რომელსაც ძალიან უყვარს სიმღერა და ცეკვა. ყოველ დღე იღვიძებს იმ იმედით რომ მის გარშემო სამყარო აუცილებლად შეიცვლება. სკოლის შემდეგ სახლისკენ მიიჩქარის რათა სატელევიზიო შოუ ნახოს, სადაც ახალგაზრდები ცეკვავენ და მღერიან. მასაც სურს იყოს იქ, იცეკვოს და იმღეროს, მერე რა რომ ცოტათი მსუქოა. ეს მისთვის პრობლემა არ არის. მას არ სურს დედასავით უარი თქვას სცენაზე წონის გამო და მთელი ცხოვრება მრეცხავად გაატაროს. ამიტომაც თამამად მიდის შოუს ქასთინგზე. ეს ისე, ზოგადად რომ აგიღწეროთ სიუჟეტი. ამას დავამატოთ 1862 წლის ბალტიმორი, ცოტათი მსუბუქად შემოგდებული თემა რასიზმზე და გამოგვივა საკმაოდ საინტერესო მიუზიკლი რომელიც მოგვითხრობს სტერეოტიპების მსხვრევაზე. თავადაც ნახავთ თუ რაოდენ კარგად და მაგრად ცეკვავს ეს ფუმფულა გოგონა, რომელსაც მსახიობი ნიკი ბლონსკი თამაშობს. მააგრამ, ამით როდი სრულდება ყველაფერი. გოგონას დედის როლს არც მეტი არც  ნაკლები ჯონ ტრავოლტა თამაშობს. დიახ ტრავოლტა ასახიერებს ფუმფულა გოგონას არანაკლებ ფუმფულა დედას, რომლიც სამრეცხაოში მუშაობს და ჩუმჩუმად მღერის. ტრავოლტას ცეკვა ჩვენ არაერთხელ გვინახავს და ვიცით რომ მას ეს ძალიან კარგად შეუძლია. მაგრამ აქ, ამ ფლმში, ამ გრიმში და ვეება წონით რასაც ის აკეთებს - ეს მართლაც უნდა ნახოთ. დაამსხვრიეთ სტერეოტიპები, იყავით თამამები და მიზადასახულები. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მიზანს. მე კი მომდევნო ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. მიკროფონთან დათო ტრაპაიძე იყო. ეს კინო ბლოგია, გვისმინე რომ შემდეგ სიამოვნებით უყურო.




No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]