Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ყავით დაფარული საფეხმავლო ბილიკები. ყავამანის უცნაური და არომატული იდეა

ყავით დაფარული საფეხმავლო ბილიკები. ყავამანის უცნაური და არომატული იდეა

ლვოვში საინტერესო რამ ხდება. დათოვლილ ტროტუარებებზე არც მეტი, არც ნაკლები არომატული ყავას ყრიან. ასე არ ჯობია მარინლარევ ქვიშას და ათას უგემურ ქიმიას ?!


ყავა

ეს ხუმრობა არ არის. ნამდვილი, არომატული ყავაა. როგორც ამბობენ 200 მეტრზე დაახლოებით 20 კილოგრამი ყავის ნარჩენია საჭირო რომ გზაც არ იყოს მოლიპული და ჰაერშიც ყავის გამაბრუებელი არომატი სუფევდეს. ხო, ეს უკვე გამოყენებული ყავაა, რომელიც ბარისტას ჯადოქრობის შემდეგ რჩება, როცა თქვენ თქვენს საყვარელ ესპრესოს ან მაკიატოს მიირთმევთ. ფაქტობრივად უდანაკარგო წარმოებაა

ეს ექსპერიმენტი ლვოვის ერთ-ერთ პარკში მოაწყვეს. საფეხმავლო ბილიკები ყავით დაფარეს. ფეხიც არავის მოუცურდება და ეგებ, ყავის არომატით მოხიბლულებს, გზად რაღაც კარგი, პოზიტიური იდეებიც გაუჩნდეს.

საინტერესოა, გამოჩდნენ თუ არა უკვე გზაზე მოყრილ ყავაზე მკითხავები:

გზას ვხედავ, გზას... 

ეს გზა კოფიშოპამდე მიგვიყვანს ?!

მოკლედ. იდეა მშვენიერია. ჩვენ ამდენ ნალექს ნამდვილად ვერ ვნახავთ. უფრო სწორედ ნახერხს უფრო მეტს ვნახავთ ვიდრე ყავის ნალექს. თუმცა, იდეა დასაფასებელია და დასამახსოვრებელი. ლვოველები ხო ყავის ქალაქად თვლიან ლვოვს. ჩვენ კი რამე ჩვენი "პონტი" მოვიფიქროთ.

მანამდე კი #ყავისდროა 








No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]