ვიცი, ცოტა მომიძველდა პოსტები. მაგრამ არაუშავს. გამოსწორებადია. სამაგიეროდ ახალი გასართობი ვიპოვე. ყვინთვა, ანუ ეგრედ წოდებული სნორკელინგი. ყვინთვის ეს ნაირსახეობა სხვა დანარჩენისგან იმით განსხვავდება რომ დიდ და ძვირად ღირებულ აღჭურვილობას ჟანგბადის ავზებითა და "რაღაცეებით" არ საჭიროებს. ასე ძირითადად წყლის ზედაპირთან ახლოს, ჟანგბადის მილით და სათვალეებით შეიარაღებულები დაცურავენ. ჩემს შემთხვევაში კი ჟანგბადის მილიც და სათვალეც ერთ ნიღაბშია გაერთიანებული. მინდა გითხრათ რომ მშვენიერი გამოგონებაა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მილიდან სუნთქვა დიდად არ გამოსდიოდა. ვისაც გამოუცდია - დამეთანხმება. მხოლოდ პირით სუნთქვა დიდი ვერაფერი სიამოვნებაა. ამ ნიღბის წყალობით კი ისუნთქეთ პირითაც და ცხვირითაც - რამდენიც გინდათ. თუ დაგაინტერესებთ ნიღბის შესახებ სხვა პოსტში გიამბობთ. მანამდე კი აი ეს ვიდეო.
სხვათა შორის არ მეგონა თუ ამდენ თევზს წავაწყდებოდი ჩვენს არც თუ ისე ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ხო, მარჯნის რიფები არ გვაქვს. მაგრამ, თურმე არც ისე ღარიბები ვართ. სანახი და საყვინთი ჯერ კიდევ ბევრია. მანამდე კი აი ასე დავიწყოთ.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!