Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

წვიმის სიგრილე

წვიმის სიგრილე

გრილა. საამო ამინდია. ხო, არა პოპულარული ფრაზაა, განსაკუთრებით გაგანია ტურისტულ სეზონზე. მაგრამ ასეა. წვიმა ბათუმისთვის იშვიათი მოვლენა რომ არ არის - ეს ყველამ იცის. აი ასეთი, გრილი და საამო ამინდიც იცის ხოლმე. აი იმ, ამოწურვა, ჩახუთვა, ჩახარშვა სიცხეების შემდეგ. ბულვარი ნახევრად ცარიელი დამხვდა. მგონი ყველა, ტურისტიც და ადგილობრივიც გემოზე ნებივრობს საწოლში და საკუთარ თავს უმხელს მხოლოდ რომ "კაი ამინდია"



სამსახურამდე გზა ბულვარის გავლით გამოვიარე. წვიმის გამო რამდენჯერმე შევაფარე თავი ხან ხეს, ხან ბარს და ხანაც ვიღაცის ქოლგას. სინოპტიკოსები ბარომეტრზე ფიცულობენ რომ კვირის ბოლომდე იწვიმებსო. საკმაოდ საინტერესო გრაფიკია. ერთი კვირა ხუთვა, მეორე კვირა გაგრილება. ყოველ წელს სხვადასხვა განრიგს გვტავაზობს ბუნება. ერთხელ იყო და 40 დღიანი გვალვა გვარგუნა, შემდეგ წელს დღისით მზე და ღამით წვიმა. მომდევნო წელს 2-3 დღიანი მონაცვლეობით. ახლა კიდე... მოკლედ, რაღაცას თავისთვის ალაგებს. ხოდა ჩვენც დავლაგდეთ. გახსოვდეთ, ეს უკვე ზაფხულის შუა რიცხვებია. ნახევარი უკვე ფაფუ, გაფრინდა. ხო და შეეშვით წუწუნს. წვიმაც ისე მოირგეთ როგორც გაგიხარდებათ. დატკბით სიგრილით 











ვისაც ბათუმი უყვარს, წვიმიანად უნდა შეიყვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში გარტყმაშიც არ იქნება რა არის ბათუმი.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]