Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გიორგი ნადირაშვილი George Nadirashvili

გიორგი ნადირაშვილი George Nadirashvili

ამ რუბრიკის დაწყება ჩემს ირგვლივ შემოკრებილი საინტერესო ადამიანების რიცხვის მატებამ გამოიწვია. ზოგიერთ მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ. ზოგიერთი კი ახლახან გავიცანი და მინდა ძველიც და ახალი ნაცნობები თქვენც გაგაცნოთ. სხვადასხვა ასაკის და სპეციალობის ადამიანები ამ რუბრიკაში მხოლოდ მოგზაურობის და თავგადასავლების ძიების დაუოკებელი სურვილის გამო გავაერთიანე. აქ ისინი საკუთარ ისტორიებს მოგვითხრობენ, შთაბეჭდილებებს, მიზნებს. გაიცანით თქვენც ეს საინტერესო ადამიანები და ვინ იცის? იქნებ თქვენც გადაგედოთ მათი ჟინი და სწრაფვა მოგზაურობებისკენ.

ამ რუბრიკის პირველი სტუმარი კი ჩემი ახალი მეგობარი - გიორგი ნადირაშვილი გახლავთ.

გიორგი თბილისიდან ბათუმში რამდენიმე წელია რაც გადმოვიდა. აქ მუშაობს. ერთმანეთი ერთ-ერთი ველომსვლელობისას გავიცანით. შემდეგ ცუკერბერგის წყალობით დავმეგობრდით და სწორედ იქ აღმოვაჩინე მისი, ჩემთვის უჩვეულო გატაცება. ბაგირზე სიარული. მართალია ეს ინტერნეტშიც მინახავს და ფილმებშიც, მაგრამ იმ ადამიანის გაცნობა ვინც თავად აკეთებს ამას, მგონი თქვენთვისაც საინტერესო იქნება.


როგორც თავად ამბობს Slacklining-ით პირველად მაშინ დაინტერესდა, როცა მისმა მეგობარმა სპეციალური ბაგირი შეიძინა. მართალია მანამდე ნანახი ქონდა ინტერნეტშიც და ფილმებშიც, მაგრამ რეალურ სივრცეში გამოცდილებამ ისე მოხიბლა რომ ძალიან მალე "მოიწამლა" კიდეც. ნელინელ "ფეხიც გამართა" თავდაჯერებულიც გახდა და ქომაგებთან ერთად მიმდევრებიც გაიჩინა


თურმე ნუ იტყვით, ამ საოცარ რამეს მისი სახეობებიც ქონია. არადა მე მხოლოდ ბაგირზე სიარული ერქვა მეგონა. სიმაღლის, სიგრძის და ბაგირის დაჭიმოლობის ხარისხის მიხედვით ხარისხდებიან

Trickline/Lowline - ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა, როცა ბაგირს არც ისე მაღალ საყრდენზე ჭიმავენ. იდეაულირია სავარჯიშოდ. ამ შემთხვევაში დაზღვევაც არ არის საჭირო.
Waterline - წყლის ზედაპირზე გაჭიმულ ბაგირზე სვლა. განსაკუთრებით ზაფხულობითაა პოპულარული. თუ შეგეშლება რაიმე, წყალს მაინც არ აცდები.
Highlinе - თუ სიმაღლის შიში გაქვთ, მაშინ დაივიწყეთ. ამ შემთხვევაში მთავარი სიმაღლეა. რაც უფრო მაღლაა ბაგირი, მით უფრო კარგია. თუმცა ამ შემთხვევაში დაზღვევა აუცილებელია
Rodeoline - ამ შემთხვევაში კი ბაგირი ოდნავ მოშვებულია. ჩაზნექვის სიღრმე შესაძლოა ადამიანის სიმაღლის ტოლი იყოს.
აი ასეთი მოკლე სპეც კურსის შემდეგ ჩემთვის ექსტრიმის ეს სახეობა უბრალოდ ბაგირზე სიარულის ნაცვლად უფრო რთულ და საინტერესო თემად იქცა


როგორც გიორგიმ მითხრა, საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარულია Slacklining-ი ,ბაგირზე სვლა და მალე ფედერაციაც, რომელიც ჯერ მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია, სრული ძალით ამუშავდება და ამ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებსა და ქომაგებს შანსი ექნებათ უფრო ახლოს და სრული სიმძაფრით იგრძნონ ეს ექსტრიმი.


"ყველაფერი რათქმაუნდა ფინანსებდთანაა დაკავშირებული. ბაგირიც, რომელზეც დავდივართ ჩვენ შევიძიეთ. ფედერაციის ჩამოყალიბებასთან ერთად იმედია ამ საქმესაც ეშველება. იყო შემთხვევები, როცა სავარჯიშოდ სადმე ვჭიმავდით ბაგირს, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ - ვინ ხართ, რას შვებით, რატომ ?! ახლა უკვე ვეუბნებით რომ ფედერაცია ვართ და სავარჯიშოდ ვაკეთებთ ამას. უკვე ნაკლები კითხვებიც ჩდება.


სიმაღლის შიში არის.  ბევრი იკვეხნის რომ არ ეშინია და შეძლებს. მაგრამ მერწმუნე, როცა ბაგირზე დგეხარ და ქვემოდ იყურები... ხო... მახსოვს პირველად როგორ ჩავაფრინდი ბაგირს. კი, შიში არის, მაგრამ ეს დაძლევადია. პრინციპში არიან ისინიც, ვისაც აივნიდან გადმოხედვისაც კი ეშინია. მაგრამ თუ სურვილია და ძალისხმევასაც არ დაიშურებს. აუცილებლად გამოუვა. თან როცა ერთხელ ჩავარდები და დაზღვევა დაგიჭერს, შემდეგ მეორეჯერაც ჩავარდები ნდობის მომენტი მაღლდება და უკვე ისე აღარ გეშინია. სიარული ხო ძალიან მაგარია, მაგრამ როდესაც ჩამოდიხარ მაშინ გრძნობ თუ როგორ გეშვება მთელი დაძაბულობა და როგორ მოდის ემოციები"- ამბობს გიორგი


გიორგის სიტყვების შემხედვარე მეც ძალიან იოლი მგონია ეს ყველაფერი. განსაკუთრებით როცა ამას გიყვებიან ან ფოტოებს ათვალიერებ. მაგრამ როცა წარმოვიდგენ საკუთარ თავს აი ამ თხელ ბაგირზე, დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზე და ქვემოთ უკეთეს შემთხვევაში გაკრიალებულ ასფალტს... ჩემი ენთუზიაზმი იქვე ქრება.

თუმცა დავუბრუნდეთ გიორგის. ის პროფესიით ინჟინერია. თავისი საქმე უყვარს, მაგრამ თუ თავისუფალი დრო გამოუჩნდება გული მოგზაურობისკენ უწევს. თუმცა მოგზაურობაცაა და მოგზაურობაც. სასტუმროს კომფორტულ ნომერსა და აუზებს ბუნებაში, კოცონთან გაშლილ კარავში გატარებული დრო ურჩევნია. 

"თბილისში ხშირად გავდიოდით ქალაქ გარეთ. გვიყვარს მოგზაურობა და შანს არ ვუშვებდით ხელიდან. რაც ბათუმში გადმოვედი ცოტათი შემცირდა ჩემი გასვლები. თავიდან ისიც კი მეგონა რომ აქ არავის არ იტაცებდა მოგზაურობა და თავგადასავლები. მაგრამ ნელინელ შევიძინე მეგობრები, აქაც ვიპოვე თანამოაზრენი და ყველაფერი ისევ თავის ტემპს დაუბრუნდა. აქ იმდენი საინტერესო ლოკაცია და ადგილია სადაც თავისუფლად შეგიძლია დაისვენო. გახვიდე შაბათ კვირას ქალაქიდან და ბუნებაში დაიმუხტო იმ ენერგიით რომელიც შემდეგ მთელი კვირა გეყოფა. ძალიან მინდა თურქეთში წასვლა. იქ, ყოველ წელს Slacklining-ის საერთაშორისო ფესტივალი ეწყობა. ძალიან ბევრი სტუმარი ყავს და საინტერესოა ჩემთვის ეს ყველაფერი. თუმცა მინდა გითხრათ რომ საქართველოს ამ მხრივ გაცილებით მეტი შეუძლია გააკეთოს. აქ გაცილებით უკეთესი ადგილები გვაქვს საამისოდ. მაგრამ ჯერჯერობით ისე კარგად ვერ ვიყენებთ როგორც თურქები თავიანთ ტერიტორიას.


ბათუმი ძალიან მომწონს. სწორი დაგეგმარების და გათვლის შემთხვევაში თბილისთან შედარებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ რომ აქ ველოტურიზმი განვითარდეს. იდეალური გარემოა. თან ყველაფერი აქვეა, ახლო და ხელმისაწვდომი. მშვენიერია ის რასაც Critical Mass Batumi აკეთებს. მე ვიცი რომ ეს უბრალოდ მეგობრების მიერ ორგანიზირებული შეკრებაა, რაც თავისტავად ძალიან კარგია მაგრამ ცოტა უფრო მეტი ყურადღება თუ მიექცევა ამ ყველაფერს "ზემოდან" და ცოტა ფინანსებითაც დაეხმარებიან დარწმუნებული ვარ გაცილებით საინტერესო რაღაცეების მოფიქრება შეიძლება. ისე კი არც ერთი მსვლელობა არ გამომიტოვებია და ძალიანაც მიხარია მაში მონაწილეობა. "


ჩემი იდიალური სამსახური ასე წარმომიდგენია - ნახევარი წელი რომ ვმუშაობდე და ნახევარი ვმოგზაურობდე. ან ისე მოხერხდეს მოგზაურობისას რომ ვმუშაობდე. მოკლედ ერთი მეორეს გარეშე მაინც არ გამოვა. აქ კი ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო დრო და გადავანაწილო ისე რომ სამსახურსაც არ მოაკლდეს და დასვენებაც შევირგო. სხვანაირად არც შეიძლება. მითუმეტეს როცა ასეთი საინტერესო გარემოა ირგვლივ. მთები, ველები, მინდვრები. უნდა ვიმოგზაუროთ. აბა სხვანაირად როგორ?!" 


ასეთი გახდათ ბლოგის ახალი რუბრიკის "მთვარის კლუბის მეგობრები"ს პირველი სტუმარი. დამეთანხმებით საინრტერესო პიროვნებაა. მალე იმედია მის საყვარელ Slacklining-საც უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდება. თქვენთვისაც მგონი სიახლე იყო ეს ყველაფერი. ხოდა ამიერიდან იცნობდეთ გიორგის ;)

მე კი მომდევნო სტუმართან ერთად განვაახლებ ამ რუბრიკას და მალევე დაგიბრუნდებით. მანამდე კი იმოგზაურეთ მეტი, დიდხანს და შორს. 

1 comment:

  1. gio, chemo kargo adamiano , dzaan mikvarxar da maxsovs rogor davdeki am Slacklining-ze da movicamle mec am magari gamocdilebit, da zustad shennair adamianebze unda cerdnen , ristvisac madloba avtors :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]