Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მთვარის კლუბის მეგობრები. სიახლე ბლოგზე

მთვარის კლუბის მეგობრები. სიახლე ბლოგზე

გულთბილი სალამი მკითხველს. მაქვს პატივი ერთი (ჩემი აზრით) საკმაოდ საინტერესო სიახლე გაუწყოთ. წლების მანძილზე ბლოგზე განთავსებული პოსტების მეშვეობით თქვენ საშუალება გქონდათ თვალი გედევნებინათ ჩემი (ისევ და ისევ ჩემი აზრით) საინტერესო ან ნაკლებად საინტერესო მოვლენებისთვის. წაგეკითხათ, გენახათ ან მოგესმინათ სხვადასხვა წლებში თუ ლოკაციებში მომხდარი ამბების შესახებ მომზადებული მასალა. არა, თხრობაც და მოგზაურობებიც რაღათქმაუდნა გაგრძელდება. უბრალოდ ერთი სიახლეა.
ამიერიდან "მთვარის კლუბი" არა მხოლოდ ჩემს მიერ მოთხრობილ საინტერესო ამბებს, ფოტოებსა და ვიდეო პოსტებს შემოგთავაზებთ. არამედ ჩემი მეგობრების მიერ მოთხრობილ ამბებს, თავგადასავლებს, ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალასაც. წინ ძალიან საინტერესო პიროვნებებთან ნაცნობობა გელით. დიახ, მე არ ვარ ძუნწი და ჩემი მეგობრები თავიანთი ამბებითურთ თქვენთვისაც მემეტება.

მათი "გამაერთიანებელი" თავგადასავლების, მოგზაურობის სიყვარული და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა გახლავთ. სწორდ ამ ნიშნით შერჩეულ ადამიენებს უმასპინძლებს მთვარის კლუბი რაღა თქმა უნდა გარკვეული პერიოდულობით.

ეს ყველაფერი კი გაერთიანდება ერთ კატეგორიაში, რომელსაც "მთვარის კლუბის მეგობრები" დავარქვი. სწორედ ამ კატეგორიის ქვეშ იხილავთ მათ შესახებ და მათ მიერ მოთხრობილ ისტორიებს. 

ასე რომ, დაგველიდეთ. 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]